შინაარსზე გადასვლა

ლორეინ ბრაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორეინ ბრაკო

ლორენ ბრაკო 2007 წელს
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1954 (1954-10-02) (70 წლის)
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1979-დღემდე
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 2

ლორეინ ბრაკო (ინგლ. Lorraine Bracco; დ. 2 ოქტომბერი, 1954) — ამერიკელი კინო და ტელევიზიის მსახიობი. ცნობილია ბრუკლინის აქცენტით. იგი ნომინირებულია ოსკარზე, ოთხ ემის ჯილდოზე, ოთხ ოქროს გლობუსსა და სამ კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე .

დაიბადა ნიუ-იორკში. საფრანგეთში დაიწყო სამოდელო კარიერა, ხოლო გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო იტალურენოვან ფილმებში მონაწილეობა, მათ შორის იყო ლინა ვერტმიულერის კამორა (1986), რომელშიც ასევე მონაწილეობდა ბრაკოს იმდროინდელი პარტნიორი ჰარვი კეიტელი. ბრაკოს ინგლისურენოვანი დებიუტი შედგა ფილმში პიკაპის შემსრულებელი (1987), რომელსაც მოჰყვა როლები ფილმებში: ვიღაც მითვალთვალებს (1987), იმღერე (1989) და საოცნებო გუნდი (1989). შემდეგ გადაიღეს მარენ სკორსეზეს ფილმში, დიდებული ბიჭები (1990), სადაც ითამაშა ჰენრი ჰილის მეუღლის, კარენ ჰილის როლი. აღნიშნული შესრულებული როლისთვის ბრაკო ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, და ასევე ოქროს გლობუსზე, იგივე კატეგორიაში.

ტელევიზიაში ყველაზე მეტად ცნობილია ტონი სოპრანოს ფსიქიატრის, ჯონიფერ მელფის როლით, HBO-ს სერიალში სოპრანოს კლანი (1999-2007). იგი ნომინირებული იყო პრაიმტაიმ ემის ჯილდოზე დრამატული სერიალში, საუკეთესო მთავარი როლის შესრულებლისთვის და ოქროს გლობუსზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის - სატელევიზიო სერიალში. ''სოპრანოს კლანის'' მეოთხე სეზონიდან, მისი როლი ოდნავ შემცირდა, თუმცა სერიალის ბოლოს, პრაიმტაიმ ემის 59-ე დაჯილდოებაზე, იგი ნომინირდა პრაიმტაიმ ემი ჯილდოზე, დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.

ბრაკო, საშუალო სკოლაში, 1972 წელს

ბრაკო დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, [1] [2] ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ბეი რიჯის სამეზობლოში. იგი არის ეილენის და სალვატორ ბრაკოს ქალიშვილი. ჰყავს და, მსახიობი ელიზაბეტ ბრაკო და ძმა, სახელად სალვატორი. მამამისი იყო იტალიური წარმოშობის, ხოლო მისი დედა დაიბადა ინგლისში, და ჰყავდა ზოგიერთი ფრანგი წინაპარი.[3][4] მისი მშობლები შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს; ეილინი სალვატორთან ერთად შეერთებულ შტატებში გადავიდა.[5][6] ბრაკო მეოთხე კლასიდან გაიზარდა ჰიკსვილში, ნიუ იორკში, ლონგ- აილენდზე, .[7] 1972 წელს დაამთავრა ჰიკსვილის საშუალო სკოლა.[8]

ბრაკო 1974 წელს გადავიდა საფრანგეთში, სადაც გახდა ჟან-პოლ გოტიეს მოდელი. საფრანგეთში ცხოვრობდა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში.[9]

ჯერ კიდევ მოდელობის დროს, ბრაკოს დაუახლოვდა მარკ კამოლეტი, რომელმაც მას შესთავაზა მთავარი როლი მისი ერთ-ერთი პიესის Duos sur canapé-ის ფილმის ადაპტაციაში (1979). ბრაკოს არ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა მსახიობი ყოფილიყო და თავდაპირველად უარი თქვა. საბოლოოდ, მან ფილმი გადაიღო, მაგრამ გამოცდილება "მოსაწყენი" და მისი შესრულება "საშინლად" მიაჩნდა. ამის მიუხედავად, ფულისთვის, მან ითამაშა მეორეხარისხოვანი როლები კიდევ ორ ფრანგულ ფილმში. [1]

მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა მას უთხრა, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, შესაძლებელი იყო რომ მსახიობობას მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა, ბრაკომ ჯონ სტრასბერგთან სემინარები გაიარა. [1] მიუხედავად იმისა, რომ მას გაკვეთილები უყვარდა, ის მაინც არ იყო დარწმუნებული თავის ნიჭში.[10]

გასული საუკუნის 80-იანი წლების განმავლობაში იგი რადიო ლუქსემბურგის დიჯეი იყო.[11] ასევე, გამოჩნდა პოლ გილფოილის მძევლად, პირველი სეზონის კრიმინალური ისტორიის ეპიზოდში, "დამალვა და ქურდი".

საბოლოოდ, იტალიელმა რეჟისორმა და რომანისტმა ლინა ვერტმიულერმა ბრაკო გადაიღო ფილმის კამორას მცირე ნაწილში . ”ის ისეთი კაშკაშა და გამჭრიახია. ვგულისხმობ, ის უბრალოდ ფანტასტიკურია. დიახ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის თავისი პროფესიის ოსტატია და მე არა მხოლოდ მასთან, არამედ ამდენ ოსტატთან ერთად დალოცვილიც ვარ “ - უყვებოდა ბრაკო 2007 წლის ინტერვიუში დენიელ სიმონს. ამ გამოცდილებამ ბრაკოს უბიძგა, რომ სამსახიობო კარიერა გაეგრძელებინა.

გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: ვიღაც მითვალთავალებს, გადართვა, ბიჭებთან ერთად მანქანით სიარული, კალათბურთელის დღიურები, მედიცინის კაცი, რადიო ფლაერი და ჰაკერები . ბრაკო ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთა შორის, რომელსაც მისცეს ქალი-კატას როლი, ტიმ ბარტონის ფილმში ბეტმენი ბრუნდება, მაგრამ მან ამ როლის შესრულებაზე უარი თქვა.

ბრაკო 1997 წელს

ბრაკო ორჯერ იყო დაქორწინებული და განქორწინებული.

1979 წელს დაქორწინდა ფრანგ დენიელ გუერარდზე; ისინი 1982 წელს დაშორდნენ. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი, მსახიობი მარგო გერადი.[12]

ის 12 წლიან ურთიერთობაში იყო მსახიობ ჰარვი კეიტელთან, რომელიც მან პარიზში ცხოვრების დროს გაიცნო. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი, სტელა კაიტელი (დაიბადა 1985 წელს).

ბრაკოს მეორე ქორწინება მსახიობ ედვარდ ჯეიმზ ოლმოსთან 1994 წელს შედგა; ისინი 2002 წელს დაშორდნენ.[12]

არის შოტოკანის კარატეს პრაქტიკოსია. [1] 2015 წელს მან დაწერა თვითდახმარების წიგნი, „სრულფასოვნად: გაასუფთავე შენი მოქმედების გეგმა, რომ დაიკლო წონაში, გაახალგაზრდავდი და იყავი საუკეთესო, რაც შეგიძლია“.[13]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bracco 2006.
  2. „UPI Almanac for Wednesday, Oct. 2, 2019“. United Press International. October 2, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2019. ციტირების თარიღი: September 16, 2020. ციტატა: „… actor Lorraine Bracco in 1954 (age 65)“
  3. Carr, Jay (October 15, 1987). „Lorraine Bracco Savors Her Big Break As A Hollywood Strong Woman“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-19. ციტირების თარიღი: 2021-03-15.
  4. Witchel, Alex (September 27, 1990). „A Mafia Wife Makes Lorraine Bracco a Princess“. The New York Times.
  5. „Eileen Bracco Obituary“. The Record. New Jersey. November 28, 2010. ციტირების თარიღი: June 3, 2015.
  6. Obituaries: Bracco, Salvatore Sr.. The Journal News (March 19, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2013. ციტირების თარიღი: April 15, 2017
  7. Werts, Diane (April 3, 1999). „Just Like Family: HBO's Surprise Hit 'The Sopranos'. Newsday. New York City / Long Island. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 27, 2021. ციტირების თარიღი: September 16, 2020.
  8. Bernstein, James; Mann, Laura (January 25, 2007). „Rich Cribs“. Newsday. New York City / Long Island. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 27, 2021. ციტირების თარიღი: September 16, 2020.
  9. Daniel Simone. (December 14, 2007) Who's Here: Lorraine Bracco – Actor. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2008. ციტირების თარიღი: მარტი 15, 2021.
  10. Bracco, On the Couch
  11. Witchel, Alex (September 27, 1990). „A Mafia Wife Makes Lorraine Bracco a Princess“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 20, 2013.
  12. 12.0 12.1 Geraldine Fabrikant, Bankruptcy? Tougher Than Counseling a Soprano, January 1, 2006
  13. „Lorraine Bracco Explains How To Stop Your 60s From Being 'The Beginning Of The End'. April 7, 2015.