შინაარსზე გადასვლა

Eurythmics

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Eurythmics

ჯგუფი 1985 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო[1]
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1980–1990
  • 1999–2005
  • (დროებითი გაერთიანება: 2014)
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები ენი ლენოქსი
დეივ სტიუარტი
საიტი eurythmics.com
Eurythmics ვიკისაწყობში

Eurythmics — ბრიტანული მუსიკალური დუეტი, რომელშიც შედიოდნენ ენი ლენოქსი და დეივ სტიუარტი. თავდაპირველად ისინი გამოდიოდნენ ჯგუფ The Tourists-ში (რომელიც მანამდე ცნობილი იყო The Catch-ის სახელწოდებით).

დუეტის პირველი ალბომი In the Garden წარუმატებელი იყო, მაგრამ მეორემ Sweet Dreams (Are Made of This), სასათაურო სიმღერით, მსოფლიოში დიდი წარმატება მოიპოვა. ამის შემდეგ კოლექტივმა გამოსცა მთელი რიგი ალბომების და სინგლებისა, რომლებიც მსოფლიო ჩარტებში ხვდებოდნენ. 1990 წელს დუეტი დაიშალა - ამ დროისთვის სტიუარტი უკვე იყო წარმატებული პროდიუსერი, ხოლო ენიმ წარმატებით დაიწყო სოლო-კარიერა, ალბომით Diva. თითქმის ათი წლის შემდეგ, დუეტი კვლავ დაბრუნდა, მეცხრე ალბომით Peace. 2005 წელს ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, გამოსცეს სიმღერა „I've Got a Life“ და ჰიტების მორიგი კომპილაცია, Ultimate Collection, ხოლო 2014 წელს ისინი დღეისთვის უკანასკნელად შეიკრიბნენ და კვლავ დაიშალნენ.

ჯგუფს 1984 წელს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, ისევე, როგორც გრემის ჯილდო საუკეთესო როკ-შესრულებისთვის, დუეტის ან ჯგუფის მიერ, ვოკალით. 1999 წელს მათ Brit-ის დაჯილდოებაზე გადაეცათ სპეციალური ჯილდო მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. 2005 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. დღეისთვის Eurythmics-მა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 75 მილიონი ალბომი გაყიდა.[2]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. All Music Guide (Eurythmics profile). AllMusic. ციტირების თარიღი: 27 September 2014.
  2. Annie Lennox champions charity work. walesonline. ციტირების თარიღი: 27 September 2014.