მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

აუროვილი („ცისკრის ქალაქი“) — საერთაშორისო ქალაქი ინდოეთის სამხრეთით. ქალაქი დააარსა ინდოელი ფილოსოფოსის, შრი აურობინდოს მიმდევარმა და მოსწავლემ მირა ალფასამ. იგი ვითარდება იუნესკო-ს ეგიდით. მდებარეობს ტამილნადუს შტატში, ქალაქ პუდუჩერის გვერდით. ქალაქის დამაარსებლის განცხადებით, ის უნდა გახდეს ექსპერიმენტი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის, სადაც იცხოვრებენ პოლიტიკური და რელიგიური უპირატესობების გარეშე.

ქალაქის ინაუგურაციის ცერემონია შედგა 1968 წლის 28 თებერვალს. ცერემონიას ესწრებოდა 124 ქვეყნის წარმომადგენელი.

დღის სურათი

სმილოდონის თავის ქალა.
სმილოდონის თავის ქალა.
სმილოდონის თავის ქალა.

28 თებერვალი — ამ დღეს...

  • 1066 : გაიხსნა ვესტმინსტერის სააბატო (სურათზე).
  • 1854 : დაარსდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია.
  • 1922 : ეგვიპტე განთავისუფლდა ბრიტანეთისაგან.
  • 1935 : ამერიკელმა ქიმიკოსმა უ. ჰ. კარათერზმა გამოიგონა ნეილონი.
  • 1947 : ტაივანში დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საპროტესტო მოძრაობა (28 თებერვლის ინციდენტი).
  • 1991 : ერაყმა ოფიციალურად აღიარა ქუვეითთან ომის დასრულება.
  • 1997 : სომხეთსა და აზერბაიჯანში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას დაახლოებით 1 100 ადამიანი ემსხვერპლა.
  • 2015 : მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი მოკლეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა