ბალტები
იერსახე
ბალტები — თანამედროვე ბალტიის ქვეყნების (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა), ბელარუსის, პოლონეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდოევროპული წარმოშობის ხალხების საერთო სახელწოდება. ეთნონიმი ბალტი ნეოლოგიზმია და უკავშირდება ბალტიის ზღვას.
პირველად მოიხსენიებიან რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ნაშრომში „გერმანელთა წარმოშობისა და განსახლების შესახებ“ (98 წელი), სადაც მათ ესტები ეწოდებათ. გარდა ამისა, ჰეროდოტე მოიხსენიებს ბუდინებს, რომლებიც ცხოვრობენ დონის ზემოთში, ვოლგასა და დნეპრს შორის. მოგვიანებით ესტების ტომები სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებიან ოსტგოთ ისტორიკოს კასიოდორუსთან (523 წ.), გუთ ისტორიკოს იორდანისთან (552 წ.), ანგლოსაქს მოგზაურ ვულფსტანთან (900 წ.) და ჩრდილო გერმანელ ქრონისტ, მთავარეპისკოპოს ადამ ბრემენელთან (1075 წ.).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gimbutas, Marija (1963). The Balts. London, New York: Thames & Hudson, Gabriella. ციტირების თარიღი: 2008-09-06. დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine. E-book of the original.
- Baranauskas, Tomas. (2003)Forum of Lithuanian History. Historija.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-06. ციტირების თარიღი: 2008-09-06.
- Sabaliauskas, Algirdas. (1998)We, the Balts. Postilla 400. Samogitian Cultural Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-02. ციტირების თარიღი: 2008-09-05.
- Straižys, Vytautas; Libertas Klimka. (1997)The Cosmology of ancient Balts. www.astro.lt. ციტირების თარიღი: 2008-09-05.