შინაარსზე გადასვლა

ადელის მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადელის მიწა
Terre Adélie
ადელის მიწა
დევიზი: „Liberté, égalité, fraternité“
„თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“
ჰიმნი: მარსელიეზა
მდებარეობა ადელის მიწის მდებარეობა ანტარქტიდაზე
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
ლიდერები
 -  პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
 -  ადმინისტრატორი სესილ პოცო დი ბორგო
 -  რაიონის მეთაური ფრანსუა გროსვალე
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია
 -  აღმოჩენა და საფრანგეთთან შეერთება 20 იანვარი, 1840 
 -  საფრანგეთის მადაგასკარიდან მართვა 1924 
ფართობი
 -  სულ 432 000 კმ2 
მოსახლეობა
 -  შეფასება დაახლ. 33 (ზამთარი)
< 80 (ზაფხული)
ვალუტა ევრო (EUR)
სასაათო სარტყელი (UTC+10)
სატელეფონო კოდი +262 262 00 2
ინტერნეტ-დომენი .tf

ადელის მიწა (ფრანგ. Terre Adélie) — აღმოსავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი. განლაგებულია უილქსის მიწასა და ჯორჯ V-ის მიწის სანაპიროებს (ა. გ. 136°11′ და 142°02′) შორის.

ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთი, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნისსამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ადმინისტრაციული ოლქია. ტერიტორიის საზღვრები გადის ანტარქტიდის სანაპიროზე წერტილებს შორის კოორდინატებით 66°12′ ს. გ. 136°11′ ა. გ. და 66°48′ ს. გ. 142°02′ ა. გ., ამ წერტილებიდან საზღვარი მიდის კონტინენტის სიღრმეში 2600 კმ-ზე თვით სამხრეთ პოლუსამდე. სანაპირო ხაზის საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 350 კმ-ს. ამ ტერიტორიას უკავია 432 ათას კმ²-ზე მეტი ფართობი, რომელიც თითქმის მთლიანად დაფარულია ყინულით.

სანაპირო 1837 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ზღვაოსანმა ჟიულ-სეზარ სებასტიენ დიუმონ-დიურვილმა და მან ამ ტერიტორიას (მიწას) თავისი მეუღლის პატივსაცემად უწოდა ადელი.

1956 წლის 12 იანვრიდან ტერიტორიაზე მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში მოქმედი მუდმივი ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი პოლარული სადგურიდიუმონ-დიურვილი, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდის სანაპიროზე კოორდინატებით 66°40′ ს. გ. 140°01′ ა. გ., მოსახლეობა ზამთარში შეადგენს 33 ადამიანს და ზაფხულში 78 ადამიანს. პირველივე ფრანგული სადგური პორტ-მარტინი დაარსდა 1950 წლის 9 აპრილს წერტილში კოორდინატებით 66°49′04″ ს. გ. 141°23′39″ ა. გ., მაგრამ გაანადგურა ხანძარმა 1952 წლის 23 იანვარ 24 იანვრის ღამეს. პორტ-მარტინის ზამთრის მოსახლეობა შეადგენდა 11 ადამიანს 1950 წელს და 17 ადამიანს 1951 წელს.

საფრანგეთს ასევე ჰქონდა კიდევ ერთი პოლარული ბაზა — შარკოს სადგური, რომელიც მდებარეობს კონტინენტის სიღრმეში ანტარქტიდის ყინულოვან ფარზე 2400 მეტრ სიმაღლეზე, 320 კმ-ში სადგურ დიუმონ-დიურვილიდან, კოორდინატებია 69°22′ ს. გ. 139°01′ ა. გ. სადგური გაიხსნა 1957 წელს საერთაშორისო გეოფიზიკური წლის წინ და იარსება 1960 წლამდე. სადგურის პერსონალი სულ შედგებოდა სამი ადამიანისგან. ბაზა უპირველეს ყოვლისა წარმოადგენდა თოვლში შეჭრილ სივრცეს, ძლიერი ქარისგან დასაცავად.

ადელის მიწა ორივე მხრიდან ესაზღვრება ავსტრალიის ანტარქტიდულ ტერიტორიას, კერძოდ კლარის სანაპიროს (უილკსის მიწის ნაწილი) დასავლეთით და გეორგ V-ის მიწას აღმოსავლეთით.