ინტერი მაიამი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | Club Internacional de Fútbol Miami | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
The Herons Vice City (El) Inter El Inter de Miami[1] | |||
დაარსდა | 29 იანვარი, 2018 | |||
სტადიონი |
„ჩეიზ სტეიდიუმი“ ფორტ-ლოდერდეილი, ფლორიდა (ტევადობა: 21 550[2]) | |||
პრეზიდენტი | დეივიდ ბეკჰემი | |||
მწვრთნელი | ხავიერ მასკერანო | |||
კაპიტანი | ლიონელ მესი | |||
ლიგა | აღმოსავლეთ კონფერენცია (MLS) | |||
2024 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ინტერი მაიამი (ინგლ. Inter Miami) — ამერიკული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მაიამიდან. 2020 წლიდან თამაშობს MLS-ში, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში.
კლუბი ეკუთვნის Miami Beckham United-ის ინვესტორთა ჯგუფს, რომელსაც დეივიდ ბეკჰემი ხელმძღვანელობს. კლუბმა საერთაშორისო ყურადღება ჯერ კიდევ მის დაარსებამდე მიიპყრო, კლუბის პრეზიდენტისა და თანამფლობელის, დეივიდ ბეკჰემის წყალობით, შემდეგ კი 2023 წელს, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლიონელ მესიმ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, კლუბმა თავისი პირველი ოფიციალური ჯილდო — ლიგის თასი 2023 — კონკაკაფის ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური შეჯიბრი მოიგო, რამაც ასევე პირველად მოუპოვა „ინტერ მაიამის“ კვალიფიკაცია კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე (ინგლ. CONCACAF Champions Cup, ესპ. Copa de Campeones CONCACAF) — ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის უმთავრეს კონტინენტალურ საფეხბურთო ტურნირზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაფართოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის ნოემბერში MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა დაადასტურა ლიგის ინტერესი მაიამიში ახალი ფრანშიზის შექმნასთან დაკავშირებით,[3] მას შემდეგ, რაც 2001 წელს „მაიამი ფიუჟენმა“ არსებობა შეწყვიტა და საინვესტიციო ჯგუფის შეთავაზება მარსელო კლაურესთან და „ბარსელონასთან“ 2009 წელს ჩაიშალა.[4] „ბარსელონასა“ და ქალაქში მცხოვრები ბოლივიელი ბიზნესმენის, მარსელო კლაურეს ხელმძღვანელობით მოქმედმა მაიამის გაფართოების გუნდმა, 2008 წლის ოქტომბერში განაცხადა გაფართოებისა და მომდევნო გეგმების შესახებ, რაც უკვე 2011 წლის სეზონში თამაშის დაწყებას უკავშირდებოდა.[5]
ადრეული წლები (2020–2023)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიამის „ინტერმა“ MLS-ში პირველი მატჩი 2020 წლის 1 მარტს, სტუმრად, საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელესთან“ ჩაატარა და 1–0 დამარცხდა.[6] კლუბის ისტორიაში პირველი გოლი იმავე სეზონის მომდევნო მატჩში, 7 მარტს, „დი სი იუნაიტედის“ კარში როდოლფო პისარომ გაიტანა.[7] „ინტერის“ პირველი საშინაო მატჩი 2020 წლის 14 მარტს, ბექჰემის ყოფილი კლუბის, „ლოს-ანჯელეს გელაქსის“ წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.[8] 2020 წლის 23 აგვისტოს მაიამის „ინტერმა“ პირველი გამარჯვება „ორლანდო სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში მოიპოვა ანგარიშით 3–2.[9] 2021 წლის 7 იანვარს, ორმხრივი შეთანხმების შედეგად, გუნდი დიეგო ალონსომ დატოვა.[10] 2021 წლის 18 იანვარს „ინტერის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილი დაინიშნა, ხოლო კლუბის სპორტულ დირექტორად — კრის ჰენდერსონი „სიეტლ საუნდერსიდან“.[11][12][13][14] 2021 წლის 23 მარტს გამოცხადდა, რომ ზაფხულში კლუბს კირან გიბსი (Kieran Gibbs) — „ვესტ ბრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეუერთდებოდა.[15] 2023 წლის 23 თებერვალს გიბსსა და მაიამის „ინტერს“ შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. მოგვიანებით იგი კლუბის სამაუწყებლო გუნდს შეუერთდა.[16] 2020 წლის 13 აგვისტოს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა მატუიდიმ.[17][18] მისი დებიუტი შედგა 6 სექტემბერს, „ნეშვილთან“, უგოლო ფრით დამთავრებულ MLS-ის საშინაო შეხვედრაში.[19] 2022 წლის იანვარში მატუიდი 2022 წლის სეზონისთვის გუნდის განაცხადიდან ამოიღეს.[20][21] 2022 წლის 23 დეკემბერს მატუიდიმ 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.[22] 2022 წლის 26 იანვარს მაიამის „ინტერის“ მაისურით რომეო ბექჰემმა პირველად ითამაშა წინასასეზონო მატჩში „უნივერსიტარიო დე დეპორტესის“ წინააღმდეგ.[23]
