როი ჰოჯსონი
იერსახე
როი ჰოჯსონი (ინგლ. Roy Hodgson; დ. 9 აგვისტო, 1947) — ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. წვრთნიდა როგორც ეროვნულ ნაკრებებს, ასევე საფეხბურთო კლუბებს. ჰოჯსონის გაწვრთნილმა კლუბებმა 1997 (ინტერი) და 2010 წლებში (ფულემი) მიაღწიეს უეფას თასისა და ევროპის ლიგის ფინალებამდე. 2012-2016 წლებში იყო ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. 2017 წლიდან კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელია.[1]