ვასილი ლეონტიევი
ვასილი ლეონტიევი (რუს. Василий Леонтьев; დ. 5 აგვისტო, 1906, მიუნხენი — გ. 5 თებერვალი, 1999, ნიუ-იორკი) — რუსული წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი. დანახარჯები-გამოშვების მოდელის ავტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1973) „დანახარჯები-გამოშვების მოდელის განვითარებისა და მისი ეკონომიკაში მიღებისთვის“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეონტიევი დაიბადა მიუნხენში, თუმცა იზრდებოდა პეტროგრადში, ეკონომიკის პროფესორ ვასილი ლეონტიევისა და მისი მეუღლის, ზლატა ბენციონოვნა ბეკერის ოჯახში.[6] ვასილის დედამ გადაწყვიტა შვილი სასწავლებლად გინმაზიაში არ შეეყვანა და თვითონ დაკავებულიყო მისი აღზრდა-განათლებით. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა უცხო ენების შესწავლას — 15 წლის ვასილი თავისუფლად ფლობდა ძირითად ევროპულ ენებს. სხვა საგნებში მას ასწავლიდნენ სტუდენტი-რეპეტიტორები. 13 წლის ასაკში ჩაირიცხა და ორი წლის შემდეგ დაასრულა შრომითი სკოლა, რის შემდეგაც მას უნივერსიტეტში მოხვედრის უფლება მიეცა. მაგრამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა არც თუ ისე სწრაფად დაეთანხმა 15 წლის ბიჭის უნივერსიტეტში ჩარიცხვას. 1925 წელს დაასრულა სწავლება ლენინგრადის უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის მიმართულებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ამერიკული ეკონომიკის სტრუქტურა“ (The Structure of American Economy, 1941);
- „დანახარჯები-გამოშვების ეკონომიკა“ (Input — output economics, 1966);
- „ესეები ეკონომიკაში: თეორიები და მსჯელობები“ (Essays in Economics: Theories and Theorizing, 1966);
- „მსოფლიო ეკონომიკის მომავალი“ (The Future of the World Economy, 1977, ენ კარტერისა და პ.პეტრის თანაავტორობით)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Guggenheim Fellows database
- ↑ 2.0 2.1 NNDB — 2002.
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ (unspecified title) — doi:10.1016/0022-0531(75)90059-9
- ↑ Василий Леонтьев-старший происходил из петербургского старообрядческого купеческого рода. Злата (Евгения) Бенционовна Бекер родилась в семье состоятельного одесского торговца Бенцион-Анчл Бекера.
|