ირანის ეკონომიკა
ირანის ეკონომიკა შერეული ეკონომიკაა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით იგი მსოფლიოს მასშტაბით 23-ე ადგილზეა. ირანის ეკონომიკის თითქმის 60% გეგმიური ეკონომიკაა.[1] ეკონომიკის წამყვანი დარგები ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაა, თუმცა თეირანის საფონდო ბირჟაზე 40-ზე მეტი ინდუსტრიაა პირდაპირ ჩართული. ბოლო წლებში თეირანის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი საუკეთესო ბირჟა იყო მსოფლიოს მასშტაბით.[2] ირანი მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის რეზერვები 10%-ს და ბუნებრივი აირის რეზერვების 15%-ს ფლობს, რის გამოც „ენერგიის სუპერძალადაა“ მიჩნეული.[3][4] [5][6][7]
ირანის ეკონომიკის უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია დიდი რელიგიური ფონდების არსებობა, რომელთაც ბონიადებს უწოდებენ. მათი საერთო ბიუჯეტი ცენტრალური სამთავრობო დანახარჯების 30%-ს უტოლდება.[8]
ირანის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 2018 და 2019 წლებში. 2018 წლის შუა ხანებში აშშ-ის მიერ ხელახლა შემოღებული სანქციებისა[9] და 2020 წლის თებერვალში დაწყებული Covid-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრობის დონე[9] და ინფლაციის მაჩვენებელი[10][9] გაიზარდა, მოიშალა „ქრონიკულად სუსტი და არაკაპიტალიზირებული“ საბანკო სისტემა[9][11] და „ანემიური“ კერძო სექტორი.[9] ირანის ვალუტის (ირანული რიალი) მსყიდველუნარიანობა შემცირდა. ირანს „ეკონომიკური თავისუფლებისა“ და „ბიზნესის მარტივად კეთების“ შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე სოფლის მეურნეობა ირანში 1850-იანი წლებიდან ვითარდება, როდესაც ამირ ქაბირმა ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო სისტემაში რიგი რეფორმები გაატარა. ცვლილებებს შორის იყო იმპორტირებული მოდიფიცირებული სათესი მარცვლები და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების დადება სხვა ქვეყნებთან. 1898 წელს რუსეთის ცარისტული მთავრობის მიერ ლაზარ პოლიაკოვის Bank Esterqrazi ამოქმედდა, რომელიც 1920 წლის კონტრაქტის საფუძველზე ირანის მთავრობას გადაეცა.[12] ბანკმა საქმიანობა ახალი სახელით, ირანის ბანკი, განაგრძო 1933 წლამდე, რის შემდეგაც ახლად დაფუძნებულ Keshvarzi Bank-ს შეუერთდა.[12][13]
სპარსეთის საიმპერიო ბანკი 1885 წელს დაარსდა, რომელსაც ოფისები სპარსეთის სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა განთავსებული.[12] რეზა-შაჰ ფეჰლევის დროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, საგანმანათლებლო და სასამართლო სისტემის რეფორმები გატარდა, უცხოელთა გავლენის წინააღმდეგ კამპანია გატარდა და თანამედროვე მრეწველობა განვითარდა. ამ დროიდან ირანში სოციალური ცვლილებები და ეკონომიკური განვითარება დაიწყო და შედარებით ეკკონომიკური სტაბილურობაც დამყარდა.[13]
1941 წელს რეზა-შაჰ ფეჰლევი მისმა ვაჟმა შეცვალა. II მსოფლიო ომის დროს და მომდევნო წლებში ირანის ეკონომიკაში ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა. 1954-1960 წლებში ნავთობიდან შემოსავლების სწრაფი ზრდისა და საგარეო მხარდაჭერის შედეგად ქვეყანაში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდა და ეკონომიკაც სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით სამთავრობო სექტორში. მალე ინფლაციის დონე გაიზარდა, ეროვნული ვალუტის, რიალის მსყიდველუნარიანობა შემცირდა და საგარეო ვაჭრობის დეფიციტი დაიწყო. 1961 წლისთვის ამ პრობლემებთან გამკლავებისთვის განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ნომინალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი შემცირდა.[13]
1979 წლამდე ირანი სწრაფად ვითარდებოდა. 1970-იან წლებში ტრადიციულად სასოფლო-სამეურნეო ირანში ინდუსტრიალიზაციისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო.[14][15] ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა კაპიტალის გადინების გამო, რომელმაც 1978 წელს, რევოლუციამდე 30-40 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.[16]
-
ირანის ოსტანები მთლიანი შიდა პროდუქტის წილის მიხედვით (2014)
-
ირანის მთავრობის სოციოეკონომიკური ხარჯები (2004)
-
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დინამიკა ირანში (1820–2018)
-
ეკონომიკის სექტორები (2002)
-
ინფლაციის დონის დინამიკა (1980–2010)
-
ბაზრის ლიკვიდურობა (2012)
-
სამომხმარებლო ფასების ინდექსი, „ფართო ფული“ და უცხოური გაცვლითი რეზერვები (2000–2011)
-
ამერიკული დოლარი/ირანული რიალის გაცვლითი კურსი (2003–2014)
-
