ბეით-ლაჰმი
ბეით-ლაჰმი (ქართ. ტრადიციით ბეთლემი, არაბ. بيت لحم, ებრ. בית לחם ), ქალაქი პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე, 20 ათასი მცხოვრებით. ესაზღვრება ჩრდილოეთით იერუსალიმს. თავდაპირველად ქანაანელთა, მოგვიანებით კი იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში. დაარსებული უნდა იყოს დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში. პირველად მოხსენიებულია თელ-ელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ. წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. განსხვავებით ჩრდილოეთ პალესტინის ამავე სახელწოდების ქალაქისაგან ზოგჯერ იუდეველთა ბეთლემს უწოდებდნენ. იგი ადონისის კულტის ადგილი იყო. ბიბლიის მიხედვით ბეით-ლაჰმი მეფე დავითის სამშობლოა.
სახარებაში იესო ქრისტეს დაბადების ადგილია. სხვა მითური ვერსიით იესო ქრისტეს მშობლები ნაზარეთში (ჩრდილოეთი პალესტინა) ცხოვრობდნენ, ლუკას სახარებაში არის ლეგენდარული ცნობა იოსებისა და მარიამის ნაზარეთიდან ბეთლეჰემში გამგზავრების შესახებ. თანამედროვე ბეით-ლაჰმის მახლობლად შემორჩენილია ბიბლიაში მოხსენიებული ე. წ. „დავითის ჭა“ — მთაში ნაკვეთი ქვაბული (ლაკვანი) წვიმის წყლის შესაგროვებლად.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურიზმი ბეთლემის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა.ქალაქში შობას მასიურად ჩადიან მიმლოცველი ქრისტიანები, ბეთლემში 30-ათზე მეტი სასტუმროა. ჯასირ პალასი აშენდა 1910 წელს, რომელიც ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასტუმროა. 2000 წელს იგი დაიხურა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დროს, მაგრამ 2005 წელს კვლავ განახლდა.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეთლემში მრავალ-წლიანი ისტორია აქვს ქსოვას, ქარგვას, და ფერადი ლითონების დამუშავებას, სამეფო სამოსელი აუცილებლად აბრეშუმისან უნდა შეკერილიყო, ხოლო ჩვეულებრივ მოსასხამზე ბამბას ან ხავერს იყენებდნენ. ბეთლემში დამზადებულ სამოსელს დიდი გასავალი ჰქონდა ოსმალეთის იმპერიაში. ასევე დიდი ისტორია აქვს სამკაულების დამზადებას, ხშირად შევხვდებით ეკლესის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ მაღაზიებს, სადაც მომლოცველები ყიდულობენ სამკაულებს ქრისტეს, ჯვრის, ეკლესის გამოსახულებით.
ბეთლემში ედვარდ საიდის მუსიკალური კონსერვატორიაში სწავლობს 500 სტუდენტი, სადაც ასწავლიან პალესტინის ფოლკლურულ მუსიკას. 1991 წელს დაარსდა პალესტინის მემკვიდრეობის ცენტრი, რომლის მიზანია შეინარჩუნოს ისტორიული ნაქარგები, და ხელი შეუწყოს ამ დარგის განვითარებას. ასევე არის კულტურული ცენტრი ქალაქის ცენტრში, რომელის მთავარი მიზანია გიდების მომზადება ტურისტებისთვის და ქალაქის ისტორის შესწავლა მსურველთათვის.
ბეთლემში ფუნქციონირებს ოთხი მუზეუმი. შობის მუზეუმი 1972 დაარსდა, მუზეუმის აშენებაში დიდი წვრილი შეიტანა, გაერთიანებული ერების, განათლების, და მეცნიერებისა კულტურიულმა ორგანიზაციამ. მუზეუმში არის 31 დეკემბერის ამსახველი სურეთები და ხშირად ტარდება ლექციები ქრისტეს შობასთან დაკავშირებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://web.archive.org/web/20060321000427/http://www.bethlehem2000.org/main.html
- http://www.bethlehem-city.org/
- https://web.archive.org/web/20071008005239/http://www.peacenter.org/
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 2, გვ. 270, თბ., 1977