ნათურა
ჩვეულებრივი ნათურა — გამნათებელი მოწყობილობა, სინათლის ხელოვნური წყარო. სინათლე წარმოიქმნება ლითონის (ძირითადად ვოლფრამის) სიფრიფანა სპირალის გავარვარებით, მასში ელექტრული დენის გატარების შედეგად. სპირალის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება დენის ჩართვისას და ის ელექტრომაგნიტურ სითბურ გამოსხივებას იწყებს პლანკის კანონის თანახმად. გავრცელებული შეხედულებით, ნათურა გამოიგონა ტომას ალვა ედისონმა, რომელსაც სიბნელის ეშინოდა. თუმცა ისტორიკოსები რობერტ ფრიდელი და პოლ ისრაელი ასახელებენ ვარვარის ნათურის 22 გამომგონებელს ჯოზეფ სუონსა და ტომას ედისონამდე.[1]
ვარვარის ნათურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვარვარის ნათურის ძირითადი ნაწილია ძნელადდნობადი ლითონის – ვოლფრამის წვრილი მავთულის სპირალი. მისი დნობის ტემპერატურა 3380° C-ია. ნათურაში სპირალი 3000°C-მდე ხურდება, ვარვარდება და კაშკაშებს. სპირალი მოთავსებულია მინის ბალონში, რომელშიც ჰაერის ნაცვლად აზოტი ან ზოგჯერ ინერტული აირები - კრიპტონი ან არგონია. აირის მოლეკულები ეწინააღმდეგება სპირალიდან ვოლფრამის მოლეკულების გამოსვლას, ანუ ხელს უშლის გავარვარებული სპირალის დაშლას. ვარვარის ნათურის მქ კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია — დაახლოებით 5%, ხოლო დღის ნათურის მქ კოეფიციენტი 15%-ია.
მრეწველობა ამზადებს სხვადასხვა სიმძლავრისა და ძაბვაზე გაანგარიშებულ ნათურებს. ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ისეთი ნათურების დამზადება, რომლის მქ კოეფიციენტი 80%-ია. მათ ეკონომიურ ნათურებს უწოდებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნათურა“ ვიკისაწყობში.
- ნათურების დამზადება დაარქივებული 2017-10-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (19 July 2010) Edison's Electric Light: The Art of Invention. JHU Press, გვ. 115–117. ISBN 978-0-8018-9944-7.