ფილიპინების მუნიციპალიტეტები
მუნიციპალიტეტი (ტაგალ. bayan/munisipalidad; პანგ: baley; სებ: lungsod/munisipalidad; ილოკ: ili; კაპ: balen/balayan) ― ადგილობრივი მმართველობის ერთეული ფილიპინებში. განსხვავდება ქალაქისგან, რომელიც ადგიობრივი მმართველობის განსხვავებული კატეგორიაა. ფილიპინების პროვინციები ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად იყოფა, რომლებიც თავის მხრივ ბარანგაებად (სოფლებად) იყოფა. 2019 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, ფილიპინებში 1 488 მუნიციპალიტეტი გამოიყოფა.[1]
თავდაპირველად რიგი ტერიტორიები შეიქმნა როგორც მუნიციპალური რაიონები და შემდეგში გარდაიქმნა მუნიციპალიტეტებად. მუნიციპალური რაიონი ამჟამად ადგილობრივი მმართველობის გაუქმებული ერთეულია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტების შექმნის ხანა ფილიპინებში ესპანელთა მმართველობისას დაიწყო, როდესაც კოლონიურმა მთავრობამ ესპანეთის ქალაქებისა და სოფლების მსგავსად არქიპელაგზე ასეულობით ქალაქი და სოფელი დააარსა. ისინი ქალაქის ცენტრთან ერთად ჯგუფდებოდა, რომელსაც კაბესერა ან პობლასიონი ერქვა. პობლასიონი ყოველი მუნიციპალიტეტისთვის ბირთვის ფუნქციას ასრულებდა. მუნიციპალიტეტების სტატუსი მხოლოდ იმ დასახლებებს ენიჭებოდა, რომლებიც მთლიანად იყვნენ მოქცეული კათოლიციზმზე,[2] სხვა დასახლებები კი, მუნიციპალიტეტებში გაერთიანებისთვის ნებართვას უნდა დალოდებოდნენ.[3] დროთა განმავლობაში მუნიციპალიტეტები უკვე არსებული მუნიციპალიტეტებიდანაც შეიქმნა და მათი ფართობებიც შემცირდა.[4] ყოველ მუნიციპალიტეტს კაპიტანი მართავდა, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქის დიდგვაროვნების ფენიდან იყო და შემოსავლების მანილას ცენტრალური მთავრობისთვის გაგზავნა ევალებოდა.[5] დღეისთვის ფილიპინებში „მუნიციპალიტეტსა“ და „ქალაქს“ (town) ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ესპანური პუებლოს (პუებლოესპანურად ქალაქს ნიშნავს) სისტემის ფარგლებში დროთა განმავლობაში ქალაქებმა მუნიციპალიტეტების სტატუსი მიიღეს.[6][7]
ამერიკული მმართველობის პერიოდში ესპანელთა მიერ შემოღებული მუნიციპალური სისტემა შენარჩუნდა.[8] მუნიციპალური რაიონები, რომელთაც ადგილობრივი ტომების მეთაურები ხელმძღვანელობდნენ, ამერიკელებმა პირველად 1914 წელს შექმნეს.[9] ამავე პერიოდში უფრო მეტი მუნიციპალიტეტი შეიქმნა, განსაკუთრებით, მინდანაოში, სადაც ლუსონიდან და ვისაიასიდან უამრავი ფილიპინელი გადასახლდა.[10] 1946 წელს ფილიპინების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მუნიციპალური რაიონი გაუქმდა და მუნიციპალიტეტებს შეუერთდა.[11] 1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კანონით, ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის პრინციპები საბოლოოდ დადგინდა.[12]
პასუხისმგებლობა და ძალაუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ფილიპინების რესპუბლიკის ეროვნული მთავრობისგან გარკვეული ავტონომია აქვთ მინიჭებული. მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების, კანონების მიღების, გატარებისა და ზედამხედველობის ფუნქციები აქვთ. ადგილობრივი არჩეული და დანიშნული მოხელეები როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული კანონების განხორციელებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივი მმართველობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეროვნულ კანონებთან შესაბამისობაზე მეთვალყურეობა ეროვნულ მთავრობას ევალება.[13] ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ჰყავთ. ადგილობრივი მმართელობის ერთეულებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებს, საკუთარი იურიდიული შტო არ აქვთ.
ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№7160 რესპუბლიკური აქტის მეორე თავის მეორე ნაწილის მესამე წიგნისა და 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კანონის თანახმად,[13] მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს მერი (alkalde), ვიცე-მერი (ikalawang alkalde / bise alkalde) და საკანონმდებლო საბჭოს (Sangguniang Bayan) წევრები (kagawad).
