როსის კუნძული
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | როსის ზღვა |
კოორდინატები | 77°30′ ს. გ. 168°00′ ა. გ. / 77.500° ს. გ. 168.000° ა. გ. |
ფართობი | 2460 კმ² |
სიგრძე | 69 კმ |
უმაღლესი წერტილი | 3794 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
როსის კუნძული (ინგლ. Ross Island) — კუნძული ანტარქტიდაში, როსის ზღვაში. დედამიწის ერთ-ერთი სამხრეთი კუნძული.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართობი — 2460 კმ². სიგრძე — 69 კმ. თითქმის მთლიანად დაფარულია თოვლითა და ყინულით. მასზე აღმართულია ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალები: ერებუსი (3794 მ) და ტერორი (3230 მ). ერებუსი — ყველაზე სამხრეთი აქტიური ვულკანია დედამიწაზე. მოქცეულია როსის ტერიტორიის ფარგლებში. კუნძულის სამხრეთ დაბოლოებაზე მდებარეობს ამერიკული ანტარქტიკული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტარქტიდის რეგიონის ცნობილმა ზღვაოსანმა და მეზღვაურმა ჯეიმზ კლარკ როსმა კუნძული აღმოაჩინა 1841 წელს. მან კუნძულზე ასევე აღმოაჩინა ვულკანები და მათ თავისი გემების პატივსაცემად ერებუსი და ტერორი დაარქვა.
ტერიტორიული პრეტენზიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსის კუნძული, მიუხედავად 1961 წლის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებისა, მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ როსის ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონზე დამოკიდებულებით, კუნძულზე იმყოფება 200-დან 1000 ადამიანამდე. მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ ბევრი მკვლევარი ცხოვრობს მსგავს პირობებში წელიწადზე მეტი ხნის პერიოდში.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსის კუნძული არ უნდა აგვერიოს ჯეიმზ როსის კუნძულში, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდის ნახევარკუნძულთან. ორივე კუნძულს სახელი დაერქვა ერთი და იგივე ადამიანის — ჯეიმზ კლარკ როსის პატივსაცემად, მაგრამ ისინი სხვადასხვა კუნძულებია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როსის კუნძული — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)