ლოგიკური პოზიტივიზმი
ლოგიკური პოზიტივიზმი, იგივე ლოგიკური ემპირიზმი — ფილოსოფიური მიმდინარეობა, ნეოპოზიტივიზმის ნაირსახეობა, რომელიც მის საფუძველსაც წარმოადგენს. მისი მიხედვით, ცოდნა ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობასა და ემპირულ გამოცდილებას. ლოგიკური პოზიტივიზმის მიხედვით, მეცნიერული ცოდნა არის ფაქტობრივი ცოდნის ერთადერთი ფორმა. უწოდებს რა არა მცდარს არამედ უაზროს, ლოგიკური პოზიტივიზმი უარყოფს მეტაფიზიკურ დოქტრინას. რადგან მასში რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, მიზეზობრიობასთან, ღმერთთან, სუბსტანციასთან დაკავშირებით. ლოგიკური პოზიტივიზმის მიხედვით, ეს კითხვები არა არის ნამდვილი.
ლოგიკური პოზიტივიზმი განსხვავდება ემპირიზმისა და პოზიტივიზმის ადრეული ფორმებისაგან და ცოდნის საბოლოო საფუძვლად, ექსპერიმენტულ დადასტურებას მიიჩნევს. მისი მიხედვით საჭიროა მეცნიერული ცოდნის აღნაგობის ლოგიკური ანალიზის გაკეთება, რომლის მიზანია მეცნიერული ცოდნისა და მისი სხვადასხვა მიმართულებების რეორგანიზაცია და ამ სამყაროს ერთიანი სახის მოცემა. ამასთან, ლოგიკა და მათემატიკა განიხილება, როგორც ფორმალური მიმდინარეობები, რომლებიც წარმოადგენენ ანალიზური მტკიცებების ერთობლიობას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოგიკური პოზიტივიზმი ჩამოყალიბდა XX საუკუნის 20-იან წლებში, ე.წ. ვენის წრეში. 1930-იან წლებში ლოგიკური პოზიტივიზმის წარმომადგენლები, აშშ-ში ემიგრაციაში წავიდნენ და ამერიკულ ფილოსოფიაზე დიდი გავლენა მოახდინეს. 1950-წლამდე ლოგიკური პოზიტივიზმი იყო მეცნიერების წამყვანი ფილოსოფია. დღეს მისი გავლენა შენარჩუნებულია, მეცნიერული აზროვნების ანალიზზე და ფორმალური ლოგიკისა და ალბათობის თეორიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რჩეული ფილოსოფიური მოთხრობები, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1982.
- http://people.loyno.edu/~folse/logpos.htm დაარქივებული 2021-11-16 საიტზე Wayback Machine.