Berkeley Software Distribution
Berkeley Software Distribution, BSD (ბერკლის პროგრამული უზრუნველყოფის განაწილება) — ოპერაციული სისტემა, რომელიც შემუშავდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში კომპიუტერული სისტემების კვლევის ჯგუფის მიერ (CSRG) და ეფუძნებოდა Unix ოპერაციულ სისტემის ადრეულ ვერსიას Research Unix[1]. დღეისთვის, ტერმინში „BSD“ გულისხმობენ BSD-ის ისეთ შთამომავლებს, როგორებიცაა FreeBSD, OpenBSD, NetBSD ან DragonFly და მათზე დაფუძნებულ სხვა სისტემებს.
თავდაპირველად BSD-ის ერქვა Berkeley Unix, რადგან ეფუძნებოდა Bell Labs-ის მიერ შემუშავებული პირვანდელი Unix-ის ღია კოდს. 1980-იან წლებში BSD ფართოდ დაინერგა სამუშაო სადგურების მწარმოებელების მიერ Unix-ის კერძო (პროპრიეტარული) განშტოების სახით, ამის მაგალითებია კომპანია DEC-ის Ultrix და Sun Microsystems-ის SunOS, მისი ლიცენზირების პირობების და ტექნოლოგიური კომპანიების ინჟინრებისა და დამაარსებლების ნაცნობობის გამო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Steve D. Pate (2003). Unix Filesystem: Evolution, Design and Implementation. Pate Wiley Publishing, Inc. ISBN 0-471-16483-6. ციტირების თარიღი: 2020-02-08.