თეირანის საფონდო ბირჟა, დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი და ნავთობის ფასები] (2000–2009)
-
ნავთობის წარმოება და მოხმარება (1977–2010)
-
ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება (1970–2030 (მიახლ.))
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ირანს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 89-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 99-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 491.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოს მშპ-ის 1.19%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.3%-ს უდრის. უმუშევრობის დონე 12%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0.9%-ია. ჯინის კოეფიციენტი 40-ის ტოლია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით ირანი 120-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 82-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 56-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 138-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 124-ე, გამჭვირვალობით ― 116-ე, საკუთრების უფლებებით ― 115-ე, კორპორატიული მმართველობით ― 137-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 87-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ირანი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-80 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 82-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 76-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ირანი 84-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, 134-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 20.4%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ირანი 133-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 119-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 139-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 140-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 135-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 139-ს.
ირანში ცუდადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (123-ე ადგილი): სიღრმით 88-ე, ხოლო სტაბილურობით 137-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 21-ე ადგილს იკავებს. ირანში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (132-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 127-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 131-ს.[17]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია ირანიკა
- Hakimian, Hassan (1997). „ECONOMY viii. IN THE QAJAR PERIOD“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 2. pp. 138–143.
- Nowshirvani, Vahid F. (1999). „ECONOMY x. UNDER THE ISLAMIC REPUBLIC“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 2. pp. 156–163.
- Pesaran, M. Hashem (1997). „ECONOMY ix. IN THE PAHLAVI PERIOD“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 2. pp. 143–156.
- სტატიები
- Khajehpour, Bijan (August 9, 2019). „Can Iran combat corruption in petroleum sector?“. Al-Monitor. ციტირების თარიღი: February 2, 2020.
- Saki, M.A. (March 5, 2019). „Blind subsidy system costing economy greatly“. Tehran Times. ციტირების თარიღი: June 21, 2019.
- „Why Fuel Is Smuggled Out Of Iran And Why No One Stops It“. Radio Farda. February 21, 2019. ციტირების თარიღი: July 18, 2019.
- Hossein-Zadeh, Ismael (November 9, 2018). „Why Iran Needs a War Economy“. Payvand.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2019. ციტირების თარიღი: December 22, 2018.
- Khajehpour, Bijan (July 17, 2015). „Preventing Iran's post-sanctions job crisis“. Atieh Group. Al-Monitor. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 11, 2016. ციტირების თარიღი: July 27, 2015.
- Khajehpour, Bijan (April 10, 2015). „How the nuclear deal will help Iran's economy“. Atieh Group. Al-Monitor. ციტირების თარიღი: April 12, 2015.
- „Iran's Neoliberal Austerity-Security Budget“. Hooshang Amirahmadi. Payvand.com. February 16, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2016. ციტირების თარიღი: February 21, 2015.
- Khajehpour, Bijan (January 8, 2015). „Iran's new budget to focus on privatization, subsidy reforms“. Atieh Group. Al-Monitor. ციტირების თარიღი: February 2, 2015.
