შინაარსზე გადასვლა

პაჭანიკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთი ევროპა, პაჭანიკთა ძირითადი დასახლებები, 1015 წ.

პაჭანიკები (რუს. Печенег(и), თურქ. Peçenek(ler), უნგრ. Besenyő(k), ბერძ. Πατζινάκοι, Πετσενέγοι, Πατζινακίται, სერბ. Pečenjezi, ლათ. Pacinacae, Bisseni) — ტომთა კავშირი. ჩამოყალიბდა მომთაბარე თურქების, სერმატული და უნგრულ-ფინური ტომების შერწყმის შედეგად. ეთნიკურად ევროპეიდული და მონღოლოიდური ტიპების ნარევს წარმოადგენდნენ. ენა მიეკუთვნებოდა თურქულ ენათა ჯგუფს. VIII-IX საუკუნეებში სახლობდნენ მდინარე ვოლგასა და ურალს შორის. IX საუკუნეში გადაინაცვლეს დასავლეთით და დასახლდნენ უდიდეს ტერიტორიაზე ვოლგის ქვემო წელიდან დუნაის შესართავამდე. პაჭანიკების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო. X საუკუნეში ხშირად თარეშობდნენ რუსი მთავრების სამფლობელოებში, 1036 წელს იაროსლავ ბრძენმა ბოლო მოუღო მათ თარეშს. XIII-XIV საუკუნეებში პაჭანიკები გაითქვიფნენ ყივჩაღებთან, რუსებთან, ბიზანტიელებთან, უნგრელებთან და მონღოლებთან.

მოხსენიებული არიან ბიზანტიურ, არაბულ, რუსულ და დასავლეთევროპულ ჟამთააღწერებში.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 346 – "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.