2021 წელს ძმებმა მასებმა (Mas brothers) Claur and Son-ისგან გუნდის საკონტროლო პაკეტის შეძენის თაობაზე გარიგება დაასრულეს.[24]
ლიონელ მესის ეპოქა (2023–დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 1 ივნისს მაიამის „ინტერმა“ კლუბსა და ნევილს შორის თანამშრომლობის დასრულების შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის კლუბი ბოლო ადგილს იკავებდა აღმოსავლეთ კონფერენციაში.[25] ოთხი დღის შემდეგ, იმ პერიოდისთვის ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსვლას აპირებდა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე და გამორიცხა „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობა.[26] მესიმ 2023 წლის 15 ივლისს გააფორმა კონტრაქტი და გუნდს MLS-ის 2025 წლის სეზონამდე შეუერთდა.[27] არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი ხერარდო მარტინო 28 ივნისს მაიამის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და კლუბში მუშაობას მომდევნო თვიდან შეუდგა.[28]
ფერები და სამკერდე ნიშანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„მაიამი ბექჰემ იუნაიტედის“ ჯგუფმა გუნდის სახელწოდება, სიმბოლიკა და ფერები საზოგადოებას 2018 წლის 5 სექტემბერს გააცნო.[29] სახელი გამოცხადდა, როგორც Club Internacional de Fútbol Miami (Inter Miami CF). გერბი ქალაქის არტ-დეკოს არქიტექტურული ტრადიციებიდან გამომდინარე სტილისა და ფერების გათვალისწინებით შეიქმნა და გამოსახავს ორ დიდ თეთრ ყანჩას გადაჯაჭვული ფეხებით, რომლებიც ქმნიან ასო M-ს. ყანჩებს შორის გამოსახულია მზის დაბნელება შვიდი სხივით, იმ ნომრის პატივსაცემად, რომელსაც ბექჰემი ხშირად ატარებდა როგორც მოთამაშე.[30][31][32][33][34]
ფორმები წლების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშინაო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგარეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპონსორები და ეკიპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Season | Kit manufacturer | Shirt sponsor | Sleeve sponsor |
---|---|---|---|
2020 | Adidas | None | Baptist Health[35] |
2021 | XBTO[36] | None | |
2022 | Xmanna[37] | ||
2023 | Fracht Group[38] | ||
2024– | Royal Caribbean[39] |
ქომაგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბს ჰყავს ქომაგთა ოთხი ოფიციალური ჯგუფი: The Siege, Southern Legion, Vice City 1896 და Nación Rosa Y Negro.[40]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთაშორისო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიგის თასი
- ჩემპიონი (1): 2023
მოთამაშეები და პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტექნიკური პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით[41][42][43][44]
სახელი | პოზიცია | მოქალაქეობა |
---|---|---|
ხავიერ მასკერანო | მთავარი მწვრთნელი | არგენტინა |
ხორხე თეილერი | მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | არგენტინა |
ხავიერ მორალესი | მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | არგენტინა |
სებასტიან სახა | მეკარეების მწვრთნელი | არგენტინა |
როდოლფო პალადინი | ფიზმომზადების მწვრთნელი | არგენტინა |
მანუელ ალფარო | ფიზმომზადების მწვრთნელის ასისტენტი | არგენტინა |
დამიან სილვერო | ვიდეო ანალიტიკოსი | არგენტინა |
გარისონ დრეიპერი | შესრულების დირექტორი | აშშ |
ნიკი ბუდალიჩი | საფეხბურთო ოპერაციების დირექტორი | კანადა |
სემ გრეგორი | მთავარი ანალიტიკოსი | კანადა |
