ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯუნ ალისონი (ინგლ. June Allyson; დ. 7 ოქტომბერი, 1917 — გ. 8 ივლისი, 2006) — ამერიკელი სცენის, კინოს და ტელევიზიის მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი.

ჯუნ ალისონი

ალისონი 1945 წელს
დაბადების სახელი ელეანორ გიზმანი
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1917
ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 2006 (88 წლის)
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე
აქტიური 1936-2001
მეუღლე(ები) დიკ პაუელი (იქ. 1945–63)
ალფრედ გლენ მაქსველი (იქ. 1963–70)
დევიდ ეშროუ (იქ. 1976)

ალისონმა კარიერა 1937 წელს დაიწყო, მოკლემეტრაჟიან ფილმებში მოცეკვავის როლებს თამაშობდა, ხოლო ბროდვეის თეატრში 1938 წლიდან თამაშობდა. 1948 წელს კონტრაქტი გააფორმა კომპანია, Metro-Goldwyn-Mayer-თან, და დიდი წარმატება მოიპოვა ფილმ, ორი გოგონა და მეზღვაური-ში თამაშის შემდეგ. 1940-იან წლებში მან მსახიობთან, ვენ ჯონსონთან ერთად ექვს ფილმში ითამაშა. 1951 წელს მან მოიგო ოქროს გლობუსის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ფილმში, ძალიან ახალგაზრდა კოცნისთვის-ში შესრულებული როლისთვის. 1959 წლიდან 1961 წლამდე იყო შოუ The DuPont Show With June Allyson-ის წამყვანი, შოუ გადიოდა CBS -ზე.

1970-იან წლებში ის დაბრუნდა სცენაზე, მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში, ორმოცი კარატი და არა, არა, ნანეტი. 1982 წელს ალისონმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით:ჯუნ ალისონი ჯუნს ალისონის მიერ და გააგრძელა მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში. მოგვიანებით მან დააარსა ჯუნ ალისონის საზოგადოებრივი ცნობიერების და სამედიცინო კვლევის ფონდი, იგი უროლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების კვლევებისთვის, ფულს აგროვებდა. ბოლოს მაყურებელმა ეკრანზე 2001 წელს იხილა.

ალისონი ოთხჯერ იყო დაქორწინებული (სამ ქმარზე), ორი შვილი შეეძინა პირველ მეუღლესთან, დიკ პაუელთან. იგი გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით და ბრონქიტით 2006 წლის ივლისს, 88 წლის ასაკში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე ჯუნ ალისონი დაიბადა 1917 წლის 7 ოქტომბერს, ბრონქსში, ნიუ-იორკში, აშშ-ში. მისი დაბადების სახელია ელეანორ გიზმენი, ხოლო მისი მეტსახელი იყო ელა. იყო კლარას და რობერტ გიზმანის ქალიშვილი. ჰყავდა ძმა ჰენრი, რომელიც მასზე ორი წლით უფროსი იყო. მან ერთხელ თქვა, რომ იგი კათოლიკედ აღიზარდა. მისი ბებია და ბაბუა, ჰარი გიზმანი და ანა ჰეფნერი, გერმანელი ემიგრანტები იყვნენ, თუმცა ალისონი ამტკიცებდა, რომ მისი გვარი თავდაპირველად "ვან გეიზმანი" იყო და წარმოშობით ჰოლანდიელი იყო. [1] სტუდიის ბიოგრაფიებში იგი აღნიშნული იყო, როგორც იან ალისონი, დაბადებული ფრანგ-ინგლისელი მშობლებისგან. გარდაცვალებისთანავე, მისმა ქალიშვილმა თქვა, რომ ალისონი დაიბადა როგორც ელეონორა გიზმანი, ფრანგი დედისგან და ჰოლანდიელი მამისგან. [2]

1918 წლის აპრილში (როდესაც ალისონი ექვსი თვის იყო), მისმა ალკოჰოლიკმა მამამ, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა, მიატოვა ოჯახი. ალისონი სიღარიბეში აღიზარდა, ცხოვრობდა დედამისის მშობლებთან, მის ბებია-ბაბუასთან ერთად. [3] ფულის გამომუშავებისთვის დედამისი მუშაობდა ტელეფონის ოპერატორად და რესტორნის მოლარედ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ჯუნ ალისონი და დიკ პაუელი 1962 წელს