- Khan, Jeremy (August 17, 2014). „Iran Lures Investors Anticipating Nuclear Deal May End Sanctions“. Bloomberg News. ციტირების თარიღი: August 20, 2014.
- Stecklow, Steve; Dehghanpisheh, Babak; Torbati, Yeganeh (November 11, 2013). „Assets of the Ayatollah“. Reuters. ციტირების თარიღი: December 7, 2013.
- „Iran's bold economic reform – Economic jihad“. The Economist. June 23, 2011. ციტირების თარიღი: April 7, 2012.
- Behdad, Sohrab. (October 25, 2010) Where Did Iran's Islamic Economy Come From and Where Did it Go?. Payvand.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2010. ციტირების თარიღი: October 25, 2010
- Askari, Hossein (August 26, 2008). „Iran's economic self-mutilation“. Asia Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2008. ციტირების თარიღი: October 18, 2010.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
- „Ambitious modernization program for the Tehran Stock Exchange“. Global Investment House. June 22, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 15, 2012. ციტირების თარიღი: October 18, 2010.
- Higgins, Andrew. (June 2, 2007) Inside Iran's Holy Money Machine. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: July 23, 2014
- „Still failing, still defiant“. The Economist. December 9, 2004. ციტირების თარიღი: July 23, 2014.
- Klebnikov, Paul (July 21, 2003). „Millionaire Mullahs“. Forbes. ციტირების თარიღი: March 16, 2008.
- წიგნები
- Suzanne, Maloney (June 2015). Iran's Political Economy since the Revolution. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-73814-9.
- Amuzegar, Jahangir (October 2014). The Islamic Republic of Iran: Reflections on an Emerging Economy. Routledge. ISBN 978-1-85743-748-5.
- Parvin, Alizadeh; Hakimian, Hassan (December 2013) Iran and the Global Economy: Petro Populism, Islam and Economic Sanctions. Routledge. ISBN 978-1-315-86720-5.
- Ayse, Valentine; Nash, Jason John; Leland, Rice (January 2013) The Business Year 2013: Iran. The Business Year. ISBN 978-1-908180-11-7. დაარქივებული 2015-03-27 საიტზე Wayback Machine.
- Nash, Jason John; Sasmaz, Aytng (January 2011) The Business Year 2011: Iran. The Business Year. ISBN 978-1-908180-00-1. დაარქივებული April 17, 2014[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Gheissari, Ali (April 2009). Contemporary Iran: Economy, Society, Politics. Oxford University Press. ISBN 978-0-19-537849-8.
- Wehrey, Frederic (2009). The Rise of the Pasdaran: Assessing the Domestic Roles of Iran's Islamic Revolutionary Guards Corps (PDF), RAND Corporation. ISBN 978-0-8330-4620-8.
- Curtis, Glenn; Hooglund, Eric (April 2008) Iran, a country study. Library of Congress. ISBN 978-0-8444-1187-3.
- Jbili, A.; Kramarenko, V.; Bailén, J. M. (March 2007) Islamic Republic of Iran: Managing the Transition to a Market Economy. International Monetary Fund. ISBN 978-1-58906-441-6.
- Mohammadi, Ali (April 2003). Iran encountering globalization: problems and prospects. Routledge. ISBN 978-0-415-30827-4.
- Parvin, Alizadeh; Hakimian, Hassan (March 2001) The Economy of Iran: Dilemmas of an Islamic State. I. B. Tauris. ISBN 978-1-86064-464-1.
- Homa, Katouzian (1981). The Political Economy of Modern Iran: Despotism and Pseudo-Modernism, 1926–1979. Macmillan Publishers. ISBN 978-1-349-04778-9.
- სამთავრობო წყაროები
- „Annual Review 2013/14“ (PDF). Central Bank of Iran. February 2015. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Annual Review 2012/13“ (PDF). Central Bank of Iran. July 2014. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „A Review of the Iranian Tax System“. Organization for Investment Economic and Technical Assistance of Iran. January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 7, 2014.
