ჰოკა-სიუ ენები
იერსახე
ჰოკა-სიუ ენები — ამერიკის ინდიელთა ენების ერთ-ერთი ოჯახი. ედუარდ სეპირის კლასიფიკაციით, ჰოკა-სიუ ენებში შედის ჰოკა (იანა, პომო, ჩიმარიკო, შასტა...), კოავილტეკი (ტონკავა, კოავილტეკი, კარანკავა...), იროკუა-კადო (სენეკა, ონეიდა, ონონდაგა, კადო...), სიუ, იუჩი, ტუნიკა, გალფი (მუსკოგი, ნატჩეზი...) და სხვა ენები. ჰოკა-სიუს ენები გრამატიკული წყობით პრეფიქსური ტიპის აგლუტინაციური ენებია. ზოგიერთი ენათმეცნიერის აზრით, ჰოკა-სიუს ენები ენათესავება ამერიკელ ინდიელთა სხვა ენობრივ ჯგუფებს და ვარაუდობენ, რომ ჰოკა და სიუ სხვადასხვა, დამოუკიდებელ ოჯახებს ქმნიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 678.