ლორეს პროვინცია
ლორე Լոռի | |
---|---|
მდებარეობა | |
ინფორმაცია | |
დედაქალაქი | ვანაძორი |
გუბერნატორი | არამ ხაჩატრიანი[1] |
ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი მე-3 3,789 კმ² უმნიშვნელო |
მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-4 253,351 66.8/კმ² |
კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
1701-2117 AM.LO AM06 |
საიტი | lori.gov.am |
ლორე (სომხ. Լոռի) — სომხეთის პროვინცია (მარზი). ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და საქართველოს ესაზღვრება. მისი დედაქალაქია ვანაძორი, ხოლო სტეფანავანი სიდიდით მეორე ქალაქი. პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ახპატი და სანაინი და კარგად შემონახული ახტალის მონასტერი. ლორეს ისტორიულ რეგიონს საუკუნეების მანძილზე ხან ქართველი და ხან სომეხი მონარქები აკონტროლებდნენ. ლორე 1921 წელს კომუნისტების განკარგულებით საქართველოს ჩამოერთვა და სომხეთს გადაეცა.
ძლიერ დაზარალდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრისგან.
ლორე რამდენიმე ცნობილი სომეხის დაბადების ადგილია, მათ შორის აშუღი საიათ-ნოვასი, პოეტის ოვანეს თუმანიანის, და საბჭოთა მოხელის ანასტას მიქოიანის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლორეს პროვინცია ისტორიული გოგარენესა და ტაშირის მხარეს მოიცავს. სტრაბონის ცნობით, გოგარენე თავდაპირველად იბერიას ეკუთვნოდა, მაგრამ შემდეგ სომხეთმა იბერიას წაართვა იგი[2]. საუკუნეების განმავლობაში ის საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო ზოლს წარმოადგენდა. ადრეულ პერიოდში ქართველური ტომის, გუგარების, ასიმილირების შედეგად, თანდათან, რეგიონში დომინირებას იწყებს სომხური ელემენტი, რასაც ხელს უწყობდა სომხური ეკლესიის გავლენის ზრდა. გვიან შუა საუკუნეებში ის საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში რეგიონი კულტურულად და ეკონომიკურად დაწინაურდა. XIII-XIV საუკუნეებშ, მონღოლთა და თურქმანული ტომების შემოსევის მიუხედავად, საქართველოს სამეფოს ფარგლებში რჩებოდა. XV საუკუნეში, ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შედეგად, ის ქართლისა და ქართლ-კახეთის სამეფოს ფარგლებში შედიოდა. 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად რეგიონი საქართველოს, შემდეგ საქართველო-იმერეთის და მოგვიანებით ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა. 1918 წელს საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს დარჩა, როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი. პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობას ამ დროს სომხები შეადგენდნენ. 1918 წელს სომხეთი თავს დაესხა საქართველოს სადავო ტერიტორიების მითვისების მიზნით. სომხეთ-საქართველოს ომი დასრულდა ლორეს ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებით. მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში - სომხეთის.
მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შედგენილ ლორეს რაიონის სოფლის მოსახლეობის მიმართვა:
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ლორეს პროვინცია, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთი ნაწილი, სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
დასაწყისში სომხეთის ახალჩამოყალიბებულმა საბჭოთა რეჟიმმა ლორეს ოლქში თავისი რწმუნებული დანიშნა. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია ამიერიდან სომხეთის მთავრობის გავლენის ზონაში მოექცა.
ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავდნენ ბოლშევიკები და ამიტომ უკვე 1921 წელს ცეკა-მ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი.
1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ იოსებ სტალინის მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე. წ. ნეიტრალური ზონა - ლორეს ოლქი - გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. რაც შეეხება ხრამისა და ახალქალაქის რაიონებს, ეს საკითხი კავბიურომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიანდო გადასაწყვეტად, რომლის დასკვნა შემდგომ ისევ კავბიუროს უნდა დაემტკიცებინა.
ამიერკავკასიის კავბიუროს დადგენილების საფუძველზე, 1921 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელმაც განიხილა ორი საკითხი: 1. ნეიტრალური ზონისა და 2. ახალქალაქისა და ხრამის რაიონების საბჭოთა სომხეთისადმი გადაცემის საკითხები. პოლიტბიუროს დადგენილებაში ვკითხულობთ:
- დადასტურდეს რკპ ცკ-ის კავბიუროს დადგენილება საბჭოთა სომხეთისათვის ამ ზონის გადაცემის შესახებ.
- პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად მიგვაჩნია.
იგივე საკითხი 1921 წლის 3 აგვისტოს განიხილა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისადმი გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: „იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ, ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში„.
მიუხედავად ქართველი კომუნისტების პრინციპული მოხოვნისა ლორეს ნეიტრალურ ზონაში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, კავბიურომ არ გაითვალისწინა პლენუმის ეს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლორეს ესაზღვრება შემდეგი მარზები:
- ტავუში - აღმოსავლეთით
- კოტაიქი - სამხრეთ-აღმოსავლეთით
- არაგაწოტნი - სამხრეთ-დასავლეთით
- შირაკი - დასავლეთით
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორეს პროვინციის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-05-26 საიტზე Wayback Machine. (სომხური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არამ ხაჩატრიანი
- ↑ ი.ჯავახიშვილი., საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, ტფ,1919, გვ.16
|