ხავიერ ასენსი | ბიზნესის მთავარი ოფიცერი | ესპანეთი |
კირან გიბსი | მედია ოფიცერი | ინგლისი |
მთავარი მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით
სახელი | მოქალაქეობა | პერიოდი | თ | მ | ფ | წ | მოგების % |
---|---|---|---|---|---|---|---|
დიეგო ალონსო | ურუგვაი | 2019 წლის 30 დეკემბერი – 2021 წლის 7 იანვარი | 24 | 7 | 3 | 14 | 29.17 |
ფილ ნევილი | ინგლისი | 2021 წლის 18 იანვარი – 2023 წლის 1 ივნისი | 90 | 35 | 13 | 42 | 38.89 |
ხავიერ მორალესი | არგენტინა | 2023 წლის 1 ივნისი – 2023 წლის 10 ივლისი | 7 | 1 | 3 | 3 | 14.29 |
ხერარდო მარტინო | არგენტინა | 2023 წლის 10 ივლისი – 2024 წლის 22 ნოემბერი | 24 | 10 | 8 | 6 | 41.67 |
ხავიერ მასკერანო | არგენტინა | 2024 წლის 26 ნოემბერი – დღემდე | 0 | 0 | 0 | 0 | — |
კლუბის DP ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 8 თებერვალი, 2024 [45]
მოთამაშე | წინა კლუბი | წლები, როგორც DP |
---|---|---|
მატიას პელეგრინი | ესტუდიანტესი | 2020 |
როდოლფო პისარო | მონტერეი | 2020–2023 |
გონსალო იგუაინი | იუვენტუსი | 2020–2022 |
ბლეზ მატუიდი | იუვენტუსი | 2021 |
გრეგორი | ბაია | 2021–2023 |
ალეხანდრო პოსუელო | ტორონტო | 2022 |
ლეონარდო კამპანა | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 2023– |
ლიონელ მესი | პარი სენ-ჟერმენი | 2023– |
სერხიო ბუსკეტსი | ბარსელონა | 2023– |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Why is Inter Miami called The Herons & Vice City? MLS franchise's nicknames explained
- ↑ Inter Miami expand DRV PNK Stadium ahead of 2024 MLS season. ციტირების თარიღი: January 31, 2024
- ↑ Goff, Steven (November 26, 2012). „MLS commissioner's state of league“. Soccer Insider. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2015. ციტირების თარიღი: September 4, 2017.
- ↑ „Miami Barcelona MLS Campaign Is Dead“. Goal.com. March 3, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 5, 2014. ციტირების თარიღი: February 11, 2014.
- ↑ „Barcelona to bid for Miami MLS franchise“. ESPNsoccernet. October 15, 2008. ციტირების თარიღი: February 8, 2014.
- ↑ Vela and LAFC give Beckham's Inter Miami a lesson on the importance of a superstar scorer | Goal.com. ციტირების თარიღი: March 2, 2020
- ↑ Kaufman, Michelle. (March 8, 2020) Takeaways from Inter Miami's drama-filled 2–1 road loss to D.C. United. ციტირების თარიღი: March 9, 2020
- ↑ Kaufman, Michelle. (March 12, 2020) The Inter Miami home opener is on hold as MLS suspends season due to the coronavirus. ციტირების თარიღი: April 27, 2020
- ↑ Inter Miami overcome five months of suffering with first MLS win: "We had to wait" (August 23, 2020). ციტირების თარიღი: September 2, 2020
- ↑ Inter Miami CF and manager Diego Alonso mutually agree to part ways. Inter Miami (7 January 2021). ციტირების თარიღი: 11 January 2021
- ↑ ფილ ნევილი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ხდება
- ↑ „England: Phil Neville leaves Lionesses manager role“. BBC Sport. January 18, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 18, 2021. ციტირების თარიღი: January 18, 2021.
- ↑ „Inter Miami CF Names Phil Neville as Head Coach“. Inter Miami CF. January 18, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2021. ციტირების თარიღი: January 18, 2021.
- ↑ „Inter Miami CF Appoints Chris Henderson as Chief Soccer Officer and Sporting Director“. Inter Miami CF. January 18, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 18, 2021. ციტირების თარიღი: January 18, 2021.
- ↑ „Kieran Gibbs: David Beckham's Inter Miami to sign West Brom defender“. BBC Sport. 23 March 2021. ციტირების თარიღი: 23 March 2021.
- ↑ Keiran Gibbs terminates contract with Inter Miami, joins broadcasting team | MLSSoccer.com.