ფილიპინების მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მოვალეობებეს ასრულებენ: მუნიციპალური რისკების შემცირებისა და მენეჯმენტის ოფიცერი, სამოქალაქო რეგისტრატორი, ჯანდაცვის ოფიცერი, ინჟინერი, დაგეგმარებისა და განვითარების კოორდინატორი, ბიუჯეტის ოფიცერი, ბუღალტერი და სხვ. საჭიროებების მიხედვით, მუნიციპალურ მერს შემდეგი პოზიციების შექმნა შეუძლია: ადმინისტრატორის, აგროკულტურისტის, არქიტექტორის, საინფორმაციო ოფიცრის, ტურიზმის ოფიცრის, გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების მუნიციპალური ოფიცრის, სოციალური კეთილდღეობისა და განვითარების მუნიციპალური ოფიცრისა და სხვ.
მოვალეობები და ფუნქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№7160 რესპუბლიკური აქტის მესამე წიგნის მეორე ნაწილის მიხედვით, მუნიციპალური მერი მუნიციპალური მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ პოლიტიკასა და განვითარების გეგმას განსაზღვრავს. მუნიციპალური მერის პასუხისმგებლობებს მუნიციპალური საბჭო ამტკიცებს.
მუნიციპალური გადასახადები ვიცე-მერის (bise-alkalde) კომპეტენციაში შედის. გარდა ამისა, ვიცე-მერს მუნიციპალური საბჭოს წევრების დანიშვნაც შეუძლია, გარდა რეგულარული წევრებისა, რომლებსაც ადგილობრივ არჩევნებში ირჩევენ. მერის თანამდებობის ვაკანტური ადგილის გაჩენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლება-მოვალეობები ვიცე-მერის ხელში გადადის.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოსავლების მიხედვით მუნიციპალიტეტების კლასიფიკაციისას ექვსი კლასი გამოიყოფა. მუნიციპალიტეტებს გასული ოთხი კალენდარული წლის საშუალო შემოსავალის მიხედვით აჯგუფებენ.[14][15]
Class | Average annual income ₱ |
---|---|
პირველი | სულ მცირე 55,000,000 |
მეორე | 45,000,000 – 54,999,000 |
მესამე | 35,000,000 – 44,999,000 |
მეოთხე | 25,000,000 – 34,999,000 |
მეხუთე | 15,000,000 – 24,999,000 |
მეექვსე | მაქსიმუმ 14,999,000 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილიპინების ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სია
- ფილიპინების სახელშეცვლილი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Income Classification for Provinces, Cities and Municipalities“. NSCB. 20 November 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2003.
- „DEPARTMENT OF FINANCE ORDER No.23–08“ (PDF). NSCB. 29 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 13 November 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2021. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - Philippine Standard Geographic Code – List of Municipalities. Philippine Statistics Authority (31 March 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2021.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ PSA 2016.
- ↑ Constantino, Renato; Constantino, Letizia R. (1975) „Chapter V - The Colonial Landscape“, The Philippines: A Past Revisited (Vol. I), Sixteenth Printing (January 1998), Manila, Philippines: Renato Constantino, გვ. 60–61. ISBN 971-895-800-2.
- ↑ Carl C. Plehn. Taxation in the Philippines. I გვ. 690. ციტირების თარიღი: 6 October 2021.
- ↑ Antonio Figueroa. FAST BACKWARD: The dissolution of Roxas town. ციტირების თარიღი: 6 October 2021.
- ↑ Carl C. Plehn. Taxation in the Philippines. I გვ. 688. ციტირების თარიღი: 6 October 2021.
- ↑ Bernard Moses. Colonial Policy with Reference to the Philippines გვ. 103. ციტირების თარიღი: 6 October 2021.
- ↑ Norman G. Owen (1971). Compadre Colonialism: Studies In The Philippines Under American Rule, გვ. 17. ISBN 9780891480037.
- ↑ Norman G. Owen (1971). Compadre Colonialism: Studies In The Philippines Under American Rule, გვ. 18. ISBN 9780891480037.
- ↑ Act No. 2408. ციტირების თარიღი: 6 October 2021.
- ↑ Mindanao: Land of promise (1999). ციტირების თარიღი: 6 October 2021.
- ↑ Executive Order No. 42, s. 1963: Declaring Certain Municipal Districts in the Philippines as Municipalities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 7 October 2021
- ↑ THE LOCAL GOVERNMENT CODE OF THE PHILIPPINES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2021
- ↑ 13.0 13.1 RA7160 1991.
- ↑ NSCB 2008.
- ↑ NSCB 2001.