პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ასოციაცია | პანამის ფეხბურთის ფედერაცია | ||
---|---|---|---|
კონფედერაცია | კონკაკაფი | ||
მთავარი მწვრთვნელი | თომას კრისტიანსენი | ||
კაპიტანი | ჰაროლდ კამინგსი | ||
ყველაზე მეტი კეპი | გაბრიელ გომესი (149) | ||
ბომბარდირი |
ლუის ტეხადა (43) ბლას პერესი (43) | ||
სტადიონი | რომელ ფერნანდესი | ||
ფიფა-ს კოდი | PAN | ||
ფიფა-ს რეიტინგი | 58 (6 აპრილი, 2023) | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 29 (მარტი, 2014) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 150 (აგვისტო, 1995) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
პანამა 2–1 ვენესუელა (პანამა, პანამა; 12 თებერვალი, 1938) [1] | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
პანამა 12–1 პუერტო-რიკო (ბარანკილია, კოლუმბია; 13 დეკემბერი, 1946) [2] | |||
უდიდესი დამარცხება | |||
პანამა 0–11 კოსტა-რიკა (პანამა, პანამა; 16 თებერვალი, 1938) [3] | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 1 (პირველად 2018) | ||
საუკეთესო შედეგი | ჯგუფური ეტაპი, 2018 | ||
კონკაკაფის ოქროს თასი | |||
გამოსვლა | 8 (პირველად 1963) | ||
საუკეთესო შედეგი | მე-2 ადგილი, 2005, 2013 |
პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Panamá) — ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პანამას საერთაშორისო მატჩებსა და საფეხბურთო ტურნირებზე. იმართება პანამის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. არის კონკაკაფის და ფიფას წევრი და მონაწილეობს მათ მიერ მოწყობილ საფეხბურთო ტურნირებსა და შეჯიბრებებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1920-იანი და 1930-იანი წლების დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორგანიზებული ფეხბურთი პანამაში დაახლოებით 1920-იანი წლებიდან დაიწყო, რა დროსაც გამორჩეულ როლს თამაშობდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ დოქტორი ფიგე (Dr. Fige) ანტილის რეგიონში და განსაკუთრებით, პოლკოვნიკი გაბრიელ ბარიოსი (Gabriel Barrios) — იმ დროის პანამური სპორტის მნიშვნელოვანი მფარველი და მეცენატი. ამ პერიოდის შესახებ მოპოვებული პირველი ცნობები მიუთითებს პანამური ფეხბურთის ტრანსფორმაციის ათწლეულზე, რომლის ორგანიზაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. თუმცა, სათანადო მხარდაჭერის ნაკლებობამ და იმ წლების მძიმე პირობებმა არ მისცა მას საერთაშორისო დონეზე გასვლისა და ასპარეზობის შესაძლებლობა.
პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი 1938 წლის 12 თებერვალს ვენესუელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა და პანამელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.
2000-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში პანამა ეთამაშებოდა აშშ-ის ნაკრებს, ხოლო მის კონკურენტს, მექსიკას უწევდა გასვლითი მატჩი კოსტა-რიკის წინააღმდეგ. საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი შედგებოდა ექვსი ნაკრებისგან, აქედან პირველი სამი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ხვდებოდა, ხოლო მეოთხეს უნდა ეთამაშა გადათამაშება სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან. აშშ-ს, კოსტა-რიკას და ჰონდურასს გარანტირებული ჰქონდათ პირველი, მეორე და მესამე ადგილები, ხოლო მეოთხე ადგილზე მოსახვედრად იბრძოდნენ პანამა და მექსიკა. მექსიკას ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევდა, პანამას კი ესაჭიროებოდა აშშ-ის დამარცხება და მისი კონკურენტის მარცხი. ბოლო ტურში მექსიკა დამარცხდა კოსტა-რიკასთან 2–1, ხოლო პანამა 93-ე და 94-ე წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა აშშ-ს ნაკრებთან 2–3 და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.[4]
2017 წლის 11 ოქტომბერს პანამასთვის ნანატრი დღე დადგა და პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პანამასთან ერთად კიდევ ხუთი გუნდი იბრძოდა ტურნირზე მოსახვედრად: მექსიკა, კოსტა-რიკა, აშშ, ჰონდურასი და ტრინიდადი და ტობაგო. აქედან მხოლოდ პირველი სამი გუნდი ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონაზე პირდაპირი გზით, მეოთხე გადათამაშებას თამაშობდა ოკეანეთის წარმომადგენელთან. მექსიკას და კოსტა-რიკას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ბოლო ტურისთვის უკვე გარანტირებული ჰქონდათ, მესამე (და მეოთხე) ადგილისთვის კი სწორედ პანამა, აშშ და ჰონდურასი იბრძოდნენ. ბოლო ტურში აშშ-ის ნაკრებს ფრეც კი ხელს აძლევდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, თუმცა ისინი დამარცხდნენ ჯგუფის აუტსაიდერ ტრინიდად და ტობაგოსთან, საპირისპიროდ პანამას ნაკრებმა კი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოახერხა კოსტა-რიკის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა. თავისი მატჩი ჰონდურასმაც მოიგო, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო იგი მეოთხე ადგილზე გავიდა.
