ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2000: ფინალი — ევრო 2000-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 2 ივლისს როტერდამში. იტალია დაწინაურდა მარკო დელვეკიოს გოლით 55-ე წუთზე. საფრანგეთმა გათანაბრება შეძლო მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სილვაინ ვილტორის გოლით. დამატებითი დროის პირველივე ტაიმში საფრანგეთმა შეძლო გამარჯვების გოლის გატანა. შეცვლაზე შესული რობერ პირესის პასით ოქროს გოლი გაიტანა დავიდ ტრეზეგემ 103-ე წუთზე. საფრანგეთისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე ტიტული მუნდიალი 1998-ის შემდეგ.