შინაარსზე გადასვლა

Journey

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Journey

ჯგუფი 2013 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1973-1987
  • 1991
  • 1995-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი journeymusic.com
Journey ვიკისაწყობში

Journeyამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა სან-ფრანცისკოში 1973 წელს, ჯგუფ Santana-ს ყოფილი წევრების მიერ.

ჯგუფმა კომერციულ წარმატებას 1978-1987 წლებში, სტივ პერის ვოკალისტობის დროს მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში გამოიცა მათი რამდენიმე განთქმული სინგლი, მათ შორის „Don't Stop Believin“ და „Open Arms“ 1981 წლის ალბომიდან Escape, რომელმაც უმაღლესი პოზიციები დაიკავა მსოფლიოს სხვადასხვა ჩარტებში, მათ შორის — პირველი ადგილი „Billboard 200“-ში.[7] ამას მოჰყვა არანაკლებ წარმატებული ალბომი Frontiers (1983).

საერთო ჯამში ჯგუფის ერთ ალბომს მიენიჭა ბრილიანტის, ათს პლატინის, ხოლო სამს ოქროს სტატუსი.

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე დაყრდნობით, ჯგუფის ალბომების მთლიანი გაყიდვების რაოდენობა აშშ-ში 48 მილიონს, ხოლო მსოფლიოში 75 მილიონს შეადგენს, რითაც იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად მსოფლიოში.[8] 2005 წელს გაზეთ „USA Today“-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით Journey დასახელდა მეხუთე ყველაზე საუკეთესო ამერიკულ როკ-ჯგუფად ისტორიაში.[9][10]

2017 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. დარბაზში შესული ჯგუფის წევრები არიან: ვოკალისტი სტივ პერი, გიტარისტი ნილ შონი, კლავიშისტები ჯონათან კეინი და გრეგ როლი, ბასისტი როს ველორი და დრამერები ეინსლი დანბარი და სტივ სმითი.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ruhlmann, William. Journey - Music biography. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2012.
  2. Bashe, Philip (1985). Heavy Metal Thunder: The Music, Its History, Its Heroes. „Doubleday“, გვ. 33. ISBN 978-0-3851-9797-7. 
  3. Buckley, Peter (2003). The Rough Guide to Rock, 3rd, Rough Guides, გვ. 550. ISBN 1-84353-105-4. 
  4. McCormick, Neil (9 იანვარი, 2014). „The greatest American rock band of all time? Surely not Guns N' Roses“. „The Daily Telegraph“. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. (2001) The Rolling Stone Encyclopedia of Rock & Roll, 3rd, Fireside, გვ. 511. ISBN 0-7432-9201-4. 
  6. Lynskey, Dorian (16 დეკემბერი, 2010). „Don't Stop Believin': the power ballad that refused to die“. The Guardian. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. Escape Billboard Albums. AllMusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2013.
  8. „Watch again- Friday's programme“. BBC News. 3 ივნისი, 2011. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. RIAA Gold and Platinum Data. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი, 2007. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2010.
  10. And the greatest American rock band ever is. USA Today (5 ივლისი, 2005). ციტირების თარიღი: 3 აგვისტო, 2009.
  11. Journey. Rock and Roll Hall of Fame. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2017.