შინაარსზე გადასვლა

მარისა ტომეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარისა ტომეი

მარისა ტომეი 2012 წელს
დაბადების სახელი მარისა ტომეი
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1964 (1964-12-04) (60 წლის)
ბრუკლინი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1983–დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1992 — ჩემი ბიძაშვილი ვინი

მარისა ტომეი (ინგლ. Marisa Tomei; დ. 4 დეკემბერი 1964, ბრუკლინი, აშშ) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მარისა ტომეი თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა სატელივიზიო სერიალებში, როგორებიცაა: „როგორ ბრუნავს სამყარო“, „განსხვავებული სამყარო“ და სხვ. კინოში სახელი გაითქვა როლით მონა ლიზა ვიტო, ფილმში „ჩემი ბიძაშვილი ვინი“. მნიშვნელოვანი იყო ასევე საკულტო კინოფილმი: „ბევერლი ჰილზის ჯურღმულები“.

მარისა ტომეი იტალო-ამერიკელია,[1][2] დაიბადა ბრუკლინში, დედამისის ინგლისურის ენის მასწავლებლის პატრისია „ადისა“ და მამამისის – ადვოკატის გერი ტომეის ოჯახში.[3] ჰყავს უმცროსი ძმა ადამ ტომეი, რომელიც აგრეთვე მსახიობია. მარისა ტომეი აღზარდეს მამამისის მშობლებმა რიტა და რომეო ტომეიმ, რომლებიც მარისას ეკუთვნოდნენ როგორც ბებია და ბაბუა.[4] იგი გაიზარდა ბრუკლინის გარეუბან მიდვუდში.[5] 1982 წელს დაამთავრა ედვარდ მეროუს საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ბოსტონის უნივერსიტეტში.[4]

კინოში მისი დებიუტი შედგა 1984 წელს ფილმში „ბიჭი ფლამენგოდან“, სადაც ხვდა წილად ეპიზოდური როლი. შემდეგ წლებში უმნიშვნელო როლებს იღებდა. კინოკრიტიკოსების მხრიდან ტომეიმ აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც შეასრულა როლი ფილმში „ჩემი ბიძაშვილი ვინი“, სადაც კომედიური იერსახე განასახიერა.[6] ტომეიმ ფილმში ავტო მექანიკოსის – „მონა ლიზას“ – როლი შეასრულა. ამ ფილმში მარისა ტომეის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიენიჭა ოსკარის პრემია. ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსი ვინსენტ კენდი წერდა: რომ, ტომეი გვაძლევს ყველა იმ საბაბს, რომ ჰქონდეს შესანიშნავი კომიკოსის იმიჯი.[7]

კომერციული თვალსაზრისით, მარისა ტომეის ყველაზე წარმატებული ფილმებია: „რა სურთ ქალებს“ (2000), „სიბრაზის მართვა“ (2003), „რეალური ხარები“ (2007).[8] კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოიპოვა ტომეის ფილმებმა: „ვარსკვლავების მოწყვეტით“, „სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმები „საძინებელში“ და „„მოჭიდავე““.[9] ამ უკანასკნელ ორ ფილმში შესრულებული როლისთვის ტომეის სხვადასხვა ჯილდოები მიენიჭა.

ტომეიმ არსებითი სამუშაო გასწია თეატრში მუშაობითაც. ბროდვეის თეატრში აქვს შესრულებული როლები; ერთხანს თეატრში თამაში მოუწია ალ პაჩინოსთან და დაიან უესტთან.

