შინაარსზე გადასვლა

კიფსელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიფსელე
ბერძ. Κύψελος
კორინთის 1-ელი ტირანი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 657
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 627
მემკვიდრე: პერიანდრე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. ძვ. წ. 687
დაბ. ადგილი: კორინთი
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 627
გარდ. ადგილი: კორინთი
დინასტია: კიფსელიდები
მამა: ეეტიონი
დედა: ლაბდა
წოდება: პოლემარქოსი

კიფსელე[1] (ბერძ. Κύψελος; დ. დაახლ. ძვ. წ. 687 – გ. ძვ. წ. 627) — კორინთის ტირანი ძვ. წ. 657 წლიდან, კიფსელიდების დინასტიის ფუძემდებელი. მისი აღზევების საფეხური გახდა კორინთის ლაშქრის მეთაურის (პოლემარქის) თანამდებობა. ჯარზე, პირადი მეგობრების ჯგუფსა და მის დემაგოგიაზე მიპყრობილ უბრალო ხალხზე დაყრდნობით, დაამხო კორინთის მმართველი ბაკქიადების საგვარეულო და ქალაქის ერთპიროვნული მმართველი გახდა. დიდგვაროვანთა მნიშვნელოვანი ნაწილის ამოჟლეტის ან განდევნის შემდეგ, მათი ქონების კონფისკაცია მოახდინა და იგი თავის მომხრეებს დაუნაწილა. ახორციელებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას, იონიისა და ადრიატიკის ზღვების სანაპიროებსა და კუნძულებზე შექმნა კოლონიათა მთელი რიგი. ამ დასახლებათა მმართველებად ნიშნავდა თავის ვაჟებს, ამგვარად შექმნა კორინთის საზღვაო სახელმწიფოს მსგავსი რამ. კიფსელეს მემკვიდრე გახდა მისი ვაჟი პერიანდრე. მამა-შვილის მმართველობისას კორინთმა მნიშვნელოვან აყვავებასა და ძლევამოსილებას მიაღწია.[2]

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 57.
  2. Фролов Э. Л. Кипсел // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 745.