- Katzman, Kenneth (January 2014). „Iran Sanctions“ (PDF). U.S. Congressional Research Service. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Memorandum of the foreign trade regime of Iran“ (PDF). Ministry of Commerce (Iran). November 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — July 13, 2011. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Ilias, Shayerah (June 2008). „Iran's Economy“ (PDF). U.S. Congressional Research Service. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Austrade (2006). „Doing Business in Iran“. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 25, 2006. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Ministry of Commerce (Iran) (2004). „The National Report on E-Commerce in Iran“ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — April 27, 2006. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Management and Planning Organization of Iran (2004). „Millennium Development Goals“ (PDF). United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — November 28, 2007. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - U.S. Department of Commerce (1971). „Basic Data on the Economy Of Iran“. U.S. Department of Commerce, Bureau of International Commerce. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)
- სტატიები
- „Science, Technology and Innovation Policy Review – The Islamic Republic of Iran“ (PDF). United Nations Conference on Trade and Development. 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — December 20, 2016. ციტირების თარიღი: December 7, 2016. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Iran: Concluding Statement of an IMF Staff Visit“. International Monetary Fund. October 3, 2016. ციტირების თარიღი: December 12, 2016.
- „Entrepreneurship Ecosystem in Iran“ (PDF). Iran Entrepreneurship Association. Winter 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 13, 2015. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link) - IMF Staff Report (April 2014). „Islamic Republic of Iran“ (PDF). International Monetary Fund. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Investment Guide To Iran“. Atieh Bahar Consulting. February 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 17, 2014. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Regional Economic Outlook: Middle East and Central Asia“ (PDF). International Monetary Fund. April 2011. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Regional Economic Outlook: Middle East and Central Asia“ (PDF). International Monetary Fund. October 2010. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Salehi-Isfahani, Djavad (September 2010). „Iranian Youth in Times of Economic Crisis“ (PDF). The Dubai Initiative. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — May 3, 2013. ციტირების თარიღი: September 1, 2012. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - IMF Staff Report (March 2010). „Islamic Republic of Iran“ (PDF). International Monetary Fund. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Economic Prospects for the Middle East and North Africa Region“ (PDF). World Bank. January 2010. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Normalization of Economic Relations: Consequences for Iran's Economy and the United States“ (PDF). (US) National Foreign Trade Council. 2008. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „The N-11: More Than an Acronym“ (PDF). Goldman Sachs. March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — March 31, 2010. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Science, Technology and Innovation Policy Review – The Islamic Republic of Iran“ (PDF). United Nations Conference on Trade and Development. February 2005. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Small and Medium Enterprises in Iran“ (PDF). United Nations Industrial Development Organization. 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — September 3, 2013. ციტირების თარიღი: January 31, 2010. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Nichols, Brian; Sahay, Sundeep (2003). „Building Iran's Software Industry“ (PDF). University of Manchester. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — March 4, 2016. ციტირების თარიღი: March 22, 2014.
- „Islamic Republic of Iran – Services for Agriculture and Rural Development“. World Bank. June 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — July 23, 2008. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზოგადი
- BBC – Iran in Maps (Population, land and infrastructure)
- DMOZ დაარქივებული April 15, 2014, საიტზე Wayback Machine. – Business and Economy of Iran (Open Directory)
- Financial Tribune – Iran's economic and business newspaper (in English)
