შინაარსზე გადასვლა

1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულება
ტიპი ორმხრივი ხელშეკრულება
ხელი მოეწერა 1824 წლის 17 მარტი; 200 წლის წინ
ადგილი ლონდონი
ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო

Wikisource logo Anglo-Dutch Treaty of 1824 ვიკიწყაროში

1824 წლის ინგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულება, ასევე ცნობილი, როგორც ლონდონის ხელშეკრულება (ნიდ. Verdrag van Londen) — ხელშეკურლება, რომელიც დაიდო გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებს შორის ლონდონში 1824 წლის 17 მარტს. ხელშეკრულება დაიდო იმისთვის, რათა 1814 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულების აღსრულებასთან დაკავშირებული დავა გადაეწყვიტა. ჰოლანდიის მხრიდან, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჰენდრიკ ფაგელმა და ანტონ რაინჰარდ ფალკმა, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან, ჯორჯ კენინგმა და ჩარლზ უილიამს-ვინმა.[1]

1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულება, რომელიც შექმნილია ნაპოლეონის ომების დროს, ჰოლანდიის კოლონიური საკუთრების ბრიტანული ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი საკითხების გადასაჭრელად, ასევე ორ ერს შორის სუნელების საკითხზე ასობით წლის განმავლობაში არსებული სავაჭრო უფლებების გადაწყვეტის მიზნით, საკითხების ფართო სპექტრს მოიცავდა. თუმცა, ხელშეკრულება ნათლად არ აღწერდა რომელიმე მხარის ექსპანსიის შეზღუდვებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვაში..

ჯოჰორის იმპერიის დაყოფა 1824 წლის ანგლო-ჰოლანდიურ ხელშეკრულებამდე და მის შემდეგ [2]
ბრიტანეთის გავლენის ქვეშ:
ჯოჰორის სასულთნო
პაჰანგის სასულთნო სინგაპური
ჰოლანდიის გავლენის ქვეშ:
ინდგრაგირის სასულთნო რიაუ-ლინგას სასულთნო

1819 წელს მალაკის ნახევარკუნძულზე სერ სტემფორდ რაფლესის მიერ ბრიტანული სინგაპურის დაარსებამ გაამძაფრა ერს შორის დაპირისპირება, განსაკუთრებით, როგორც ჰოლანდიელები ამტკიცებდნენ, რაფლესისა და ჯონორის სულთნის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება არასწორი იყო და რომ, ჯონორის სულთანატი იმყოფებოდა ჰოლანდიელების გავლენის ქვეშ. ჰოლანდიელთა სავაჭრო უფლებები ბრიტანულ ინდოეთში და ჰოლანდიელთა ყოფილი სამფლობელო ტერიტორიები ასევე იყო კამათის საგანი. 1820 წელს, შორეულ აღმოსავლეთში ბრიტანელი ვაჭრების ინტერესების ზეწოლით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიტუაციის გასარკვევად მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკებები კასლერიგს, კენინგის წინამორბედსა და ფაგელს შორის დაიწყო 1820 წლის 20 ივლისს. ჰოლანდიელები მტკიცედ იდგნენ, რადგან ბრიტანელებს უარი უნდა ეთქვათ სინგაპურზე, მაგრამ კასლერიგი არ იყო დარწმუნებული, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო სინგაპურის დაბრუნება. თავდაპირველად, მხოლოდ არასადავო საკითხები გადაწყდა, როგორებიცაა თავისუფალი სანაოსნო უფლებები და მეკობრეობის შემცირება. განხილვები შეჩერდა 1820 წლის 5 აგვისტოს და არ გაგრძელებულა 1823 წლამდე, როცა ბრიტანელებისთვის ნათელი გახდა სინგაპურის კომერციული ღირებულება.

მოლაპარაკებები გაგრძელდა 1823 წლის დეკემბერში, რომლის ყურადღების ცენტრში იყო რეგიონში გავლენის სფეროების მკაფიოდ გარკვევა. ჰოლანდიელებმა გააცნობიერეს, რომ სინგაპურის ზრდის შეკავება ვერ მოხერხდა, ამიტომ, ითხოვდნენ გაცვლას, რომლითაც უარს იტყოდნენ თავიანთ პრეტენზიებზე მალაკის სრუტის ჩრდილოეთით და ინდოეთის კოლონიებზე, სრუტის სამხრეთით, მათ შორის, ბრიტანელების ბენკულენის კოლონიის სანაცვლოდ. საბოლოოდ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1824 წლის 17 მარტს ფაგელმა და კენინგმა.

ხელშეკრულების რატიფიცირება გაერთიანებული სამეფოს მხრიდან განხორციელდა 1824 წლის 30 აპრილს, ხოლო ნიდერლანდების მიერ 1824 წლის 2 ივნისს. რატიფიცირებები გაიცვალა ლონდონში 1824 წლის 8 ივნისს.

