კაუკის დეპარტამენტი
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კაუკის დეპარტამენტი Departamento del Cauca | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | Popayán | ||||
კოორდინატები | 2°17′00″ ჩ. გ. 76°51′00″ დ. გ. / 2.28333° ჩ. გ. 76.85000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1857 | ||||
ფართობი | 29 308 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 354 744[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 46 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | cauca.gov.co/index.shtml | ||||
კაუკა (ესპ. Departamento del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთით — ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ტოლიმის, აღმოსავლეთით — უილის, სამხრეთით — ტოლიმის დეპარტამენტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი პუტუმაიოსა და კაკეტის დეპარტამენტები. ფართობი 29 308 კმ²-ია, რა მხრივაც კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის სიდიდით მე-13 ადგილზეა. დედაქალაქია პოპაიანი. კაუკას ასევე მიაკუთვნება სანაპიროსთან მდებარე კუნძული მალპელო. კაკუკა ამავე დროს მიჩნეულია კოლუმბიის 2011 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაუკის დეპარტამენტი იყოფა 38 მუნიციპალიტეტად, 99 რაიონად და სხვა მრავალ სოფლად.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეპარტამენტის რელიეფი ანდების სისტემას მიეკუთვნება და გამოიყოფა შვიდი განსხვავებული მორფოლოგიური ერთეული. სამდინარო სისტემა შედგება ხუთი ძირითადი მდინარის აუზისგან.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაუკის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის აგრარულ სექტორს, მეცხოველეობას, მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვაჭრობას. წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და პლატინა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- კაუკა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.