შინაარსზე გადასვლა

აგარტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგარტი (Agarti, Agartha) — ლეგენდარული მიწისქვეშა ქვეყანა. თარგმანი სანსკრიტიდან „ხელშეუხებელი“, „შორი“. თავიდან მასზე დაწერა მისტიკოსმა ალექსანდრე სენტ ივ დ’ალვაიდერმა თავის წიგნში „ინდოეთის მისია ევროპაში“. მას შემდეგ ბევრი მეცნიერული აზრი წარმოიშვა და ბევრი სადავო საკითხი გაჩნდა აგარტას თემის გარშემო. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ამ მითური ქალაქის ე.წ. "შესასვლელი" მდებარეობდა ტიბეტის მიუვალ ადგილას, ჰიმალაის მთებში, და ამ კარიბჭეს ბერები დარაჯობდნენ. ასევე იყო მოსაზრება, რომ მისი შესასვლელები მდებარეობს დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებზე.

გადმოცემით, ამ მიწისქვეშა ქვეყანაში ბინადრობს ადამიანთა მაღალგანვითარებული რასა, რომლებიც ოდესღაც ატლანტიდაზე ცხოვრობდნენ და მისი დაღუპვის შემდეგ აგარტას შეაფარეს თავი. ძვ. ბერძენი მისტიკოსი ფილოსოფოსის აპოლონიოს ტიანელის აზრით, აგარტის ერთ-ერთი შესასვლელი მდებარეობს ეგვიპტეში, ხეოფსის პირამიდის ქვეშ.

1938 წლის გაზაფხულზე ნაცისტური გერმანიიდან ჰაინრიხ ჰიმლერის პირადი საიდუმლო ბრძანებით ტიბეტში გაიგზავნა ექსპედიცია გერმანელი ზოოლოგის და ესესელი ოფიცრის ერნსტ შაფერის ხელმძღვანელობით. ექსპედიციას დავალებული ჰქონდა არამარტო ტიბეტის მეცნიერული გამოკვლევა, არამედ მათი მთავარი და საიდუმლო მიზანი იყო მითური მიწისქვეშა ქალაქის - აგარტას შესასვლელის პოვნა.

სწორედ იმავე მიზანით და იმავე წელს შედგა ნაცისტური ექსპედიცია ანტარქტიდაზე. გერმანელებმა დედოფალ მოდის მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადეს და უწოდეს მას ახალი შვაბია. გერმანიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ეს ექსპედიცია ვეშაპებზე სანადიროდ იყო მოწყობილი, მაგრამ ნამდვილი მიზეზი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ წლებში ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ნაციზმის მთავარი იდეოლოგების, ალფრედ როზენბერგის და კარლ ჰაუსჰოფერის აზრით სწორედ ანტარქტიდა იყო ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა აგარტაში შესვლა. ის, თუ რა შედეგით დამთავრდა ეს ექსპედიცია, რა თქმა უნდა ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - აგარტას არსებობა ნაცისტებსაც სჯეროდათ.

ცნობილი ინგლისელი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი და მათემატიკოსი ედმონდ ჰალეი იზიარებდა იდეას, რომ დედამიწის შიგნიდან ცარიელი სივრცეა, თუმცა მას ეს მეცნიერულად არ დაუსაბუთებია. ასევე შვეიცარიელ ფიზიკოსს და მათემატიკოსს ლეონარდ ეილერს მიაჩნდა, ამ თეორიის სიმართლის შესაძლებლობა.

1928-30 წლებში ანტარქტიდაზე მოეწყო ამერიკული საზღვაო ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი ავიატორი, მფრინავი რიჩარდ ეველინ ბერდი ხელმძღვანელობდა. (ბერდი იყო პირველი, ვინც სამხრეთ პოლუსს გადაუფრინა). ანტარქტიდის ერთ-ერთი სადგურიდან ბერდი მარტო გაემართა გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსისაკენ. მოგვიანებით, ექსპედიციის დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნებული ბერდი უცნაურ ამბებს ყვებოდა. ამბობდა, რომ პოლუსთან ახლოს მთებში, უცნაური ჩასასვლელი ნახა, ჩავიდა და ცოტა რომ გაიარა შიგნით დაინახა მისი თქმით "რაღაც უცნაური, ნისლოვანი სინათლე." შემდეგ მას შეეშინდა და უკან გამობრუნდა. მალე ბერდი მთავრობაში დაიბარეს. მას მისცეს კონტრ-ადმირალის წოდება, და მას მერე ბერდს ამ თემაზე აღარ უსაუბრია. შემდეგ, 1933-დან 1956 წლამდე ბერდმა კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო ანტარქტიდაზე, თუმცა შემდეგ აღარაფერი უთქვამს მის მიერ აღმოჩენილ "შესასვლელზე".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]