- Pars Times – Iran Business Resources (Comprehensive list of resources on the Internet relating to Iran and its economy)
- სამთავრობო
- Ministry of Economic Affairs and Finance Of Iran დაარქივებული December 3, 2010, საიტზე Wayback Machine. – Official Website
- Ministry of Industry, Mine & Trade of Iran დაარქივებული December 17, 2020, საიტზე Wayback Machine. – Official Website
- Central Bank of Iran დაარქივებული 2020-07-09 საიტზე Wayback Machine. – Detailed statistics about Iran's economy and sectors, including national accounts and annual reviews
- High Council of Iran Free Trade-Industrial Zone დაარქივებული February 9, 2012, საიტზე Wayback Machine. – Official site with information on Iran's Free Trade Zones
- Organization For Investment, Economic and Technical Assistance of Iran დაარქივებული June 20, 2020, საიტზე Wayback Machine. – Government "one-stop institution" for foreign direct investment in Iran (Including information on labor laws, taxation and customs)
- Trade Promotion Organization of Iran დაარქივებული September 17, 2016, საიტზე Wayback Machine. – Many useful information about trade, FDI, economic reports, customs, laws, statistics, links and opportunities for investors in Iran (Affiliated to Iran's Ministry of Commerce)
- Austrade დაარქივებული 2016-10-02 საიტზე Wayback Machine. – Iran Profile (Many practical information and sector specific reports, with useful websites and resources. Login required for sector reports)
- U.K. Department for International Trade – Doing business in Iran (Trade and export guide)
- U.S. Central Intelligence Agency: Iran's entry – The World Factbook
- U.S. Department of Energy: Iran's entry – Oil, gas, electricity, data, profile, analysis and resources
- სტატიები და სტატისტიკა
- American Enterprise Institute – Global Investment in Iran (Indicative list of major international companies investing in Iran broken down by their nationality, sector of activity and amount invested)
- Business Monitor International დაარქივებული 2015-02-22 საიტზე Wayback Machine. – Iran Business Forecast Report (Login required for sector reports)
- Business Year – Iran (VIP interviews, economic data, sector reports, investment opportunities)
- Economist Intelligence Unit: Iran's entry – Forecast, factsheet, regulation, economic data & structure (Login required for some reports)
- International Monetary Fund – Analysis, reports and recommendations for Iran
- Statistical Center of Iran – Statistics by topic, database and metadata
- Turquoise Partners დაარქივებული 2010-01-11 საიტზე Wayback Machine. – Iran Investment Monthly (Reports on the Tehran Stock Exchange and Iran's economy)
- World Bank – Social and economic indicators for Iran
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "A survey of Iran: Stunted and distorted". The Economist (2003)
- ↑ Matthew Lynn: Are you brave enough to invest in Iran?. Wall Street Journal (Market Watch), March 26, 2014. Retrieved March 28, 2014.
- ↑ (July 25, 2006) Energy and the Iranian economy. ISBN 978-1-4223-2094-5.
- ↑ Iran (data). US Department of Energy (2011). Retrieved March 28, 2011.
- ↑ Balamir Coşkun, Bezen (Winter 2009). „Global Energy Geopolitics and Iran“ (PDF). Uluslararası İlişkiler. 5 (20): 179–201. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — April 1, 2014.
- ↑ Ramin Mostaghim, Alexandra Sandels and Patrick J. McDonnell: Iran businesses await a post-sanctions bonanza. Los Angeles Times, March 15, 2014. Retrieved March 28, 2014.
- ↑ Jordan, Robert W. (July 16, 2015). "Iran Could Become an Economic Superpower". Time. Retrieved July 31, 2015.
- ↑ Bonyad-e Mostazafan va Janbazan Oppressed and Disabled Veterans Foundation (MJF). Globalsecurity.org. Retrieved February 6, 2011.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Iran: Economic and Political Overview (May 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2020. ციტირების თარიღი: June 12, 2020
- ↑ Islamic Republic of Iran. Overview (May 1, 2020). ციტირების თარიღი: June 12, 2020
- ↑ Iran Economy 2020. ციტირების თარიღი: June 12, 2020
- ↑ 12.0 12.1 12.2 History of Banking in Iran. Parstimes.com. ციტირების თარიღი: November 11, 2012
- ↑ 13.0 13.1 13.2 Curtis, Glenn; Hooglund, Eric (April 2008) Iran, a country study. Library of Congress, გვ. 195. ISBN 978-0-8444-1187-3.
- ↑ Iran's Industrial Progresses (Part I) YouTube-ზე. Iran National Film Center (circa 1975). Retrieved January 20, 2010.
- ↑ Iran's Industrial Progresses (Part II) YouTube-ზე. Iran National Film Center (circa 1975). Retrieved January 20, 2010.
- ↑ Shirin Hakimzadeh. Iran: A Vast Diaspora Abroad and Millions of Refugees at Home. Migration information source (2006). Retrieved July 18, 2009.
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 286-289.
|