1990-იანი წლების დასაწყისში ტომეი ხვდებოდა რობერტ დაუნის, რომელთანაც ერთად რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა.[10] 1999 წელს ტომეი ხვდებოდა დანა ეშბრუკს,[10][11] ასევე ურთიერთობა ჰქონდა ფრენკ პაგლიზთან, რომელთანაც ერთად იგი გრინვიჩ-ვილიჯში ცხოვრობდა.[10][12] ამჟამად ურთიერთობაში იმყოფება ლოგან მარშალ-გრინთან (დ. 1976), რომელიც აგრეთვე მსახიობია.[13]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1984 ბიჭი ფლამენგოდან The Flamingo Kid მენდი
1984 ტოქსიკური შურისმაძიებელი The Toxic Avenger კლუბის წევრი გოგონა
1981 თამაშის შენახვა Playing for Keeps ტრეისი
1991 ოსკარი Oscar ლიზა
1991 ზანდალი Zandalee რემი
1992 ჩემი ბიძაშვილი ვინი My Cousin Vinny მონა ლიზა
1992 ბუინობა Equinox როზი
1992 ჩაპლინი Chaplin მეიბლი
1993 ველური გული Untamed Heart ქეროლაინი
1994 მხოლოდ შენ Only You ფეითი
1994 გაზეთი The Paper მართა
1995 პერესის ოჯახში The Perez Family დორიტა
1995 ოთხი ოთახი Four Rooms მარგარეტი
1996 ვარსკვლავების მოწყვეტით Unhook the Stars მონიკა
1997 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაიევოში Welcome to Sarajevo ნინა
1998 ბევერლი ჰილზის ჯურღმულები Slums of Beverly Hills რიტა
1998 ჩემი საკუთარი ქვეყანა My Own Country მეტი
1998 სად დადიოდი? Since You've Been Gone ტორი
1998 მხოლოდ სიყვარული Only Love ილვი
2000 ბედნიერი შემთხვევა Happy Accidents რუბი
2000 მოთვალთვალე The Watcher პოლი
2000 რა სურთ ქალებს What Women Want ლოლა
2000 ჯუნგლის მეფე King of the Jungle დეტექტივი კოსტელო
2001 საძინებელში In the Bedroom ნატალი
2001 ფლირტი მხეცთან Someone Like You ლიზი
2001 ჯენიფერი Jenifer ნინა
2002 თორნბერის ველური კინო The Wild Thornberrys Movie ბრი
2002 მხოლოდ კოცნა Just a Kiss პაულა
2002 გურუ The Guru ლექსი
2003 სიბრაზის მართვა Anger Management ლინდა
2004 რა სურთ მამაკაცებს Alfie ჯული
2005 საყვარელი ბიჭი Loverboy სიბილი
2005 ფაქტოტუმი Factotum ლაურა
2006 დანიკა Danika დანიკა
2007 გრეისი ჩვენთან აღარ არის Grace Is Gone ქალი აუზთან
2007 რეალური ხარები Wild Hogs მეგი
2006 სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ Before the Devil Knows You're Dead ჯინა
2008 კორპორაცია ომი War, Inc. ნატალი
2008 მოჭიდავე The Wrestler პემი
2010 საირუსი Cyrus მოლი
2010 თანაკლასელები Grown Ups მაყურებელი
2011 ლინკოლნი ადვოკატისთვის The Lincoln Lawyer მარგარეტი
2011 ეს–სულელური–სიყვარული Crazy, Stupid, Love კეტი
2011 ხსნის ბულვარი Salvation Boulevard ჰონი
2011 მარტის იდები The Ides of March იდა ჰოროვიცი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Euvino, Gabrielle. The Complete Idiot's Guide to Italian History and Culture. Alpha Books, 2002. ISBN 0-02-864234-1.
  2. Film professor researches how female stardom links to American views on immigration and ethnicity დაარქივებული 2005-10-31 საიტზე Wayback Machine. . University of North Texas. October 25, 2001.
  3. Marisa Tomei Biography.. Tiscali.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-07. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  4. 4.0 4.1 Maris Tomei Biography. Yahoo! Movies. Movies.yahoo.com (1964-12-04). ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  5. Collins, Glenn. "Actress's Challenge in Change of Pace and Diction", The New York Times, August 10, 1992. Retrieved October 23, 2007.
  6. The New York Times, 1992. New York Times (1992-03-22). ციტირების თარიღი: 2010-05-29.
  7. My Cousin Vinny (1992) Review. The New York Times. ციტირების თარიღი: 2011-06-02.
  8. Marisa Tomei Box. Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  9. Rochlin, Margy (1997-02-02). „Vinny's Girlfriend, Climbing Back After Success“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-10-18.
  10. 10.0 10.1 10.2 Marisa Tomei. Hollywood.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-29. ციტირების თარიღი: May 4, 5009.
  11. Marisa Tomei. Ask Men. ციტირების თარიღი: 2009-05-04.
  12. Marisa Tomei Biography. Tiscali.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-27. ციტირების თარიღი: 2009-05-04.
  13. Logan Marshall-Green and Marisa Tomei. In Style magazine (2010-06-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-25. ციტირების თარიღი: 2009-03-17.