შინაარსზე გადასვლა

საბრათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბრათის არქეოლოგიური ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

საბრათის თეატრი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 32°47′32″ ჩ. გ. 12°29′03″ ა. გ. / 32.79222° ჩ. გ. 12.48417° ა. გ. / 32.79222; 12.48417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 184
საფრთხის ქვეშ 2016 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

საბრათა (არაბ. صبراتة‎) — ანტიკური ქალაქი თანამედროვე ლიბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აზ-ზავიის მუნიციპალიტეტში. ერთ დროს წარმოადგენდა ტრიპოლისის „სამი ქალაქიდან" ყველაზე დასავლეთით მდებარეს. განფენილია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტრიპოლიდან 65 კმ-ით დასავლეთით. 1982 წელს, მისი ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური არეალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

საბრათის ნავსადგური სავარაუდოდ ძვ. წ. 500 წელს დაარსდა, როგორც ფინიკიელთა სავაჭრო პოსტი, რომელიც აფრიკის შიგა რეგიონებიდან გამომავალ პროდუქტების გადაზიდვას ემსახურებოდა. ფინიკიელებმა მას ბერბერული სახელი 'Sbrt'n' უწოდეს,[1] რაც სავარაუდოს ხდის, რომ მათ მოსვლამდე და ახალი ქალაქის აშენებამდე, მის ადგილას ადგილობრივთა ქალაქო მდებარეობდა. საბრათა გახდა მოკლე ისტორიის მქონე ნუმიდიური მასინისას სამეფოს ნაწილი, სანამ ის ახ. წ. II-III საუკუნეებში რომის შემადგენლობაში შევიდოდა და ხელახლა აშენდებოდა. საბრათის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ლეპტის-მაგნაში დაიბადა იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი, რომლის მმართველობისასაც, საბრათამ თავის მონუმენტურ პიკს მიაღწია. ქალაქი მძიმედ დაზიანდა IV საუკუნის მიწისძვრებისას, განსაკუთრებით 365 წელს. მოკრძალებული მასშტაბებით ის ბიზანტიელი მმართველების დროს აღდგა. არაბების მიერ მაღრიბის დაპყრობის 100 წლიან პერიოდში, სავაჭრო ნავსადგურებმა საბაფრადან სხვა ადგილებში გადაინაცვლა, რის შემდეგაც ის სოფლად იქცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არექოლოგიური ტერიტორიის პანორამა
საბრათის თეატრის პანორამა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 184
ინგლ.რუს.ფრ.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: