შინაარსზე გადასვლა

მონობის 12 წელი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მონობის 12 წელი“
დამდგმელი რეჟისორი სტივ მაკ-კუინი
პროდიუსერი ბრედ პიტი, დიდი გარდნერი, არნონ მილჩენი, ჯერემი კლაინერი, სტივ მაკ-კუინი, ენტონი კატაგასი
სცენარის ავტორი ჯონ რიდლი
ნაწარმოები მონობის 12 წელი
— სოლომონ ნორთაპი
როლებში ჩიუეტელ ეჯიოფორი
მაიკლ ფასბენდერი
მუსიკა ჰანს ციმერი
ოპერატორი შონ ბობიტი
მონტაჟი ჯოუ უოკერი
მხატვარი ადამ სტოკჰაუზენი
სტუდია Regency Enterprises
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი 8 ნოემბერი, 2013
ხანგრძლივობა 134 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $20 მლნ
შემოსავალი $52 192 000

მონობის 12 წელი (ინგლ. 12 Years a Slave) — 2013 წლის ეპიკურ-ისტორიული ფილმი. დაფუძნებულია სოლომონ ნორთაპის რეალურ ისტორიაზე და მის მიერ 1853 წელს გამოცემულ მემუარებზე.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შავკანიანი სოლომონ ნორთაპი იყო ნიუ-იორკის შტატში დაბადებული თავისუფალი შავკანიანი. ნორთაპი იყო განათლებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქ სარაგოტა-სპრინგზში. 1841 წელს ორმა ადამიანმა მას შესთავაზა მიმზიდველი სამუშაო ვაშინგტონში. ჩასვლისას, მას იტაცებენ, გახდა მონა და ეწია უმწეო სიცოცხლე, ერთი მეპატრონიდან მეორესთან გადასვლით. 12 წლის მონობის შემდეგ ნორთაპი ახერხებს გათავისუფლებას და ოჯახთან დაბრუნებას.

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]