მაჩიტასებრნი
იერსახე
მაჩიტასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Legousia speculum-veneris | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Campanulaceae | ||||||||||||||
|
მაჩიტასებრნი (ლათ. Campanulaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ბუჩქბალახები, ზოგჯერ ბუჩქები და ტანდაბალი ხეებია.
70-მდე გვარის 2000-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მხოლოდ 2 გვარია ტროპიკების მთებში. საქართველოში 4 გვარის 78-მდე სახეობაა. სახეობათა სიმრავლით და გავრცელებით უფრო მნიშვნელოვანი გვარია მაჩიტა.
მაჩიტასებრთა ბევრი სახეობა დეკორატიულია. ზოგი იხმარება ხალხურ მედიცინაში, ხოლო, ზოგიერთი სარეველაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 510.