Knocked Out Loaded — ამერიკელი მომღერლის და სიმღერების ავტორის ბობ დილანის 24-ესტუდიური ალბომი, გამოცემული Columbia Records-ის მიერ, 1986 წლის 14 ივლისს. იგი გამოცემის შემდეგ უარყოფითად შეაფასეს. ამასთან, „Brownsville Girl“, სემ შეპარდის თანაავტორობით, ცნობილია, როგორც მუსიკოსის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა.[8] ალბომმა აშშ-ში 53-ე, ხოლო ბრიტანეთში — 35-ე პოზიციამდე მიაღწია.