შინაარსზე გადასვლა

ეთელ ბერიმორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთელ ბერიმორი

ბერიმორი 1940 წელს
დაბადების სახელი ეთელ მეი ბერიმორი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1879
ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 18 ივნისი, 1959 (79 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1895–1957
მეუღლე(ები) რასელ გრისვოლდ კოლტი (1909-1923)
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: მორის ბერიმორი
დედა: ჯორჯიანა დრიუ
ხელმოწერა

ეთელ ბერიმორი (ინგლ. Ethel Barrymore; დ. 15 აგვისტო, 1879 - გ. 18 ივნისი, 1959) — ამერიკელი მსახიობი და ბერიმორის მსახიობთა ოჯახის წევრი.[1][2] მისი სამსახიობო კარიერა მთლიანობაში 6 ათეულ დეკადაზე მეტხანს გაგრძელდა და მიჩნეული იყო „ამერიკული თეატრის პირველ ლედად“.

ბერიმორი დაიბადა ფილადელფიაში, 1879 წლის 15 აგვისტოს, მსახიობების მორის ბერიმორის (რომლის ნამდვილი სახელი იყო ჰერბერტ ბლაიტი) და ჯორჯიანა დრიუს ოჯახში.[3]

იყო მსახიობების ჯონ და ლაიონელ ბერიმორის და, მსახიობ ჯონ დრიუ ბერიმორის დეიდა და მსახიობ დრიუ ბერიმორის ბებია. ასევე იყო მსახიობისა და თეატრის მენეჯერის ლუიზა ლეინ დრიუს და ბროდვეის მსახიობის, ჯონ დრიუ უმცროსისა და სიდნი დრიუს შვილიშვილი.

მან ბავშვობა ფილადელფიაში გაატარა, სწავლობდა რომის კათოლიკურ სკოლებში.

ბერიმორი, 1896

1884 წელს ბერიმორის ოჯახის წევრები ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მამამისმა, მორისმა დეიდისგან მემკვიდრეობით მიიღო მნიშვნელოვანი თანხა და გადაწყვიტა ეთამაშა ლონდონის Haymarket Theatre-ის რამდენიმე სპეკტაკლში.[4] ეთელი იხსენებს, რომ შეშინებული იყო ოსკარ უაილდთან პირველად შეხვედრისას, რის გამოც მშობლებმა მოგვიანებით უსაყვედურეს. 1886 წელს შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, მამამისმა წაიყვანა ბეისბოლის პირველ თამაშზე. ეთელს ძლიერ შეუყვარდა ბეისბოლი, ხოლო მას საკონცერტო პიანისტობა სურდა.[5]

1893 წლის ზაფხულში ბერიმორი ტუბერკულოზით დაავადებულ დედამისთან ერთად სამკურნალო შვებულებაში იმყოფებოდა სანტა-ბარბარაში, კალიფორნიაში. დედამისის გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა 1893 წლის ივლისში, მისი 37-ე დაბადების დღემდე 1 კვირით ადრე. სწორედ აქ დამთავრდა ეთელის ბავშვობა, თინეიჯერობის ასაკში მუშაობის დაწყება მოუხდა და ვერც სკოლის დამთავრება შეძლო. ბერიმორი ბროდვეის თეატრში პირველად 1895 წელს გამოჩნდა, სპექტაკლში სახელწოდებით უგუნური ახალგაზრდა წყვილი. სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდნენ მისი ბიძა ჯონ დრიუ და მოდ ადამსი. ეთელი დრიუსთან და ადამსთან ერთად 1896 წელს როზმარიში გამოჩნდა.[6]

1897 წელს ეთელი უილიამ ჟილეტთან ერთად გაემგზავრა ლონდონში, რათა ეთამაშა მისის კიტრიჯი საიდუმლო სამსახურში. შტატებში დაბრუნებას აპირებდა, როდესაც ჰენრი ირვინგმა და ელენ ტერიმ შესთავაზეს ანეტის როლი ზარებში. მრავალი მამაკაცი დარჩენილა ეთელისგან ნაწყენი. განსაკუთრებით აღსანიშნავია უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც მას ცოლობა სთხოვა, თუმცა ეთელს პოლიტიკოსის ცოლობა არ სურდა და უარი უთხრა. უინსტონი წლების შემდეგ დაქორწინდა კლემენტინ ჰოზიერზე, მომხიბვლელ ლამაზმანზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ეთელს, ხოლო უინსტონი და ეთელი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ.

ლონდონში გატარებული სეზონის შემდეგ, ეთელი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. ჩარლზ ფროჰმანმა ჯერ კეტრინში ათამაშა, შემდეგ კი სტელა დე გრექსის როლი მისცა მის აღმატებულება გუბერნატორში. ამის შემდეგ, ფროჰმანმა ის როლი ათამაშა, რომელიც ეთელს დიდ წარმატებას მოუტანდა და ვარსკვლავს გახდიდა, მან მადამ ტრენტონი ითამაშა სპეკტაკლში,[7] ცხენის საზღვაო ქვეითთა კაპიტანი ჯინკსი, რომელიც დაიდგა 1901 წლის 4 თებერვალს ლონდონში, „გარრიკის თეატრში“.

მან განასახიერა ნორა იბსენი თოჯინების სახლში (1905) და ჯულიეტა შექსპირის რომეო და ჯულიეტაში (1922).

1926 წელს მან მიაღწია ერთ-ერთ უდიდეს წარმატებას და ითამაშა უილიამ სომერსეტ მოემის კომედიაში, „მუდმივი ცოლი“. მოგვიანებით, ითამაშა ფილმში რასპუტინი და იმპერატრიცა (1932), სადაც განასახიერა მეფე ნიკოლოზზე დაქორწინებული ცარინა. 1934 წლის ივლისში ითამაშა სპექტაკლში ლორა გარნეტი.

ბერიმორი ბეისბოლისა და კრივის ფანი იყო. კრივისადმი მისი აღფრთოვანება დასრულდა, როდესაც იგი 1919 წლის 4 ივლისს დემპსი/უილარდის ბრძოლას შეესწრო, რომელშიც დემპსიმ უილარდს ყბა დაუზიანა და რამდენიმე კბილი მოსტეხა. ეთელმა პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაესწრებოდა სხვა კრივის მატჩებს, თუმცა მოგვიანებით კრივს ტელევიზორში უყურებდა.

1928 წელს შუბერტებმა გახსნეს ეტელ ბერიმორის თეატრი, რომელიც ამ სახელწოდებით მუშაობს დღემდე.

ბერიმორი მეუღლესთან, რასელ გრისვოლდ კოლტთან და მათ შვილებთან ერთად, 1914 წელს
ბერიმორის პორტრეტი, 1937

უინსტონ ჩერჩილი ბერიმორის ინგლისელ მეგობრებს შორის ერთ-ერთი მათგანი იყო. მან ბერიმორს ხელი 1900 წელს სთხოვა;[8] ეთელი ასეთ რამეს არ ახსენებს თავის ავტობიოგრაფიაში, თუმცა მას 1899 წელს ბლენჰაიმის სასახლის გაზონზე გადაღებული ფოტო აქვს, უინსტონ ჩერჩილთან ერთად. 19 წლის ასაკში ინგლისში გასტროლებისას ამბობდნენ, რომ იგი დაინიშნა მანჩესტერის ჰერცოგთან, მსახიობ ჟერალდ დიუ მაურიესთან, მწერალ რიჩარდ ჰარდინგ დევისთან და ჩერჩილთან.[9]

ეთელ ბერიმორი დაქორწინდა რასელ გრისვოლდ კოლტზე (1882–1960) 1909 წლის 14 მარტს. ბერიმორის ავტობიოგრაფიის მიხედვით, წყვილმა ერთმანეთი ნიუ-იორკში, რესტორანში ვახშმობისას გაიცნეს.[10] 1911 წლის New York Times-ის სტატიაში კი, კოლტმა აღნიშნა, რომ ერთმანეთი ეთელის ძმის, ჯონ ბერიმორის წყალობით გაიცნეს და მაშინ კოლტი იელის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.[11]

წყვილს სამი შვილი ეყოლა: სამუელ სემი კოლტი (1909–1986), ჰოლივუდის აგენტი და მსახიობი; მსახიობ-მომღერალი ეთელ ბერიმორ კოლტი (1912–1977), რომელიც გამოჩნდა ბროდვეიზე სტივენ სონჰეიმის სისულელეებში; და მსახიობი ჯონ დრიუ კოლტი (1913–1975).

ეთელ ბერიმორი გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით 1959 წლის 18 ივნისს, ჰოლივუდში, საკუთარ სახლში. მას რამდენიმე წლის განმავლობაში გულის დაავადება ჰქონდა. დაკრძალეს გოლგოთის სასაფლაოზე. ნიუ-იორკში არსებობს ეთელ ბერიმორის თეატრი, რომელიც მის პატივსაცემად დაარქვეს.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Obituary Variety, June 24, 1959.
  2. Theatre | Alexander Street, a ProQuest Company.
  3. Famous Actors and Actresses On The American Stage Vol.1 A-J by William C. Young c. 1975 (Ethel Barrymore entry pages56-60)
  4. House of Barrymore, The by Margot Peters c.1990] Retrieved April 6, 2016
  5. Memories, Barrymore, Ethel c.1955] Retrieved April 6, 2016
  6. "Ethel Barrymore|", Internet Broadway Database, January 20, 2016
  7. Hardcover Captain Jinks of the Horse Marines with a likeness of Ethel Barrymore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2022-02-14.
  8. Wenden, D.J. (1993). „Churchill, Radio, and Cinema“, Churchill. Oxford: Clarendon Press, გვ. 236. ISBN 0-19-820626-7. 
  9. Great Stars of the American Stage by Daniel Blum c.1952 Profile #56
  10. Memories: An Autobiography by Ethel Barrymore. (Harper and Brothers, 1955, page 162.)
  11. "Ethel Barrymore to Sue for Divorce". The New York Times. July 8, 1911.
  12. "Ethel Barrymore Is Dead at 79; One of Stage's 'Royal Familyთარგი:'". The New York Times, June 19, 1959.