შინაარსზე გადასვლა

გატუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გატუნი
კოორდინატები: 9°11′ ჩ. გ. 79°53′ დ. გ. / 9.183° ჩ. გ. 79.883° დ. გ. / 9.183; -79.883
მდებარეობა პანამის დროშა პანამა
სიმაღლე ზღვის დონიდან 26 
ფართობი 425 კმ²
გატუნი — პანამა
გატუნი

გატუნი (ესპ. Lago Gatún) — ხელოვნური წარმოშობის ტბა პანამაში. მდებარეობს პანამის ყელზე, ზღვის დონიდან 26 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს პანამის არხის სისტემის ნაწილს. ზედაპირის ფართობი 425 კმ². შეიქმნა 1907-1913 წლებში გატუნის კაშხლის აშენების შედეგად, მდინარე ჩაგრესის ხეობაში. შექმნისთანავე გატუნი იქცა მსოფლიოს უდიდეს ხელოვნურ ტბად. ბევრია კუნძული, რომელთაგან აღსანიშნავია ბარო-კოლორადო, სადაც მდებარეობს სმითსონის ტროპიკული კვლევითი ინსტიტუტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]