- ↑ Inter Miami CF Signs French National Team Midfielder Blaise Matuidi. ციტირების თარიღი: 2020-08-13
- ↑ Inter Miami sign Matuidi after Juventus exit en (2020-08-13). ციტირების თარიღი: 2020-08-13
- ↑ Price, Khobi (7 September 2020). „Blaise Matuidi makes Inter Miami debut, but another scoreless draw for South Floridians“. The South Florida Sun Sentinel. ციტირების თარიღი: 11 October 2020.
- ↑ Blaise Matuidi: 'David Beckham was a big part of why I moved to MLS' (22 March 2022).
- ↑ Report: Blaise Matuidi not returning to Inter Miami in 2022 | MLSSoccer.com.
- ↑ „Blaise Matuidi annuncia il suo ritiro: "E' arrivato il momento di dire basta"“ (იტალიური). Goal.com. 23 December 2022. ციტირების თარიღი: 23 December 2022.
- ↑ Three teens score in 4-0 Inter Miami win over Peru's "La U", including Harvey Neville.
- ↑ Who is Jorge Mas, the Billionaire Owner Behind Lionel Messi's New Team?. ციტირების თარიღი: July 19, 2023
- ↑ Inter Miami CF Parts Ways With Phil Neville. Inter Miami CF (June 1, 2023). ციტირების თარიღი: June 1, 2023
- ↑ Balague, Guillem (June 7, 2023). „'I've taken the decision' – Messi to join Inter Miami“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 22, 2023. ციტირების თარიღი: June 10, 2023.
- ↑ Sigal, Jonathan (July 15, 2023). „Official! Lionel Messi signs with Inter Miami“. mlssoccer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2023. ციტირების თარიღი: July 15, 2023.
- ↑ Sklar, Sam (July 10, 2023). „Tata Martino begins first day as Inter Miami coach as Messi's debut nears“. Sun Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2023. ციტირების თარიღი: July 19, 2023.
- ↑ Inter Miami CF Brand Color Codes » BrandColorCode.com en. ციტირების თარიღი: 2024-02-28
- ↑ Behind the Crest: The Mystery of Inter Miami's Bird - tacklefrombehind.com en-GB (2023-12-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-27. ციტირების თარიღი: 2024-01-27
- ↑ „MLS Miami expansion team unveils name, crest“. MLSSoccer.com. MLS Digital. September 5, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 23, 2018. ციტირების თარიღი: September 5, 2018.
- ↑ Gonzalez, Roger (September 5, 2018). „David Beckham's Miami MLS team unveils unique logo, color scheme and new name“. CBS Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2018. ციტირების თარიღი: September 5, 2018.
- ↑ „One Year Ago: The story of the Inter Miami CF brand“. InterMiamiCF.com. MLS Digital. September 19, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2019. ციტირების თარიღი: November 13, 2019.
- ↑ Phillips, Doug; Lerner, Keven (September 5, 2018). „Inter Miami: David Beckham's MLS team unveils name and crest“. Sun-Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2018. ციტირების თარიღი: September 5, 2018.
- ↑ „Baptist Health and Inter Miami CF Form Multilayered Partnership“. Inter Miami CF. 29 June 2020. ციტირების თარიღი: 22 February 2024.
- ↑ „Inter Miami CF Inks Primary Jersey Sponsorship Deal With Leading Crypto Finance Firm XBTO“. Inter Miami CF. 15 September 2021. ციტირების თარიღი: 22 February 2024.
- ↑ „Inter Miami CF and XMANNA Announce Major, Multi-Year Jersey Sleeve Partnership“. Inter Miami CF. 21 December 2021. ციტირების თარიღი: 22 February 2024.
- ↑ „Inter Miami CF Announces Fracht Group as First Main Partner of New Era“. Inter Miami CF. 10 July 2023. ციტირების თარიღი: 22 February 2024.
- ↑ „South Florida Proud: Royal Caribbean Takes Center Stage on Inter Miami CF's Iconic Jerseys“. Inter Miami CF. 23 January 2024. ციტირების თარიღი: 22 February 2024.
- ↑ Supporters | Inter Miami CF. ციტირების თარიღი: June 2, 2021.
- ↑ Inter Miami CF Roster.
- ↑ Inter Miami CF Appoints Xavier Asensi as Chief Business Officer.
- ↑ Technical Staff.
- ↑ MSN. ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Former MLS Designated Players. ციტირების თარიღი: August 22, 2017