სეზონის მწვრთნელი პრემიერლიგაში
პრემიერლიგის სეზონის მწვრთნელი — ფეხბურთის ასოციაციის ჯილდო ინგლისში, რომელიც გადაეცემა საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელს. ჯილდო გამოარჩევს პრემიერლიგაში მწვრთნელს სეზონის მიხედვით. გამარჯვებული ვლინდება ლიგის სპონსორების ერთობლივი გადაწყვეტილებით მაისის მეორე ან მესამე კვირაში.[1] ჯილდო დაწესდა 1993-1994 წლების პრემიერლიგის სეზონზე კარლინგის მიერ. აღნიშნულ ჯილდოს სახელი მთავარი სპონსორიდან გამომდინარე ეწოდება, 1994 დან 2001 წლამდე კარლინგის წლის მწვრთნელი, 2001 დან 2004 წლამდე ბარკლიკარდის წლის მწვრთნელი და 2004 წლიდან დღემდე ბარკლეის სეზონის მწვრთნელი ჰქვია.[2]
1994 წელს სადებიუტო ჯილდო გადაეცა პრემიერლიგის გამარჯვებულ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს.[3] მიმდინარე გამარჯვებულია მანჩესტერ სიტის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ (11) ეს ჯილდო დაიმსახურა ალექს ფერგიუსონმა 1994 წლიდან 2013 წლამდე. 1998 წელს არსენ ვენგერი გახდა პირველი არაბრიტანელი, რომელმაც გამარჯვება მოახერხა, აღნიშნული ჯილდო ვენგერმა არსენალის სახელით კიდევ ორჯერ მოიპოვა. ჟოზე მოურინიომ და პეპ გვარდიოლამ შეძლეს ერთზე მეტჯერ გამარჯვება, მათ ფერგიუსონის შემდეგ მოახერხეს ზედიზედ რამდენიმე სეზონში საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის აღება.
ოთხმა მწვრთნელმა პრემიერლიგის ტიტულის აღების გარეშე შეძლო ჯილდოს მოპოვება. ჯორჯ ბარლიმ (2000-2001 წლების სეზონი) იფსვიჩ თაუნი მეხუთე პოზიციაზე გაიყვანა, ამ სეზონში იფსვიჩი პრემიერლიგაში ახალ გადმოსული იყო,[4] ჰარი რედნაპმა 2009-2010 წლების სეზონში შეძლო ტოტენჰემ ჰოტსპურის მეოთხე პოზიციაზე გაყვანა, ეს კლუბისთვის თორმეტი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო,[5] ალან პარდიუს ხელმძღვანელობით 2011-2012 წლებში ნიუკასლ იუნაიტედიმ უმაღლეს პოზიციას მიაღწია ბოლო ცხრა წელში,[6] და ტონი პაულსი 2013-2014 წლებში, როდესაც ნოემბერში კრისტალ პალასი ლიგის ფსკერზე იმყოფებოდა საბოლოოდ სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ronaldo & Ferguson win top awards. BBC Sport. British Broadcasting Corporation (14 May 2008). ციტირების თარიღი: 16 December 2011.
- ↑ Rice, Simon. (23 May 2011) Too many awards in football make them worthless. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2013. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
- ↑ Traynor, James. (14 May 1994) Ferguson's secret has led to a United stand. The Herald. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
- ↑ Burley scoops top manager award. BBC Sport. British Broadcasting Corporation (21 May 2001). ციტირების თარიღი: 16 December 2011.
- ↑ Harry Redknapp named Barclays Manager of the Season. Barclays FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 December 2012. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
- ↑ Newcastle United's Alan Pardew named manager of the season. BBC Sport (11 May 2012). ციტირების თარიღი: 11 May 2012.