შინაარსზე გადასვლა

იონიის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იონიის ზღვა

იონიის ზღვა — მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და ადრიატიკის ზღვის სამხრეთით. ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს იტალიის რეგიონებიკალაბრია და სიცილია, აქვე მდებარეობს იტალიის ნახევარკუნძული სალენტოც. იონიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ალბანეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — მნიშვნელოვანი კუნძულები, რომლებიც საბერძნეთს ეკუთვნის, მათგან აღსანიშნავია: კერკირა, ზაკინფი, კეფალინია, ითაკა და ლეფკასი. საბერძნეთის შემადგენლობაშივე შედის იონიის კუნძულების არქიპელაგიც. იონიის ზღვა მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სეისმურ ზონაში.

იონიის ზღვის ფართობია — 169 ათასი კმ ², მაქსიმალური სიღრმე — 5121 მ, ეს არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა ადგილიც. თებერვალში ზღვის ტემპერატურა შეადგენს — 14 °C, ხოლო აგვისტოში — 25,5 °C. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია:36°34′ ჩ. გ. 21°08′ ა. გ. / 36.567° ჩ. გ. 21.133° ა. გ. / 36.567; 21.133.[1][2]

იონიის ზღვის საზღვრები.
იონიის ზღვის ხედი კუნძულ კერკირადან, საბერძნეთი. ფონად ჩანს სარანდა, ალბანეთი
იონიის ზღვის ხედი კუნძულ კეფალონიადან

საერთაშორისო ჰიდროლოგიური ორგანიზაცია მის საზღვრებს შემდეგნაირად განსაზღვრავს:[3]

ჩრდილოეთით. ალბანეთში მდებარე მდინარე ბუტრინტის შესართავიდან (39°44'N), კარაგოლის კონცხამდე კერკირამდე (39°45'N), სანაპირო ზოლის გასწვრივ კერკირადან კაფალის კონცხამდე (39°45'N) და შემდგომ სანტა-მარიდე-ლუჩიას კონცხამდე იტალიაში.

აღმოსავლეთით. ალბანეთში მდებარე მდინარე ბუტრინტის შესართავიდან (39°44'N) ქვემოთ სანაპირო ზოლის გაყოლებით მატაპანის კონცხამდე.

დასავლეთით. მატაპანის კონცხიდან პასეროს კონცხამდე, სიცილიის უკიდურესი სამხრეთი წერტილი.

სამხრეთით. სიცილიის სამხრეთ სანაპირო და იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო სანტა-მარიდე-ლუჩიას კონცხამდე.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთით, შემდეგ ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით:

ყურეები და სრუტეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Barale, Vittorio (2008). „The European Marginal and Enclosed Seas: An Overview“, რედ. Vittorio Barale and Martin Gade (eds): Remote Sensing of the European Seas. Springer Science+Business Media, გვ. 3–22. ISBN 978-1402067716. ციტირების თარიღი: 28 August 2009. 
  2. NCMR - MAP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-28. ციტირების თარიღი: 2011-07-14.
  3. Limits of Oceans and Seas, 3rd edition. International Hydrographic Organization (1953). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2010.