შინაარსზე გადასვლა

ახალი სკოლა (ნიუ-იორკი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი სკოლა (New School) — უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში, გრინვიჩ-ვილიჯი, ქვემო მანჰეტენი.

უნივერსიტეტში სწავლობს დაახ. 9.300 სტუდენტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. მთავარ დისციპლინათა შორისაა სოციალური მეცნიერებები, ლიბერალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, არქიტექტურა, ნატიფი ხელოვნება, დიზაინი, მუსიკა, დრამატურგია, ფინანსები, ფსიქოლოგია და საზოგადოებრივი პოლიტიკა. სკოლა განთქმულია მისი ავანგარგული სწავლების მეთოდითა და საერთაშორისო კვლევის ცენტრით - World Policy Institute.

1919 წელს დაარსებიდან ახალი სკოლა ცნობილი იყო, როგორც "სოციალური კვლევის ახალი სკოლა". 1997-2005 წლებში მას ერქვა New School University. უნივერსიტეტი და მისი ყველა ფაკულტეტი 2005 წლიდან მისი ამჟამინდელი სახელით არის ცნობილი.

სამაგისტრო განყოფილება ახალ სკოლაში დაიწყო 1933 წელს როგორც "ლტოლვილი უნივერსიტეტი", ევროპიდან გამოქცეული მეცნიერებისა და მასწავლებლების გადასარჩენად. 1934 წელს ნიუ-იორკის რეგენტთა საბჭომ მას ქარტია მიანიჭა და მისი სახელი შეიცვალა "პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო ფაკულტეტით" — სახელი, რომელიც მან 2005 წლამდე შეინარჩუნა. პარსონის დიზაინის ფაკულტეტი ახალ სკოლაში უნივერსიტეტის ყველაზე კონკურენტული სამხატვრო სკოლაა.