11 ოქტომბერი პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, პანამის და ისლანდიის ეროვნული გუნდები იყვნენ ერთადერთი დებიუტანტები. პანამას ჯგუფში კენჭისყრის შედეგად მოხვდნენ ინგლისის, ბელგიის და ტუნისის ნაკრებები. პირველი მატჩი პანამას უნდა გაემართა ბელგიის წინააღმდეგ. ბელგიის ნაკრები თავისი „ოქროს თაობის“ ვარსკვალავებით იყო დაკომპლექტებული. პანამის ნაკრების მწვრთნელმა ერნან გომესმა იმედიანი განცხადება გააკეთა მატჩის წინ: „თუ ისლანდიამ მიაღწია წარმატებას არგენტინასთან, პანამამაც შეიძლება აჩვენოს კარგი შედეგი“ (წინა დღეს ისლანდიის ნაკრებმა 1–1 ითამაშა არგენტინასთან). ამის მიუხედავად, პანამამ 0–3 წააგო. მეორე მატჩში პანამა ინგლისს დაუპირისპირდა და 1–6 დამარცხდა. პანამას მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ფელიპე ბალოიმ. ბოლო ტურში პანამა 1-2 დამარცხდა ტუნისთან და ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს. [5][6]
პანამის ნაკრების მთავარი მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვრთნელი | პერიოდი | ქვეყანა |
---|---|---|
რომეო პარავიჩინი | 1938* | ურუგვაი |
მანუელ სანჩეს დიურანი | 1941 | პერუ |
ემელ ოსპინო | 1946 | პანამა |
ოსკარ რენდოლი | 1946 | ჩილე |
ოსკარ სუმან კარილიო | 1949 | პანამა |
გილბერტო კასანოვა | 1950 | კოლუმბია |
მოზეს შტერნი | 1950 | ავსტრია |
ოსკარ რენდოლი | 1951 | ჩილე |
როხელიო დიასი | 1952 | პანამა |
ემელ ოსპინო | 1956 | პანამა |
ხოსე კასაბლანკა | 1961 | ესპანეთი |
რაულ „ჩე“ ალვარესი | 1963–1964 | არგენტინა |
ხოსე კასაბლანკა | 1967 | ესპანეთი |
ლუის კარლოს პონსე | 1967 | პანამა |
ნესტორ ვალდესი | 1969 | ჩილე |
უგო ტასარა | 1971–1973 | ჩილე |
რენატო პანაი | 1976 | ჩილე |
ომარ მურაკო | 1978 | არგენტინა |
ედგარდო ბალდი | 1979 | ურუგვაი |
ლუი ბორგინი | 1980 | ურუგვაი |
რუბენ კარდენასი | 1980 | პანამა |
ორლანდო მუნიოსი | 1984 | პანამა |
კარლოს კავანიარო | 1984 | არგენტინა |
ხუან კოლეკიო | 1986–1987 | არგენტინა |
მიგელ ანხელ მანსილია | 1987–1988 | ურუგვაი |
მიგელ ანხელ მანსილია | 1990 | ურუგვაი |
საულ სუარესი | 1991–1992 | კოლუმბია |
გუსტავო დე სიმონე | 1992–1993 | ურუგვაი |
საულ სუარესი | 1993–1994 | კოლუმბია |
სესარ მატურანა | 1995–1996 | კოლუმბია |
ოსკარ არისტისაბალი | 1996–1997 | კოლუმბია |
ორლანდო მუნიოსი | 1998–1999 | პანამა |
ოსკარ არისტისაბალი | 1999 | კოლუმბია |
მიგელ ანხელ მანსილია | 1999–2000 | ურუგვაი |
ესეკიელ ფერნანდესი | 2000 | პანამა |
ლეოპოლდო ლი | 2000 | პანამა |
მიჰაი სტოიჩიტა | 2001** | რუმინეთი |
ბილი სტენინგი | 2001–2002 | ინგლისი |
კარლოს ალბერტო და ლუსი | 2002–2003 | ბრაზილია |
გონსალო სოტო | 2003 | კოლუმბია |
ხოსე ეუხენიო ერნანდესი | 2004–2005 | კოლუმბია |
ხულიო დელი ვალდესი ხორხე დელი ვალდესი |
2006 | პანამა |
ვიქტორ რენე მენდიეტა | 2006 | პანამა |
ალექსანდრე გიმარაეში | 2006–2008 | ბრაზილია კოსტა-რიკა |
გარი სტემპელი | 2008–2009 | პანამა ინგლისი |
ხორხე დელი ვალდესი | 2010 | პანამა |
ხულიო დელი ვალდესი | 2010–2013 | პანამა |
ერნან დარიო გომესი | 2014–2018 | კოლუმბია |
გარი სტემპელი | 2018–2019 | პანამა ინგლისი |
ხულიო დელი ვალდესი | 2019 | პანამა |
ამერიკო გალიეგო | 2019–2020 | არგენტინა |
თომას კრისტიანსენი | 2020– | დანია ესპანეთი |
* 1938 წლის თებერვალი. ** 2001 წლის თებერვალი-აგვისტო.
რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩატარებული მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]N.º | ფეხბურთელი | პერიოდი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|---|
1 | გაბრიელ გომესი | 2003–2018 | 149 | 12 |
2 | ხაიმე პენედო | 2003–2018 | 136 | 0 |
3 | ალბერტო კინტერო | 2007– | 129 | 7 |
4 | ბლას პერესი | 2001–2018 | 124 | 43 |
5 | ანიბალ გოდოი | 2010– | 124 | 3 |
6 | არმანდო კუპერი | 2006– | 123 | 9 |
7 | რომან ტორესი | 2005–2021 | 119 | 10 |
8 | ლუის ტეხადა | 2001–2018 | 108 | 43 |
9 | ფელიპე ბალოი | 2001–2018 | 103 | 4 |
10 | გაბრიელ ტორესი | 2005– | 102 | 24 |
ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]N.º | ფეხბურთელი | პერიოდი | გოლი | მატჩი |
---|---|---|---|---|
1 | ლუის ტეხადა | 2001–2018 | 43 | 108 |
2 | ბლას პერესი | 2001–2018 | 41 | 122 |
3 | გაბრიელ ტორესი | 2005– | 24 | 102 |
4 | ლუის ერნესტო ტაპია | 1960–1979 | 20 | 77 |
5 | ხორხე დელი ვალდესი | 1990–2005 | 19 | 48 |
6 | ხამეს სანტიაგო ანდერსონი | 1938–1948 | 18 | 23 |
7 | ხულიო დელი ვალდესი | 1990–2006 | 18 | 47 |
8 | კარლოს მარტინესი | 1946–1954 | 17 | 20 |
9 | რობერტო ბრაუნი | 2000–2011 | 16 | 54 |
10 | გაბრიელ გომესი | 2003–2018 | 12 | 149 |
11 | როლანდო ბლექბერნი | 2010– | 12 | 51 |
ფინალური ტურნირები | შესარჩევი ტურნირები | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | შედეგი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ნშ | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ||
1930 | არ იყო ფიფას წევრი | არ იყო ფიფას წევრი | |||||||||||||||
1934 | |||||||||||||||||
1938 | უარი თქვა მონაწილეობაზე |
უარი თქვა მონაწილეობაზე | |||||||||||||||
1950 | |||||||||||||||||
1954 | |||||||||||||||||
1958 | |||||||||||||||||
1962 | |||||||||||||||||
1966 | |||||||||||||||||
1970 | |||||||||||||||||
1974 | |||||||||||||||||
1978 | ვერ გავიდა | 6 | 1 | 1 | 4 | 7 | 21 | ||||||||||
1982 | 8 | 0 | 1 | 7 | 3 | 24 | |||||||||||
1986 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 4 | |||||||||||
1990 | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 3 | |||||||||||
1994 | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 5 | |||||||||||
1998 | 8 | 3 | 2 | 3 | 14 | 13 | |||||||||||
2002 | 10 | 3 | 1 | 6 | 9 | 19 | |||||||||||
2006 | 18 | 4 | 4 | 10 | 19 | 32 | |||||||||||
2010 | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 3 | |||||||||||
2014 | 20 | 8 | 7 | 5 | 31 | 18 | |||||||||||
2018 | ჯგუფური ეტაპი | 32-ე | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 11 | ნ | 16 | 6 | 5 | 5 | 16 | 15 | ||
2022 | ვერ გავიდა | 20 | 11 | 4 | 5 | 38 | 21 | ||||||||||
2026 | მოგვიანებით დადგინდება | მოგვიანებით დადგინდება | |||||||||||||||
სულ | ჯგუფური ეტაპი | 1/22 | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 11 | — | 114 | 38 | 26 | 50 | 142 | 178 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონკაკაფის ჩემპიონატი / ოქროს თასი
- ცენტრალური ამერიკის თასი
- CCCF ჩემპიონატი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პანამის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი
- პანამის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას ოფიციალურ საიტზე
- პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები Concacaf.com-ზე
- პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები Facebook-ზე
- პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები Twitter-ზე