შინაარსზე გადასვლა

ბევერლი კრაშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბევერლი კრაშერი
რასა ადამიანი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი 2324[1]
დაბადების ადგილი მთვარე
საქმიანობა

USS Enterprise-D

USS Enterprise-E
თანამდებობა მთავარი ექიმი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი უესლი კრაშერი (შვილი)
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება

ვარსკვლავური გზა: შურისგება
მსახიობი გეიტს მაკფედენი
IMDB IMDb პროფილი

ბევერლი კრაშერი (ინგლ. Beverly Crusher) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს შემდეგ თაობასა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება).

ჯეკ კრაშერი

ბევერლი კრაშერი დაიბადა 2324 წლის 13 ოქტომბერს მთვარეზე. მშობლების დაღუპვის შემდეგ იგი ცხოვრობდა ბებიასთან, ფელისა გოვარდთან არვადა III_ზე. მისი ბებია იყო მკურნალი. როცა ბუნებრივი კატასტროფის გამო მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია იგი სხვადასხვა მცენარეული წამლებით ეხმარებოდა დაზარალებულებს. ყოველივე ამან გადააწყვეტინა ბევერლის გამხდარიყო ექიმი. არვადა III_დან ევაკუაციის შემდეგ ბევერლი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა ქალდოს II_ზე.

2342-2350 წლებში ბევერლი სწავლობდა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში. მან დაამთავრა სამედიცინო სკოლა. სწავლის დროს მან გაიცნო ჯეკ კრაშერი, 2348 წელს ისინი დაქორწინდნენ. 23 509 წელს ბევერლიმ დაიწყო სტაჟირება დოქტორ დალენ ქვაისთან. ერთი წლის შემდეგ დაიბადა მათი შვილი, უესლი. უესლი 5 წლის იყო როცა ჯეკი დაიღუპა. ბევერლი და ჟან-ლუკ პიკარი იცნობდნენ ერთმანეთს ჯერ კიდევ ჯეკის სიცოცხლეში, ჯეკი და პიკარი მეგობრობდნენ. ჯეკის დაღუპვის შემდეგ მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ სანამ ენტერპრაიზზე არ შეხვდნენ ერთმანეთს.

ბევერლი კრაშერი შვილთან, უესლისთან ერთად

2364 წელს ბევერლი კრაშერი დაინიშნა მთავარ ექიმად ხომალდზე ენტერპრაიზ D ([[ვარსკვლავური თარიღი: 41154). 2365 წელს ბევერლი გადაიყვანეს სხვა სამიშაოზე. ენტერპრაიზზე მის მაგივრად დაინიშნა კათრინ პულასკი, თუმცა შემდეგ წელს ბევერლი კრაშერი კვლავ დაბრუნდა ხომალდზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]