ზალცახი
იერსახე
ზალცახი | |
---|---|
ზალცახი ზალცბურგში | |
ქვეყანა |
ავსტრია გერმანია |
ქალაქები |
ჰალაინი ზალცბურგი |
სათავე |
კიცბიუელის ალპები 47°18′00″ ჩ. გ. 12°06′56″ ა. გ. / 47.30000° ჩ. გ. 12.115750° ა. გ. |
სიგრძე | 225 კმ |
აუზის ფართობი | 6,700 კმ² |
ზალცახი ვიკისაწყობში |
ზალცახი (გერმ. Salzach) — მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში. სიგრძე 225 კმ, აუზის ფართობი 6,700 კმ². მდინარე ინის მთავარი შენაკადი. სათავე აქვს კიცბიუელის ალპებზე, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში შვარცახამდე აღმოსავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ იღებს ჩრდილოეთურ მიმართულებას და გაივლის ქალაქებს ჰალაინსა და ზალცბურგს. 70 კმ მანძილზე ქმნის ბუნებრივ საზღვარს ავსტრიასა და გერმანიას შორის. მდინარის აუზშია წყალვარდნილების კასკადი კრიმლი (სიმაღლე 380 მ).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მდინარე ზალცახი – ინფორმაცია დაარქივებული 2009-07-21 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)