შინაარსზე გადასვლა

ჟან პიაჟე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან პიაჟე
ფრანგ. Jean Piaget
დაბ. თარიღი 9 აგვისტო, 1896(1896-08-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი ნევშატელი[14]
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 1980(1980-09-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (84 წლის)
გარდ. ადგილი ჟენევა
დასაფლავებულია სამეფო სასაფლაო[15]
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა ფსიქოლოგი[1] [12] , ზოოლოგი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი, malacologist, ბიოლოგი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი, ლოზანის უნივერსიტეტი, International Bureau of Education და ნევშატელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ნევშატელის უნივერსიტეტი
მეუღლე Valentine Piaget
მამა Arthur Piaget
ჯილდოები ერაზმის პრემია, ბალცანის პრემია, ტორნდაიკის ჯილდო[16] , ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[17] , Award for Distinguished Contributions to Developmental Psychology[18] , doctor honoris causa from the University of Paris[19] [20] და Honorary Fellow of the British Psychological Society
გავლენა მოახდინეს

ჟან პიაჟე (Jean_Piaget; დ. 9 აგვისტო, 1896, ნევშატელი — გ. 16 სექტემბერი, 1980, ჟენევა) — შვეიცარიელი ფსიქოლოგი. იყო ნევშატელის (1926-1929), ჟენევისა (1929-იდან) და ლოზანის (1937-1954) უნივერსიტეტების პროფესორი. ჟან ჟაკ რუსოს ინსტიტუტის დირექტორი ჟენევაში (192-დან). გენეტიკური ეპისტემოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი პარიზში (1955). შექმნა ინტელექტის ოპერაციონალისტური კონცეფცია და გენეტიკური ეპისტემოლოგია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. პიაჟეს კვლევის ძირითადი სფეროა გენეტიკური ბავშვის ფსიქოლოგია.

შემეცნებითი თეორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიაჟეს შემეცნებითი თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც.

ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან. პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების - სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით.

ასიმილაციისა და აკომოდაციის მაგალითია: მცირეწლოვანი ბავშვი იქმნის წარმოდგენას რომ ყველაფერი რაც დაფრინავს არის ჩიტი. როდესაც ბავშვი პირველად ხედავს თვითმფრინავს ის მას ჩიტს ეძახის. ამ დროს ის იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას, ანუ დაუქვემდებარებს თვითმფრინავს მისთვის ნაცნობ სქემას, რომ ყველაფერი, რაც დაფრინავს, არის ჩიტი. შემდეგ უკვე ხვდება, რომ თვითმფრინავი არ არის ჩიტი და იგონებს მისთვის ახალ სახელს. ამ დროს ბავშვი იყენებს აკომოდაციის შესაძლებლობას და ქმნის ახალ სქემას, სადაც ჩიტი და თვითმფრინავი სხვადასხვა რამე არის.

ასიმილაციისა და აკომოდაციის ურთიერთქმედება თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის სისწორეს. კერძოდ, ყოველი ბავშვი ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან განსხვავებულ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს ინფორმაციას. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას - კონსტრუქციას.

ასიმილაციის, აკომოდაციისა და კონსტრუქციის პროცესი დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ყოველი ახალი კონსტრუქცია შემეცნებით სისტემას უფრო მოქნილსა და ძლიერს ხდის.

პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:

  1. შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები;
  2. შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვენ ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია);
  3. სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდნენ მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს,რომლებიც სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც აღემატება მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს.

შემეცნების განვითარების საფეხურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიაჟეს მიხედვით ყველა ბავშვი გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს მსგავსი თანმიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება. არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ზოგადი ეტაპი ანუ საფეხური:

მოიცავს ცხოვრების პირველ ორ წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებთან და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს შეიმეცნებს მარტივი მოქმედებების საშუალებით. ასეთი მარტივი მოქმედებებია: წოვა, ტაცება, ღეჭვა,დათვალიერება და სხვა.

მოიცავს 2-6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები,რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით. პრეოპერაციულ საფეხურზე ბავშვი ჯერ არ ფლობს პრობლემის სიმბოლური გადაჭრის ჩვევებს და უჭირს ობიექტთა კლასიფიკაცია. სხვადასხვა შინაარსის შეცდომები და უხერხულობები თან ახლავს მის მცდელობებს, რომ გაიგოს სამყარო.

კონკრეტული ოპერაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ეტაპი მოიცავს 6-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების დიდი რაოდენობა ქრება. ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა. შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას - რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ... ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.). მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება, სინთეზი; რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამოცანა პირდაპირ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.

ფორმალური ოპერაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იწყება 11 წლიდან და მოზრდილობამდე გრძელდება. ამას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი არ იყოს პირდაპირ რეალობიდან აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118594133 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Nationalencyklopedin — 1999.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. 7.0 7.1 Willats J., Costall A. Piaget, Jean // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T067264
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 Internet Philosophy Ontology project
  11. 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  14. Пиаже Жан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Kathari S., Riliet N. Histoire et Guide des cimetières genevoisGenève: Éditions Slatkine, 2009. — P. 502. — ISBN 978-2-8321-0372-2
  16. https://apadiv15.org/awards/division-15-career-achievement-award/past-recipients-of-the-career-achievement-award/
  17. https://www.apa.org/about/awards/scientific-contributions?tab=3
  18. https://www.apadivisions.org/division-7/awards/distinguished-contributions?tab=3
  19. Onze nouveaux docteurs "honoris causa" de l'université de Paris / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1947. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  20. L'Information universitaire — 1947. — ISSN 2024-3693