აბუ ტალიბ იბნ აბდ ალ-მუტალიბი
აბუ ტალიბ იბნ აბდ ალ-მუტალიბი (არაბ. أَبُو طَالِب بن عَبْد ٱلْمُطَّلِب ʾ; დ. 536 – გ. 619) — ჰაშიმანთა გვარის მეთაური, კურაიშელთა ტომისა. წინასწარმეტყველ მაჰმადის მამის, აბდულას ძმა. ალი იბნ აბუ ტალიბის მამა. იგი მექაში პატივსაცემ პირად იყო მიჩნეული[1] და აქტიურად იცავდა მაჰმადს. მაჰმადის ბაბუის, აბდ ალ მუტალიბის გარდაცვალების შემდგომ ის გახდა მისი მეურვე.
გადმოცემის მიხედვით ბავშვობაში მუჰამადი აბუ-ტალიბის თხებს და ცხვრებს მწყემსავდა. აბუ ტალიბი ვაჭრობით იყო დაკავებული თუმცა მატერიალურად მდიდარი არ იყო.
მას შემდეგ რაც მაჰმადმა ისლამის ქადაგება დაიწყო, მას აქტიურად დაუპირისპირდნენ სხვა კურაშელთა ტომის გვარები, მოუწოდებდნენ აბუ ტალიბს გაეჩუმებინა თავისი ძმისშვილი და ემუქრებოდნენ მას. კურაიშელებმა აბუ-ტალიბის მოქრთამვაც კი სცადეს მაჰმადის გადაცემის სანაცვლოდ, მაგრამ კიდევ ერთი უარის შემდგომ, კურაიშელთა სხვა ტომის გვარება ჰაშიმანთა გვარის წევრებთან ქორწინება აკრძალეს. [2]
მაჰმადის დაცვა აბი ტალიბისა და ჰაშიმანთა გვარისთვის დიდ წნეხს უკავშირდებოდა, უთხრა ბიძამ მაჰმადს: „გადაარჩინე ჩემი და შენი თავი და იმაზე დიდ ტვირთს ნუ დამატან, რაც მე არ შემიძლია“. მაჰმადმა უპასუხა „ალაჰსა ვფიცავ, მარჯვენაში მზე რომ მომცენ, მარცხენაში – მთვარე, და მითხრან, სამაგიეროდ უარი ვთქვა ამ დიდებულ საქმეზე, ვიდრე უფალი მას გამარჯვებით დააგვირგვინებდეს, ხოლო თუ მათ მოთხოვნას არ დავმორჩილდები, დაღუპვით დამემუქრონ, მე მაინც ჩემს საქმეზე ხელს არ ავიღებდი“. ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბიძამ მაჰმადს მფარველობა აღუთქვა. 619 წელს აბუ ტალიბ იბნ აბდ ალ-მუტალიბი გარდაიცვალა. [3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიკაძე, მერაბ: არაბთა ისტორია (V-XV საუკუნეები), 2008, თბილისის სახ. უნივერისტეტის გამომცემლობა
- გელოვანი ნანი, სანიკიძე გიორგი (2009): ისლამი: რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 14, 21 - ISBN 978-9941-13-102-8
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Armstrong, Karen (1992). Muhammad: A Biography of the Prophet. San Francisco: Harper Collins, გვ. 77.
- ↑ [Rubin, Uri (2013). Fleet, Kate; Krämer, Gudrun; Matringe, Denis; Nawas, John; Rowson, Everett (eds.). Encyclopaedia of Islam (3rd ed.). Brill Online. ISSN 1873-9830]
- ↑ [ტიკაძე, მერაბ: არაბთა ისტორია (V-XV საუკუნეები), 2008, თბილისის სახ. უნივერისტეტის გამომცემლობა, გვ. 29]