შინაარსზე გადასვლა

პორტალი:იუდაიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედაქტირება იუდაიზმი

იუდაიზმი (ბერძ. Ἰουδαϊσμός, ებრ. יהדות, იაჰადუთ — «ებრაული რელიგია», ბიბლიური პატრიარქის იაკოვის შვილის იეჰუდას სახელიდან. იუდაიზმი მონოთეისტური რელიგიებიდან უძველესია. იუდაიზმის წმინდა წიგნია — თანახი (თორა) («ებრაული ბიბლია» ან «ძველი აღთქმა»), რომელშიც აღწერილია ებრაული ერის ისტორია დასაბამიდან მეორე ტაძრამდე.

რედაქტირება რჩეული სტატია
შვიდტოტა მენორა - იუდაიზმის უძველესი სიმბოლო
იუდაიზმი (ებრ. יהדות - იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში. (სრულად...)

რედაქტირება ახალი სტატიები
რედაქტირება როგორ დაგეხმაროთ?

შექმენით ცხელი სტატიები.

რედაქტირება რჩეული სურათი
რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება პროექტები

დაგვეხმარეთ ებრაელები სტატიის გავრცობაში და რჩეულემადე აყვანაში.

რედაქტირება დობილი პორტალები