ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი
ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი (რუს. Никола́й Никола́евич Боголю́бов; დ. 21 აგვისტო, 1909, ნიჟნი-ნოვგოროდი — 13 თებერვალი, 1992, მოსკოვი) — რუსი მათემატიკოსი და თეორეტიკოსი-ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბოგოლიუბოვი დაიბადა 1909 წლის 21 აგვისტოს ნიჟნი-ნოვგოროდში (ახლანდელი გორკი). 14 წლის ასაკში ბოგოლიუბოვმა მუშაობდა დაიწყო რუს მათემატიკოს კრილოვთან კიევში. მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი „დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების ქცევა უსასრულობაზე“. 1925 წელს ბოგოლიუბოვი მიიღეს უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ასპირანტურაში, სადაც მან კურსის დასრულების შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე — „ვარიაციული აღრიცხვის პირდაპირი მეთოდების გამოყენება უმარტივესი ამოცანის არარეგულარული შემთხვევების კვლევაში“.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის ადრეული ნაშრომები ეხება მათემატიკის სხვადასხვა დარგს. ამ შრომების მნიშვნელობას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტი: უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ მათ ავტორს 21 წლის ასაკში მიენიჭა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
ბოგოლიუბოვი 1932 წლიდან მასწავლებელთან ერთად შეუდგა ახალი დარგის, არაწრფივ რხევათა თეორიის შექმნას (იგივე არაწრფივი მექანიკა). დიფერენციალურ განტოლებათა ასიმპტოტური ინტეგრირების მეთოდი, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა ასტრონომიაში კონსერვატიული სისტემებისათვის ბოგოლიუბოვმა განაზოგადა რხევითი სისტემების მიმართ. რადიოფიზიკის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ბოგოლიუბოვის ნაშრომებმა. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა იქონია დინამიკურ სისტემათა აბსტრაქტული თეორიის დამუშავებაში, სადაც მის მიერ მიღებული შედეგები კლასიკურადაა აღიარებული.
სტატისტიკურ ფიზიკაში ბოგოლიუბოსი ეფექტურად იყენებდა შეშფოთების თეორიის რეგულარულ მეთოდებს, რომელიც მანამდე მის მიერ იქნა დამუშავებული არაწრფივ მექანიკაში შემუშავებულ ფუნდამენტურ ნაშრომში — „მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი სტატისტიკური მეთოდის შესახებ“ (1945) და „დინამიკური თეორიის პრობლემები სტატისტიკურ ფიზიკაში“ (1946). ამ ნაშრომებმა ჩვენ მოგვცდა სტატისტიკური ფიზიკის ამოცანების გადაწყვეტის პრინციპულად ახალი მეთოდები როგორც სტანციონალური, ისე არასტანციონალური შემთხვევებისათვის. განაწილების ფუნქციისათვის მან შექმნა ეგრეთ წოდებული „ჯაჭვური მეთოდი“, რომელიც წონასწორული და არაწონასწორული სტასტისტიკური მექანიკის ძირითად მეთოდად იქცა.
სტატისტიკური ამოცანების გადაწყვეტისას ბოგოლოუბოვმა პირველად გამოიყენა „კვაზისაშუალოს“ მეთოდი, რომელიც ნაყოფიერი აღმოჩნდა ატომის ბირთვის კვლევაშიც. 1950-იანი წლებიდან ბოგოლიუბოვის ინტერესების სფეროში მოექცა ველის კვანტური თეორია. მივისე შრომათა დიდი ნაწილი მიეძღვნა შეშფოთების თეორიის მწკრივში ეგრეთ წოდებულ „ულტრაიისფერი განშლადობის“ პრობლემის გადაჭრას.
ბოგოლიუბოვი არის აგრეთვე სამი დიდი მეცნიერული სკოლის შემქმნელი: არაწრფივ მექანიკასა და მათემატიკურ ფიზიკაში, სტატისტიკურ მექანიკაში და ველის კვანტურ თეორიაში. 1965 წელს იგი სათავეშე ჩაუდა დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტს.
ნიკოლოზ ბოგოლიუბოვს მეცნიერული და მეგობრული კავშირი ჰქონდა ქართველ მათემატიკოსებთად და ფიზიკოსებთან. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა ისეთ ქართველ მათემატიკოსებს, როგორებიც იყვნენ: ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ვიქტორ კუპრაძე, ილია ვეკუა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ალბერტ თავხელიძესთან მეცნიერული თანამშრომლობა: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში მათ გამოქვეყნებული აქვთ ათზე მეტი ერთობლივი ნაშრომი.
ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი გარდაიცვალა 1992 წლის 13 თებერვალს მოსკოვში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ., IV, გვ. 293-296, თბ., 1980.
- БСЭ, III изд., т. 3, М., 1970.
- Н. Н. Боголюбов (к шестидесятилетию со дня рождения). УМТ, 1969, т. 24, в. 4 (148).
- Академик А Логунов, академик В. Владимиров, Щедрость поиска (к семидесятилетию со дня рождения Н. Н. Боголюбова). газ. «Известия», 22/VIII, 1979 г.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.mi.ras.ru/index.php?c=inmemoriapage&id=21693&l=1
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Боголюбов Николай Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11906703X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.ras.ru/win/db/award_dsc.asp?P=id-1.ln-ru
- ↑ http://www.aps.org/programs/honors/prizes/heineman.cfm
- ↑ https://www.ictp.it/prize/dirac-medal
- ↑ Nikolaj Nikolajevič Bogoljubov
- დაბადებული 21 აგვისტო
- დაბადებული 1909
- გარდაცვლილი 13 თებერვალი
- გარდაცვლილი 1992
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- რუსი ფიზიკოსები