ბოლოკა
იერსახე
ბოლოკა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rapistrum | ||||||||||||
|
ბოლოკა (ლათ. Rapistrum) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. აქვს 60-100 სმ სიმაღლის დატოტვილი ღერო.
ევროპასა და აზიაში 3 სახეობაა ცნობილი. საქართველოში გვხვდება ლათ. Rapistrum rugosum. ბოლოკა იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე. სარეველად გვხვდება ზეთოვანი კულტურების, ფეტვისა და პურეულის ნათესებში. შეიცავს გლუკოზიდებს. ბრძოლის ღონისძიებანი: სათესლე მასალის გაწმენდა, შავი ანეული, ნაწვერალის აოშვა, თესლის იძულებითი გაღივება და შემდეგ ღრმა ხვნა, მარგვლა და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 455.