შინაარსზე გადასვლა

ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურათი შედგენილია შემდეგი ტომების ხალხების ფოტოებით: ასურინი, ტაპირაჟე, კაიაპო, კაპირაპე, რიკბაკტე, ბორორო.
საერთო მოსახლეობა
დაახ. 519 000 ბრაზილიის მოსახლეობის 0.4%[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ტრადიციული ენები პორტუგალიური
რელიგიები 61.1% კათოლიკე, 19.5% პროტესტანტი, 11% არა რელიგიური, 5% სხვა სარწმუნოება [2]

ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობა (პორტ. povos indígenas no Brasil) შედგება უამრავი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფისგან, რომლებიც ევროპელების შემოჭრამდე სახლობდნენ დღევანდელი ბრაზილიის ტერიტორიაზე. ქრისტეფორე კოლუმბისგან განსხვავებით, რომელიც ფიქრობდა რომ აღმოსავლეთ ინდოეთს მიადგა, ვასკო და გამას ინდოეთი უკვე გავლილი ჰქონდა როდესაც ბრაზილიას მიადგა.

სიტყვა „índios“ (ინდიელები), შემოიღეს ახალი სამყაროს ხალხების აღსანიშნავად, დღისთვის ისევ გამოიყენება პორტუგალიურ ენაში, მაშინ როდესაც ინდოეთის მოსახლეობას ეძახიან „indianos“ (ინდოელები).

ევროპული აღმოჩენების პერიოდში, ზოგიერთი აბორიგენი ტომები მომთაბარე ცხოვრების წესს ეწეოდნენ, რომელთა ძირითადი საარსებო წყარო ნადირობა, თევზაობა, შემგროვებლობა და სოფლის მეურნეობა იყო. უმეტესობა არსებული ტომებიდან (დაახ. 2000) XVI საუკუნეში ევროპელების კოლონიზაციის შედეგად განადგურდნენ და ბევრმა განიცადა ასიმილაცია ბრაზილის მოსახლეობაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. [1] ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტი
  2. (პორტუგალიური) რელიგიური პანორამა. Fundação Getúlio Vargas, 2003.