შინაარსზე გადასვლა

მოლდოვის პრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლდოვის დროშა

მოლდოვის პრეზიდენტიმოლდოვის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც პარლამენტი ირჩევს ფარული კენჭისყრის საფუძველზე 4 წლის ვადით. მოლდოვის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისთვის შეუსრულდა 40 წელი და უცხოვრია მინიმუმ 10 წელი მოლდოვის ტერიტორიაზე. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო დეპუტატთა ხმების 3/5. თუკი ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა ვერცერთმა კანდიდატმა მაშინ იმართება მეორე ტური პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის. თუკი მეორე ტურშიც ვერ მოხდა პრეზიდენტის არჩევა, მაშინ მოქმედი პრეზიდენტი ნიშნავს ახალი პარლამენტის არჩევნების თარიღს.

მოლდოვის პრეზიდენტების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. მირჩა სნეგური 3 სექტემბერი 1990 15 იანვარი 1997
2. პეტრე ლუჩინსკი 15 იანვარი 1997 7 აპრილი 2001
3. ვლადიმერ ვორონინი 7 აპრილი 2001 11 სექტემბერი 2009
4. მიჰაი გიმპუ 11 სექტემბერი 2009 28 დეკემბერი 2010
5. ვლად ფილატი 28 დეკემბერი 2009 30 დეკემბერი 2010
6. მარიან ლუპუ 30 დეკემბერი 2010 23 მარტი 2012
7. ნიკოლაე ტიმოფტი 23 მარტი 2012 23 დეკემბერი 2016
8. იგორ დოდონი 23 დეკემბერი 2016 დღემდე
9. მაია სანდუ არჩეული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]