ვიქტორ იუშჩენკო
იერსახე
ვიქტორ ანდრეის ძე იუშჩენკო (იუშენკო) (უკრ. Віктор Андрійович Ющенко; დ. 23 თებერვალი, 1954) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პრეზიდენტი 2005–2010 წლებში. უკრაინის პოლიტიკური კოალიციის „ნაშა უკრაინას“ ლიდერი, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი იყო 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 26 დეკემბერს გამართულ არჩევნების მეორ ტურში იუშჩენკო გამარჯვებულად გამოაცხადა ხმების 52%-ით 44%-ის წინააღმდეგ (გაუსწრო რა ვიქტორ იანუკოვიჩს). პოპულარული საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც ის მთავრობის სათავეში მოიყვანა დღეს ცნობილია, როგორც „ნარინჯისფერი რევოლუცია“.
იუშენკო 1993-1999 წლებში იყო ქვეყნის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, ხოლო 1999-2001 წლებში – უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ იუშენკოს პირადი საიტი „ჩემი უკრაინა“ დაარქივებული 2006-04-24 საიტზე Wayback Machine.
- უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ https://www.jfklibrary.org/events-and-awards/profile-in-courage-award/award-recipients/viktor-yushchenko-2005
- ↑ Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnat — Helsinki: Edita, 2017. — გვ. 499. — ISBN 978-951-37-7005-1
|