  • ორი ერის სუბიექტებს უფლება ჰქონდათ ეწარმოებინათ ვაჭრობა ბრიტანული ინდოეთის, ბრიტანული ცეილონისა და თანამედროვე ინდონეზიის, სინგაპურის და მალაიზიის ტერიტორიებზე „ყველაზე უპირატესი ერის“ საფუძველზე, მაგრამ უნდა დამორჩილებოდნენ ადგილობრივ რეგულაციებს.
  • სხვა ერის სუბიექტებსა და გემებზე გადასახადი შეზღუდული იყო.
  • აღმოსავლეთის ქვეყნებთან არ უნდა დადებულიყო ხელშეკრულებები, რომელიც გამორიცხავდა ვაჭრობას სხვა ერებთან.
  • სამოქალაქო და სამხედრო ძალები არ უნდა ყოფილიყო ვაჭრობის შეფერხების მიზნით გამოყენებული.
  • მეკობრეობა არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. მეკობრეებისთვის დასამალი ადგილები ან მფარველობა არ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ხოლო მეკობრული საქონლის გაყიდვა – დაშვებული.
  • ოფიციალურ პირებს არ უნდა მიცემოდათ ახალი ოფისების გახსნის საშუალება აღმოსავლეთ ინდოეთის კუნძულებზე, მათი ევროპული მთავრობის ნებართვის გარეშე.
  • ბრიტანეთის სუბიექტებს უნდა მისცემოდათ სავაჭრო წვდომა მალუკის კუნძულებთან, კერძოდ, ამბონთან, ბანდასთან და ტერნატესთან.
  • ნიდერლანდებმა დათმო ყველა დაწესებულება ინდოეთის სუბკონტინენტზე (ჰოლანდიური ინდოეთი 1609 წლიდან) და მათთან დაკავშირებული ყველა უფლება.
  • დიდმა ბრიტანეთმა დაუთმო თავისი ქარხანა ფორტ მარლბოროში ბენკულენში (ბენგკულუ) და მთელი ბრიტანული ტერიტორიები კუნძულ სუმატრაზე ნიდერლანდებს და არ უნდა დაეფუძნებინა კუნძულზე სხვა ოფისი და არ უნდა დაედო რაიმე ხელშეკრულება მის მმართველებთან.
  • ნიდერლანდებმა დათმო ქალაქი და ციხე-სიმაგრე მალაკა და დათანხმდა, რომ არ გაეხსნა არცერთი ოფისი მალაის ნახევარკუნძულზე და არც რაიმე ხელშეკრულება დაედო მის მმართველებთან.
  • ბრიტანელებმა გააუქმეს წინააღმდეგობა ნიდერლანდების მიერ კუნძულ ბილტონის ოკუპაციის წინააღმდეგ.
  • ნიდერლანდებმა შეწყვიტა წინააღმდეგობა ბრიტანელების მიერ კუნძულ სინგაპურის ოკუპაციის წინააღმდეგ.
  • ბრიტანელები შეთანხმდნენ, რომ არ დაეარსებინათ ოფისი კარიმონის კუნძულებზე ან ბატამის, ბინტანის, ლინგინის კუნძულებზე ან სინგაპურის სრუტის სამხრეთით მდებარე რომელიმე სხვა კუნძულზე, ან დადებულიყო რაიმე ხელშეკრულება ამ ადგილების მმართველებთან.
  • ყველა სახის ქონებისა და დაწესებულებების გადაცემა უნდა განხორციელებულიყო 1825 წლის 1 მარტს, ნიდერლანდებისთვის იავას დაბრუნების ჩათვლით, კერძოდ, იავას შესახებ 1817 წლის 24 ივნისის კონვენციის თანახმად. 100 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო ნიდერლანდების მიერ ლონდონში 1825 წლის ბოლომდე.

1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულება ოფიციალურად ჰყოფდა ორ ტერიტორიას: მალაია, რომელიც იმართებოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ და ჰოლანდიის ოსტინდოეთი, რომელიც იმართებოდა ნიდერლანდების მიერ. მალაიას მემკვიდრე სახელმწიფოები არიან მალაიზია და სინგაპური. ხაზი, რომელიც ბრიტანეთისა და ჰოლანდიის გავლენის სფეროებს ორ ნაწილად ჰყოფდა, საბოლოოდ გახდა ინდონეზიისა და მალაიზიის საზღვარი (მცირე სეგმენტი გახდა ინდონეზიასა და სინგაპურს შორის საზღვარი).[3] შემდგომმა კოლონიურმა გავლენამ ასევე გავლენა მოახდინა მალაიურ ენაზე, რომელზეც ჩვეულებრივ ლაპარაკობდნენ, როგორც რეგიონულ ენაზე კუნძულებს შორის. აღნიშნული ენა მერყეობდა მალაიზიურ და ინდონეზიურ ვარიანტებში.

  1. H.R.C. Wright, "The Anglo-Dutch Dispute in the East, 1814–1824." Economic History Review 3.2 (1950): 229–239.
  2. Peter Turner; Hugh Finlay (1996). Malaysia, Singapore and Brunei. Lonely Planet Publications. ISBN 978-0-86442-393-1. 
  3. James Robert Rush (2018). Southeast Asia: A Very Short Introduction. Oxford University Press, გვ. 58. ISBN 9780190248765.