ვაზა (დინასტია)
ვაზას დინასტია — ევროპის სამეფო დინასტია, დაარსებული გუსტავ ერიქსონის მიერ 1523 წელს. ვაზას დინასტიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ: შვედეთში 1523-1654 წლებში, პოლონეთსა და ლიტვაში 1587–1668 წლებში და რუსეთში 1610–1613 წლებში.
შვედეთის მეფეები და დედოფლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუსტავ I (1523–1560)
- ერიკ XIV (1560–1568)
- იოჰან III (1568–1592)
- სიგიზმუდ (1592–1599)
- კარლ IX (1604–1611; რეგენტი 1599)
- გუსტავ II (გუსტავ ადოლფ დიდი) (1611–1632)
- კრისტინა (1632–1654)
პოლონეთის მეფეები და ლიტვის დიდი ჰერცოგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიგიზმუნდ III ვაზა (1587–1632) (იოანე III-ის ვაჟი)
- ვლადისლავ IV (1632–1648)
- იოანე II (1648–1668)
ვაზათა მმართველობა რუსეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1609 წელს პოლონეთის მეფე სიგიზმუდ III შეიჭრა რუსეთში. ხელისუფლების სათავეში მყოფმა ბოიარებმა რუსეთის სამეფო ტახტზე მიიწვიეს პოლონეთის მეფის ვაჟი ვლადისლავ IV. პოლონელები მოსკოვში შევიდნენ. მაშინ როდესაც ბოიარები პოლონელებთან გარიგებებს აწარმოებდნენ . რუსი ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. მალე მოსკოვის ქუჩებში ბრძოლები გაჩაღდა ნიჟნი ნოვგოროდში ერობის მამასახლისის კუზმა მინინის და თავად დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით შეიქმნა სახალხო ლაშქარი . რომლებმაც რუსეთიდან გააძევეს პოლონელები. ამის შემდეგ რუსეთში დაემხო ვაზათა მმართველობა.
რუსეთში ვაზათა მმართველობამ სამ წელსაც ვერ მიაღწია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაზა (დინასტია)
| ||
წინამორბედი: ოლდენბურგების სახლი |
შვედეთის სამეფო სახლი 1523—1654 |
შემდეგი: ფალც-ცვეინბრიუკენის დინასტია |
წინამორბედი: იაგელონების სახლი |
პოლონეთის სამეფო სახლი 1587—1668 |
შემდეგი: ვიშნევეცკის დინასტია |
ლიტვის დიდი საჰერცოგო 1587—1668 |