შინაარსზე გადასვლა

ისტრანჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტრანჯა
კოორდინატები: 42°00′45″ ჩ. გ. 27°36′31″ ა. გ. / 42.01250° ჩ. გ. 27.60861° ა. გ. / 42.01250; 27.60861
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
უმაღლესი წერტილი მახია
სიმაღლე 1031 
ფართობი 10 000 კმ²
სიგრძე 125 კმ
სიგანე 65 კმ
ისტრანჯა — ბულგარეთი
ისტრანჯა

ისტრანჯა, სტრანჯა (ბულგ. Странджа, თურქ. Yıldız Dağları, Istranca Dağları) — მთის მასივი ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. განფენილია ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქის თრაკიის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 125 კმ, სიგანე 65 კმ. მასივის საერთო ფართობია დაახლოებით 10 ათ. კმ². სიმაღლე 1031 მ-მდე (მთა მახია). უმეტესწილად აგებულია კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით; აღმოსავლეთით — კირქვებით. ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთა დაფარულია მუხნარ-წიფლნარითა და ბუჩქოვანი ქვეტყით, სამხრეთ-დასავლეთი მარადმწვანე ბუჩქნარით. მასივის ფარგლებშია ბულგარეთის უდიდესი ეროვნული პარკი — ისტრანჯის ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]