ანა ჯულია კუპერი
ანა ჯულია ჰეივუდ კუპერი (ინგლ.Anna Julia Haywood Cooper; დ. 10 აგვისტო, 1858, რალეი, ჩრდილოეთ კაროლინა — გ. 27 თებერვალი, 1964, ვაშინგტონი)[1] — ამერიკელი ავტორი, პედაგოგი, სოციოლოგი, სპიკერი და შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ აფროამერიკელებსა და ზოგადად ქალებს თანაბარი განათლების უფლება ჰქონოდათ.
ანა ჯულია კუპერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 აგვისტო, 1858, რალეი, ჩრდილოეთ კაროლინა |
დაბადების ადგილი | როლი[2] |
გარდაცვალების თარიღი | 27 თებერვალი, 1964, ვაშინგტონი |
გარდაცვალების ადგილი | ვაშინგტონი |
დასაფლავებულია | City Cemetery |
საქმიანობა | ისტორიკოსი[3] , მწერალი[4] [5] , პოლიტიკური თეორეტიკოსი, suffragist[6] , პედაგოგი[7] და სოციოლოგი |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[8] [9] [10] [11] [12] |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
ობერლინის კოლეჯი, 1884, ბაკალავრის ხარისხი ობერლინის კოლეჯი, 1887, მაგისტრის ხარისხი პარიზის უნივერსიტეტი, 1924, დოქტორის ხარისხი |
ალმა-მატერი | ობერლინის კოლეჯი[2] , St. Augustine's University[2] , კოლუმბიის უნივერსიტეტი და პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი[2] [13] |
მეუღლე | ჯორჯ ა. კუპერი (1877–1879) |
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა ჯ. კუპერი დაიბადა რალეიში, ჩრდილოეთ კაროლინაში, 1858 წელს. ის და დედამისი, ჰანა სტენლი ჰეივუდი, იმყოფებოდნენ მონობაში ჯორჯ ვაშინგტონ ჰეივუდის მიერ. კუპერი ჰეივუდის სახლში მოსამსახურედ მუშაობდა. მას ჰყავდა ორი უფროსი ძმა, ენდრიუ ჯ. ჰეივუდი, რომელიც მოგვიანებით ესპანეთ-ამერიკის ომში მსახურობდა და რუფუს ჰეივუდი, რომელიც გახდა მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი.[14]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წელს, როდესაც ანა კუპერი ცხრა წლის იყო, მან მიიღო სტიპენდია და სწავლა დაიწყო წმინდა ავგუსტინის სკოლაში და რალეის კოლეგიურ ინსტიტუტში. წმინდა ავგუსტინეში ყოფნის 14 წლის განმავლობაში, იგი გამოირჩეოდა ინტელექტუალურობითა და ამბიციურობით. სწავლობდა მათემატიკას, მეცნიერებას, ლათინურს, ფრანგულს, ბერძნულს და ინგლისურ ლიტერატურას. 1877 წელს ანამ იქორწინა ჯორჯ კუპერზე, რომელიც ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა[15].
კუპერის მაღალმა აკადემიურმა მოსწრებამ, მას საშუალება მისცა ემუშავა მცირეწლოვანი ბავშვების დამრიგებლად, რაც სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარა. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი იმავე დაწესებულებაში დარჩა ინსტრუქტორად. 1883-1884 წლებში, ის ასწავლიდა კლასიკას, თანამედროვე ისტორიას, ინგლისურს და ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას. შეიძლება ითქვას, რომ მისის ქმრის ნაადრევმა გარდაცვალებამ, მას ხელი შეუწყო, რომ მასწავლებლად მუშაობა გაეგრძელებინა. 1884 წელს ობერლინის კოლეჯში მიიღო მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1887 წელს მაგისტრის. ანა კუპერი და მერი ჩერჩ ტერელი, პირველი ფერადკანიანი ქალები იყვნენ, რომლებმაც მოიპოვეს მაგისტრის ხარისხი.[16] სწავლის დამთავრების შემდეგ, ანა მუშაობდა ვილბერფორსის უნივერსიტეტსა და სენტ ავგუსტინესში. შემდეგ ასწავლიდა ვაშინგტონის საშუალო სკოლაში. 1890-იან წლებში კუპერი ჩართული იყო ქალთა კლუბის მოძრაობაში, რომლის წევრები ძირითადად განათლებული საშუალო კლასის ქალები იყვნენ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი მოვალეობა იყო დახმარებოდნენ ნაკლებად იღბლიან აფროამერიკელებს. ამ პერიოდში კუპერი გახდა პოპულარული საზოგადო სპიკერი.