1945 წლის 19 აგვისტოს ალისონი დაქორწინდა დიკ პაუელზე, რამაც MGM სტუდიის ხელმძღვანელის ლუი მაიერსის აღშფოთება გამოიწვია. პაუელსს ჰყავდა ორი შვილი, პამელა ალისონ პაუელი [4] (იშვილეს 1948 წელს ტენესის ბავშვთა სახლის საზოგადოებიდან) და რიჩარდ პაუელ უმცროსი, დაბადებული 1950 წლის 24 დეკემბერს. [5]

როგორც ცნობილია, 1950-იანი წლების შუა პერიოდში ალისონს რომანი ამერიკელ მსახიობთან, ალან ლადთან ჰქონდა. [6]

1961 წელს ალისონს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია, მოგვიანებით კი ყელის ოპერაცია, რაც დროებით აისახა მის ხმაზე. [7]

ალისონი და დიკ პაუელი 1961 წელს დაშორდნენ, მიზეზი კი პაულის ერთგულება და სიყვარული გახდა საქმისადმი. 1961 წელს მას კომპენსაციის სახით $2,5 მილიონი დოლარი გადასცეს, ამასთან ერთად მიანიჭეს შვილების მეურვეობა. მოგვიანებით, ალისონი და პაუელი შერიგდნენ, ხელმეორედ იქორწინეს და ქორწინებაში დარჩნენ 1963 წლამდე, პაუელის გარდაცვალებამდე. მოგვიანებით ალისონმა დიკის გარდაცვალებაზე თქვა: ვიგრძენი რომ რეკვიზიტები არ მქონდა. მე ნამდვილად არ ვარ ისეთი ბრძენი რომ მარტო ცხოვრება შევძლო, ან ვიცოდე საით მივდივარ. ვიგრძენი შიში, მარტოობა, დანაშაული და სიბრაზე. მეშინოდა რომ ფეხებზე ვერ დავდგებოდი, მარტოობამ დიდი სიცარიელე მაგრძნობინა, მაშინ საშინელი დანაშაულის გრძნობა მქონდა. ყოველთვის ვწუწუნებდი რომ დიკი ძალიან ბევრს მუშაობდა და ჩემთვის დრო არ ჰქონდა. როდესაც ის წავიდა, მივხვდი რომ ის ჩვენი მომავლისთვის მუშაობდა, და მას ჩემი მობოდიშება არ მართებდა. მე ვბრაზობდი რადგან ღმერთმა რიჩარდი წამართვა, თუმცა მას მე უნდა წავეყვანე.

1976 წელს ალისონმა იქორწინა სტომატოლოგსა და მსახიობზე დევიდ ეშროუზე. წყვილი ზოგჯერ რეგიონალურ თეატრში ერთად გამოდიოდა და 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში სცენაზე ერთად ითამაშეს სპექტაკლში,ჩემი ქალიშვილი, შენი შვილი. [8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "June Allyson Discusses Her Career." CNN Larry King Live. Retrieved September 10, 2009.
  2. Luther, Claudia. "Obituaries: Film Sweetheart June Allyson Dies at 88." დაარქივებული 2013-05-24 საიტზე Wayback Machine. zap2it.com, Special to the Los Angeles Times, July 11, 2006. Retrieved March 14, 2010.
  3. Parish and Pitts 2003, p. 1.
  4. Smith, Stephen (July 16, 2007). „Actress June Allyson Dies at 88“. CBS News. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 16, 2018. ციტირების თარიღი: December 25, 2018.
  5. Allyson and Leighton 1982, pp. 30–31
  6. Christy, Marian (June 20, 1982). „CONVERSATIONS BY MARIAN CHRISTY; WOMAN BEHIND THE JUNE MYTH“. Boston Globe (FIRST ed.). p. 1.
  7. Parish and Pitts 2003, p. 5.
  8. "Biography: June Allyson." დაარქივებული 2021-10-10 საიტზე Wayback Machine. juneallyson.com. Retrieved October 17, 2010.