ტეპლიცე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტეპლიცე Teplice | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე | უსტი-ნად-ლაბემი | ||||
შიდა დაყოფა | Hudcov[1] , Nová Ves[1] , Prosetice[1] , Řetenice[1] , Sobědruhy[1] , Trnovany[1] და Teplice | ||||
კოორდინატები | 50°38′00″ ჩ. გ. 13°49′00″ ა. გ. / 50.63333° ჩ. გ. 13.81667° ა. გ. | ||||
მმართველი | Jiří Štábl[2] | ||||
პირველი ხსენება | 1158 | ||||
ფართობი | 23,78 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 228 მ | ||||
მოსახლეობა | 51 193 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 2 153 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 415 01 | ||||
საავტომობილო კოდი | U | ||||
ოფიციალური საიტი | teplice.cz | ||||
ტეპლიცე (ჩეხ. Teplice) — ქალაქი ჩეხეთში, უსტი-ნად-ლაბემის მხარეში, ტეპლიცეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. წარმოადგენს რეგიონის მეორე უდიდეს საკურორტო ქალაქს. ტეპლიცეში მდებარეობდა ავსტრია-უნგრეთის კლარი-ანდრინგენის ოჯახის პრინცების ძირითადი რეზიდენცია.
ქალაქი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ბოჰემიაში, გერმანიის საქსონიის მხარის საზღვართან. გაშენებულია მდინარე ბილინის ვაკეზე, რომელიც ორეს მთებს ცენტრალური ჩეხეთის მთებისგან გამოყოფს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტერიტორიაზე იშვიათი თერმული წყლები ჯერ კიდევ 762 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მათი უტყუარი მოხსენიება XVI საუკუნის დოკუმენტში ხდება. დასახლება პირველად 1158 წელსაა მოხსენიებული, როდესაც ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ის კონსორტმა იუტა თიურინგიელმა ბენედიქტელი ბერებისთვის მონასტერი დააარსა, რომელიც შემდეგ ჰუსიტური ომების დროს დაინგრა. XV საუკუნეში, მეფე გეორგ პოდებრადელის კონსორტმა იოანა როზმიტალმა ნანგრევებზე ციხესიმაგრე აღმართა.
1895 წელს ტეპლიცეს გარეუბნები შეერწყა. მას შემდეგ რაც ავსტრია უნგრეთის იმპერია დაიშალა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ახლადშექმნილ ჩეხოსლოვაკიაში შემავალ ქალაქში გერმანულენოვანი მოსახლეობა დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ეთნიკურად გერმანული მოსახლეობა ტეპლიცედან განდევნა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Municipal website
- Pictures from Teplice
- Teplice spa virtual tour დაარქივებული 2012-02-23 საიტზე Wayback Machine.
- News from Teplice დაარქივებული 2012-02-29 საიტზე Wayback Machine.
- The History of the Jewish Community in Teplice დაარქივებული 2012-12-17 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Historical Maps "Herrschaft Toeplitz" & Streetmap Toeplitz with different Views (A. F. Zuerner, Amsterdam 18th Cent.)
- Audioguide through Teplice
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://ct24.ceskatelevize.cz/usteckykraj/3541933-primatorem-teplic-se-stal-jiri-stabl-z-ano-koalici-uzavrelo-ano-s-ods — 2022.