1911 წელს კუპერმა დაიწყო დოქტორანტურაზე სწავლა, თუმცა 1915 წელს იძულებული გახდა სწავლა დროებით შეეწყვიტა, რათა გარდაცვლილი ძმის შვილიშვილები აღეზარდა. 1924 წელს იგი დაბრუნდა სკოლაში და უკვე 1925 წელს, 67 წლის ასაკში, მან მიიღო დოქტორის ხარისხი პარიზის უნივერსიტეტში, სადაც დაწერა დისერტაცია მონობის შესახებ. კუპერი გახდა მეოთხე აფროამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.[17]
ხმა სამხრეთიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო სკოლაში მასწავლებლად და დირექტორად მუშაობის პერიოდში, კუპერმა დაასრულა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით "ხმა სამხრეთიდან: სამხრეთელი ფერადკანიანი ქალის მიერ", რომელიც 1892 წელს გამოიცა. წიგნში ავტორი საუბრობს მოქალაქეებისა და ქალების უფლებებზე.[18]მისი მთავარი სათქმელი იყო, რომ ფერადკანიანი ქალების საგანმანათლებლო, მორალური და სულიერი პროგრესი, გააუმჯობესებს მთელი აფრო-ამერიკული საზოგადოების მდგომარეობას. წიგნი აგრეთვე ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა რასიზმი, სქესი, ფერადკანიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. წიგნმა ეროვნული ყურადღება მიიპყრო და კუპერმა ამერიკის მასშტაბით დაიწყო ლექციების კითხვა განათლებაზე, სამოქალაქო უფლებებზე და ა.შ.
შემდეგი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1900 წელს კუპერმა პირველად იმოგზაურა ევროპაში. მონაწილეობა მიიღო, ლონდონში გამართულ პირველ პან-აფრიკულ კონფერენციაში, ეწვია შოტლანდიასა და ინგლისს, რის შემდეგაც მსოფლიო გამოფენაზე დასასწრებად გაემგზავრა პარიზში. ერთი კვირის შემდეგ იგი გაემგზავრა ობერამჰამერუში, იქიდან მიუნხენში და გერმანიის სხვა ქალაქებში, შემდეგ კი იტალიის ქალაქებში, რომში, ნეაპოლში, ვენეციაში, პომპეიში, ვეზუვიუს მთაზე და ფლორენციაში.[19] კუპერმა ასევე დააარსა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობდა ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დაცვას. 1892 წელს იგი დაეხმარა ფერადკანიან ქალებს ლიგის დაარსებაში და 1900 წელს იგი შეუერთდა პან-აფრიკული კონფერენციის აღმასრულებელ კომიტეტს .[17]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წლის 27 თებერვალს კუპერი ძილში გარდაიცვალა ვაშინგტონში, 105 წლის ასაკში. მისი მემორიალი ჩატარდა წმინდა ავგუსტინის კოლეჯის კამპუსის სამლოცველოში, სადაც დაიწყო მისი აკადემიური კარიერა. იგი დაკრძალეს რალეში, ქალაქის სასაფლაოზე, ქმრის გვერდით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://blackhistory.news.columbia.edu/people/anna-julia-cooper
- https://www.britannica.com/biography/Anna-Julia-Cooper
- https://www.nps.gov/people/dr-anna-julia-cooper-1859-1964.htm
- https://en.wikipedia.org/wiki/Anna_J._Cooper
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wallach, Jennifer. 2015. Anna Julia Cooper. Britanicca . https://www.britannica.com/biography/Anna-Julia-Cooper
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 234.
- ↑ Hubbard L. Anna Julia Cooper and Africana Womanism: Some Early Conceptual Contributions // Black Women, Gender and Families — UIP, 2010. — Vol. 4, Iss. 2. — P. 31–53. — ISSN 1935-2743; 1944-6462 — doi:10.5406/BLACWOMEGENDFAMI.4.2.0031
- ↑ W. Fitzhugh Brundage Meta Warrick's 1907 “Negro Tableaux” and (Re)Presenting African American Historical Memory // J. Am. Hist. — OAH, OUP, 2003. — Vol. 89, Iss. 4. — P. 1368–1400. — ISSN 0021-8723; 1936-0967; 1945-2314 — doi:10.2307/3092547
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ The Black Woman Suffragists Collection — Alexander Street Press.
- ↑ Ramsay J. G. Biographical Dictionary of Modern American Educators — 1997. — ISBN 978-0-313-29133-3
- ↑ https://documents.alexanderstreet.com/c/1007600702
- ↑ Page Y. W. Encyclopedia of African American Women Writers — Westport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
- ↑ Smith J. C. Notable Black American Women
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ Scruggs L. A. Women of Distinction: Remarkable in Works and Invincible in Character — Raleigh: Lawson A. Scruggs, 1893.
- ↑ Agence bibliographique de l'enseignement supérieur (France) Système universitaire de documentation — Montpellier: ABES, 2001.
- ↑ Hutchison (1981). A Voice from the South. pp. 26–27.
- ↑ Giles, Mark S. (Fall 2006). "Special Focus: Dr. Anna Julia Cooper, 1858–1964: Teacher, Scholar, and Timeless Womanist". The Journal of Negro Education. 75 (4): 621–634.
- ↑ Evans, Stephanie Y. (2008). Black Women in the Ivory Tower, 1850–1954: An Intellectual History. University Press of Florida. ISBN 978-0-8130-4520-7.
- ↑ 17.0 17.1 https://blackhistory.news.columbia.edu/ COLUMBIA UNIVERSITY IN THE CITY OF NEW YORK: Anna Julia Cooper
- ↑ Washington, Mary Helen (1988). A Voice from the South: Introduction. New York: Oxford University Press. pp. xxvii–liv.
- ↑ Dyson, Zita E. (2017) [c. 1931]. "Mrs. Anna J. Cooper"